ერიკის არცთუ ისე სასიამოვნო განცხადება ჟოზე მოურინიოს მიმართულებით.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა ჟოზე მოურინიოსთვის ალბათ ცხოვრებაში ერთ ერთი ურთულესი გადაწყვეტილება იყო. შკარაა, რომ ფერგიუსონის შემდეგ დანიშნულმა დევიდ მოიესმა იმ გზის გაგრძელება ვერ შეძლო რაც სერ ალექსმა დატოვა.
მოიესის განთავისუფლების შემდეგ, ხელმძღვანელობამ გუნდში "ჰოლანდიელი იმედი" ლუის ვან გაალის მოყვანა დაგეგმა დ შეასრულა კიდეც ეს გეგმა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტი არ შეცვლილა და თუ არა უარესობისკენ, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.
ბოსებს მესამე არჩევანი "განსაკუთრებულზე" შეჩერდა. ჟოზე მოურინიომ გამოწვევა მიღო და გუნდში მუშაობას დასთანხმდა, თუმცა შეძლება ითქვას, რომ გუნდმა პირველივე სეზონში შეძლო რაღაც მნიშვნელოვანის "ევროპა ლიგის" ლიგის თასის აღმართვა.
ეს თითქოს დასაწყისს ნიშნავდა რაღაცის, შემდეგ იყო მომდევნო სეზონი და მეორე ადგილი პრემიერ ლიგაში, თუმცა რა ხდება დღეს? ხდება ის, რომ გუნდი კრიზის ისევ განიცდის, კრიტიკა გუნდის, მწვრთნელის, თუ ფეხბურთელების მიმართ ისევ მოემართება, ამჯერად "იუნაიტედის" ლეგენდარული შემტევი ერიკ კანტონა "იუვენტუსთან" განცდილი მარცხის გამო მოურინიოს ისევ აკრიტიკებს.
"შეიძლება წააგო მატჩები, თუმცა საჭიროა გარისკო. როდესაც გუნდი აგებდა "იუვენტუსთან", მიუხედავად ამისა ისინი მოწინააღმდეგეს მაინც ძლევდნენ იმის საშუალებას, რომ ბურთი დაეჭირათ 70 % - ით.
წარმოიდგენდით ასეთ რაღაცას ფერგიუსონის დროს? კლუბის ხელმძღვანელობა რას აკეთებს ამ დროს? არ ვიცი, ესმით თუ არა მათ საერთოდ ფეხბურთის". - ციტირებს Record.
წყარო:
euro-football