თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2018, 16:23
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1942,
კომენტარები: 10
დე ხეა არ დარჩება
ესპანელი კიპერი დარწმუნებული არაა მის მომავალში.
დე ხეა არ დარჩება
თამაშის ხარისხი, რომ ძალიან დაბალია ამაზე არავინ დაობს, თუმცა კონკრეტულ მატჩებში, კონკრეტული მოთამაშეები გამოიჩენენ ხოლმე თავს. თუმცა, არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა - დეივიდ დე ხეა.

მისი კარგი თამაში სტატისტიკაში ნაკლებად აისახება, თუ მხოლოდ გაშვებული გოლებით ვიმსჯელებთ, მაგრამ ამ "არანორმალურ" ესპანელს, ამ სეზონში, 9 შეხვედრაში 29 სეივი აქვს გაკეთებული, რაც უდაოდ დიდებული შედეგია. თუმცა, როგორც ჩანს, ის არ არის კმაყოფილი მუდმივად "გუნდის გადამრჩენელის" პოზიციაში ყოფნით და არ იცის, უნდა თუ არა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.

კითხვაზე, აპირებდა თუ არა დე ხეა კონტრაქტის გაგრძელებას მოურინიომ შემდეგი განცხადება გააკეთა:"ამ კითხვაზე პასუხს თვითონ დეივიდი ან მისი გარემოცვა გაგცემთ, მე არ ვარ ამაში კომპეტენტური. ჩემი კომენტარი მხოლოდ ის არის, რომ ყველამ ვიცით როგორი კარგია ის და როგორი მნიშვნელოვანია ის კლუბისთვის. კლუბს მივმართავ, რომ ყველაფერი გააკეთონ დე ხეას შესანარჩუნებლად."

დე ხეას კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა, მომდევნო ზაფხულს ეწურება. ასევე მის გარდა ეწურება კონტრაქტის ვადა - ანტონიო ვალენსიას, ეშლი იანგს, მატეო დარმიანს, ფილ ჯონსს, ანდრეას პერეირას, ანდრე ერერას, ხუან მატასა და კრის სმოლინგს.

წყარო: www.skysports.com
ახალი ამბები, ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: nika_nikusha
26 ოქტომბერი 2018 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
სანჩესიც წავა, დე ხეაც, პოგბაც, მარსიალიც.სანამ მთავარი მუწუკი არ მოშორდება გუნდს არაფერი დალაგდება, გააგდონ ამის ......
სადაა ის ხალხი ნიუკასლთან მოგებით რომ აღფრთოვანდნენ და ადიდეს ეს ს ი რ თ ა ვ ა , ნეტა წაგვეგო ეგ თამაში ნეტა წაგვეგო რო გაეგდოთ ეს სვარჩიკი აქედან . კი მოგილოცეთ მაგ თამაშის მერე ჩმოურინიოს სეზონის ბოლომდე დარჩენა და სვარკის ყურების ატანა. ტიპი თვითონ იძახის რომ არ ვართო რეალის დონისო და იუვენტუსის დონისო და აბრალებს ხელმძღვანელობას ტრანსფერები არ გაჩარხვას, აი ამ შემადგენლობით რაც ეხლა გვყვაავს დედას დედაში უნდა ვუტ..... ევროპულ გრანდებს, რა ნიუკასლთან ქამბექი ხო არ ღადაობთ. ანჩელოტი რეებს აკეთებს ნაპოლით და ვინმემ არ მითხრას ეხლა ნაპოლის შემადგენლობა ჩვენასას ჯობიაო. სანამ ეს არ ***აავს არაფერი გვეშველება !!!!
1
№2
ავტორი: ikeoni
26 ოქტომბერი 2018 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Me kide mgonia ro darcheba da gaaxangzlivebs kontraqts
0
№3
ავტორი: GIOMU
26 ოქტომბერი 2018 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ციტატა: nika_nikusha
სანჩესიც წავა, დე ხეაც, პოგბაც, მარსიალიც.სანამ მთავარი მუწუკი არ მოშორდება გუნდს არაფერი დალაგდება, გააგდონ ამის ......
სადაა ის ხალხი ნიუკასლთან მოგებით რომ აღფრთოვანდნენ და ადიდეს ეს ს ი რ თ ა ვ ა , ნეტა წაგვეგო ეგ თამაში ნეტა წაგვეგო რო გაეგდოთ ეს სვარჩიკი აქედან . კი მოგილოცეთ მაგ თამაშის მერე ჩმოურინიოს სეზონის ბოლომდე დარჩენა და სვარკის ყურების ატანა. ტიპი თვითონ იძახის რომ არ ვართო რეალის დონისო და იუვენტუსის დონისო და აბრალებს ხელმძღვანელობას ტრანსფერები არ გაჩარხვას, აი ამ შემადგენლობით რაც ეხლა გვყვაავს დედას დედაში უნდა ვუტ..... ევროპულ გრანდებს, რა ნიუკასლთან ქამბექი ხო არ ღადაობთ. ანჩელოტი რეებს აკეთებს ნაპოლით და ვინმემ არ მითხრას ეხლა ნაპოლის შემადგენლობა ჩვენასას ჯობიაო. სანამ ეს არ ***აავს არაფერი გვეშველება !!!!

მოიესმა რატომ ვერ გვიშველა? ცუდი სასტავი ყავდა? ვანგაალმა? ახლა კიდე მოურინიო. მოვა ახალი ვინმე და იგივე მოხდება... რეალი მწვრთნელის წასვლამ დაანგრია თუ რონალდუსი როგორ ფიქრობ? კლოპმა ლივერპულის მცველებს ასწავლა რაიმე ახალი და იმიტომ დაიწყო გუნდმა ნაკლები გოლის გაშვება თუ უბრალოდ წავდა და ვანდეიკი იყიდა? გვარდიოლა რამეს ცვლის თავის ტაქტიკაში თუ დებილივით ყველგან ერთი და იგივე სისტემას ნერგავს მაგრამ ყიდულობს დოცენზურა ფეხბურთელებს წლიდან წლამდე, ზამენა იმდენი ყავს არ იცის განაცხადში ვინ შეიყვანოს და ტრამვები საერთოდ ფეხებზე კიდია, ერთ პოზიციაზე 3 4 კაცი ყავს გუნდს. ჩვენ კიდე იუვესთან უბრალოდ არავინ გვყავდა რომ შემოგვეყვანა. და ამ დროს მოწინააღმდეგე ძალიან მარტივად ხვდება როგორ გეთამაშოს რადგან შემადგლეობა იცის როგორი გეყოლება და აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით გამოთვლის პოზიციაზე სად ვინ დადგება და მოკელდ სუ ეგაა მწვრთნელის საქმე განსაზღვროს შენი თამაში და შემოგთავაზოს შესაბამისი კონტრსტრატეგია. თან როცა იცის რომ სკამი არ გყავს საერთოდ უფრო მარტივი ხდება ამოცანა. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი რაულ კუპერი გახსოვს? ინტერის ვალენსიას და სხვა ბევრი სერიზული კლუბის მწვრთნელი იყო. რა გააკეთა ჩვენთან ნაკრებში? საერთოდ ვერაფერი, მეტს გეტყვი კლაუს ტოპმიოლერი ამ კაცს გერმანიის ბუნდესში მგონი 7 8 კლუბის მწვრთნელი იყო. ჩამოვიდა ჩვენთან ნაკრებში და რაღაც პერიოდის შემდეგ გააგდეს კომპენსაცია და ა.შ კი არა ბოლო პერიოდის ანაზღაურებაც არ მიცეს. აგერ თქვენ და აგერ მე, გააგდონ მოურინიო არ მოიყვანონ ფეხბურთელები და ლიგაზე მოხვედრა სანატრელი გაგვიხდება. მილანის კრიზისი მონაგონი იქნება. გუნდის წარმატება თუ წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელის დამსახურება არ უნდა იყოს! თუ გუნდია გუნდი უნდა იყოს.
0
№4
ავტორი: william265
26 ოქტომბერი 2018 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მანიუს მთავარი პრობლემა არის ის რომ კლუბი არამანჩესტერული სისტემით იმართება.
ტრანსფერები აბარია ისეთ კაცს რომელმაც არ იცის ტრანსფერების მუღამი მაგრამ შესანიშნავი მარკეტინგის დირექტორი იქნებოდა.
გუნდს არამანჩესტერული სისტემის მწვრთნელი წვრთნის და ფეხბურთელები კლუბში არ არიან "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" არამედ ფულისთვის.

სპორტული მიმართულება ბუღალტერს არ უნდა ებაროს და მწვრთნელს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერები უნდა შეუთანხმო და ისე მოუყვანო.

თქვენ კიდე რა გიჭირთ ლიგაზე მაინც ხართ ვინც კრიზისიდან ვერ ამოდის იმათმა იკითხონ... მაგრამ კრიზისშია თუ არა კლუბი ყურადღება მისაქცევია სწორ გზაზე დგას თუ არა.
და ვფიქრობ რომ მანიუ არ დგას სწორ გზაზე მიუხედავად იმისა რომ ლიგაზეა.
0
№5
ავტორი: nika_nikusha
26 ოქტომბერი 2018 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მოიესმა რატომ ვერ გვიშველა? ცუდი სასტავი ყავდა? ვანგაალმა? ახლა კიდე მოურინიო. მოვა ახალი ვინმე და იგივე მოხდება... რეალი მწვრთნელის წასვლამ დაანგრია თუ რონალდუსი როგორ ფიქრობ? კლოპმა ლივერპულის მცველებს ასწავლა რაიმე ახალი და იმიტომ დაიწყო გუნდმა ნაკლები გოლის გაშვება თუ უბრალოდ წავდა და ვანდეიკი იყიდა? გვარდიოლა რამეს ცვლის თავის ტაქტიკაში თუ დებილივით ყველგან ერთი და იგივე სისტემას ნერგავს მაგრამ ყიდულობს დოცენზურა ფეხბურთელებს წლიდან წლამდე, ზამენა იმდენი ყავს არ იცის განაცხადში ვინ შეიყვანოს და ტრამვები საერთოდ ფეხებზე კიდია, ერთ პოზიციაზე 3 4 კაცი ყავს გუნდს. ჩვენ კიდე იუვესთან უბრალოდ არავინ გვყავდა რომ შემოგვეყვანა. და ამ დროს მოწინააღმდეგე ძალიან მარტივად ხვდება როგორ გეთამაშოს რადგან შემადგლეობა იცის როგორი გეყოლება და აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით გამოთვლის პოზიციაზე სად ვინ დადგება და მოკელდ სუ ეგაა მწვრთნელის საქმე განსაზღვროს შენი თამაში და შემოგთავაზოს შესაბამისი კონტრსტრატეგია. თან როცა იცის რომ სკამი არ გყავს საერთოდ უფრო მარტივი ხდება ამოცანა. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი რაულ კუპერი გახსოვს? ინტერის ვალენსიას და სხვა ბევრი სერიზული კლუბის მწვრთნელი იყო. რა გააკეთა ჩვენთან ნაკრებში? საერთოდ ვერაფერი, მეტს გეტყვი კლაუს ტოპმიოლერი ამ კაცს გერმანიის ბუნდესში მგონი 7 8 კლუბის მწვრთნელი იყო. ჩამოვიდა ჩვენთან ნაკრებში და რაღაც პერიოდის შემდეგ გააგდეს კომპენსაცია და ა.შ კი არა ბოლო პერიოდის ანაზღაურებაც არ მიცეს. აგერ თქვენ და აგერ მე, გააგდონ მოურინიო არ მოიყვანონ ფეხბურთელები და ლიგაზე მოხვედრა სანატრელი გაგვიხდება. მილანის კრიზისი მონაგონი იქნება. გუნდის წარმატება თუ წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელის დამსახურება არ უნდა იყოს! თუ გუნდია გუნდი უნდა იყოს.[/quote]

მოიესმა და ვანგაალმა იმიტომ ვერ უშველეს გუნდს რომ თავად ვერ გაქაჩეს, როგორც მოურინიომ, შემადგენლობა 3 ივეს კარგი ყავდა. რა ლოგიკით ვერ გაქაჩავს ვინმე სხვა რომ მოვიდეს ვერ მივხვდი. რეალი დაანგრია ზიდანის წასვლამ. ზიდანმა რა შემადგენლობაც ჩაიბარა იმ შემდგენლობით დადო 3 ლიგა, ნუ თუ არ ჩავთვლით ქარაქუცა ტრანსფერებს როგორიც იყო ვალიეხო და ა.შ. ამოწია ძირითად გუნდში ასენსიო ვასკესი. კლოპმა კი ნამდვილად ასწავლა ლივერპულს თამაში დაცვაშიც და შეტევაშიც, მარტო ვანდეიკი მთელ დაცვას ვერ უშველიდა, ერთდროულად ფლანგზეც და ცენტრშიც ვერ ითამაშებს ფეხბურთელი. რაც შეეხება სკამის არ ქონას მარტივად შეგვიძლია ბარსელონას მაგალითის მოყვანა, მერამდენე წელია ბარსა თამაშობს სკამის გარეშე და რამდენი ტიტული მოიგეს კი ვიცით. მოკლედ მანჩესტერის სასტავით ისეთი მწვრთნელები როგორებიც არიან მაგალითად კლოპი, პოჩეტინო, ანჩელოტი და ზიდანი ნიუკასლთან ქამბექი გუნდის დიდი მიღწევათ არ ჩაითვლებოდა. ესე უშანსოდ უნდა ვაგებდეთ იუვენტუსთან? შეტევა რომ არ გვქონია. შარშრან გემახსოვრება ტოტენჰემი როგორ ეთამაშა იუვენტუსს, მე თუ მკითხავ უფრო ტოტენჰემი იმსახურებდა გასვლას. შემადგენლობას თვალი გადავავლოთ და მივხვდებით რომ ტოტენჰემზე ნაკლები შემადგენლობა ნამდვილად არ გვყვას. მე ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ ერთი უბრალო მიზეზის გამო მოურინიოს სტილი არის მოძველებული და წმინდა წყლის ავტობუსი. მოკლედ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, სანამ მოურინიო არ წავა არაფერი გვეშველება.
0
№6
ავტორი: GIOMU
26 ოქტომბერი 2018 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ციტატა: nika_nikusha

მოიესმა და ვანგაალმა იმიტომ ვერ

ერ დაგეთახნემბი, ბარსას შედარება ჩვენთან საერთოდ არ გამოგება, ისეთი ფეხბურთელები ყავს და თან წლობით უკვე შეთამაშებული რომ იქ უკვე ბირთივ ჩამოყალიბებულია, იგივე ტოტეჰემი, მანდ ბირთვი ჩამოყალიბებულია, ერიქსენი, ალი, კეინი. ნებისმიერი გუნდი ვინც არ უნდა მოიყვანო მაგალითად, იქ ბირთვი იქნება ჩამოყალიბებული და მერე უკვე ამატებენ ამ ბირთვის გარშემო ელემენტებს სხვადასხვა ფეხბურთელების სახით. დღეს მანჩეს არ ყავს ბირთვი. კინი არაფერი გრანდიოზული ფეხბურთელი არ იყო. რა ტალანტი ქონდა პასი? დრიბლინგი? სისწრაფე? ასე კონკრეტულად არაფერი, სამაგიეროდ ყველაფერი ცოტა ქონდა მაგრამ კრავდა გუნდს და პირდაპირ გადაქონდა მწვრთნელის მონახაზი სტადიონზე მოთამაშეებში. სქოულზიც იგივე ბირთვი იყო. დღეს ეგეთი არ ყავს გუნდს. რეალში კიდე ბირთვი იყო რონალდო, წავიდა რონალდო და მორჩა ყველაფერი. როდესაც გუნდი 24 კაცი თუ რაცაა, 3 წელი ზიზუს ფილოსოფიას ატარებს, 2 3 კვირაში ვერ გადაეწყობა სხვა ფილოსოფიაზე მაინც ის ძველი სტილი ძველი აზროვნება რაც წლობით ქონდათ გაჯერებული ის გამოერევა მომენტებში. აი ზიზუს ფილოსოფიის გამორევები უნდა დარჩენოდა რეალს. მწვრთნელის ფილოსოფიას ეგრევე ვერ დაივიწყებს გუნდი, ეს ხდება ეტაპობრივად. ადაპტაციის პერიოდი ამას ქვია. მაგრამ ფაქტია პირველივე ტურიდან რეალი თამაშობს საზიზღარ ფეხბურთს. განა ის სამი წელი რაც ისწავლეს 2 კვირაში დაავიწყდათ? ზიდანი კი არა რონალდუშია საქმე რადგან ის იყო ბირთვი, წავიდა გუნდიდან და იმ წამსვე დაეტყო გუნდს რომ უკვე სხვა გუნდი გახდა. ჩემი სუბექტური აზრი კი ასეთია რომ ტრანსფერების გარეშე ვინც არ უნდა მოიყვანონ უფრო მძიმე მდგომარეობა დაგვიდგება ვიდრე ახლა გვაქვს. როდესაც კლუბს უეჭველი გაძლიერება გჭირდება ტრანსფერებით, ფული იმდენი გაქვს არ იცი სად წაიღო, შენი კონკურენტები ყველას და ყველაფერს ყიდულობენ რაც მოძრაობს მოედანზე და ამ დროს შენი საუკეთესო ტრანსფერი მხოლოდ ფრედია, ნუ აქ ყველაფერი ნათქვამია... კი მოუს აქვს უაზრო კომენტარები გამოხტომები და ა.შ მაგრამ იმაში რომ გუნდი დღეს ასეთ დღეშია ბოლომდე მაგას ვერ დავაბრალებ. აკაკის დავესესხები და ვინც არ უნდა მოვიყვანოთ მწვრთნელად მარტო წვრთვნა ვერაფერს უზამს ამათ თუ ბუნებამაც არ უშველა... )))
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
26 ოქტომბერი 2018 20:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მწვრთნელი არის ბოლო პრობლემა ანუ აისბერგის წვეტი ჩვენთან.მთავარი პრობლემა არის ის რომ ფერგის დროს ყველაფერი ფერგი იყო.ტრანსფერებიდან დაწყებული ფეხბურთელების პირადი ცხოვრებით დამთავრებული.წავიდა ეგ დრო და შეიცვალა მიდგომები ყველგან.ფეხბურთელებზე როცა ფერგი ამბობდა 11 მილიონერი ზის გასახდელშიო უკვე ეს მილიონერები მულტინილიონერები გახდნენ თავიანთი აგენტებიანად და ის რომ შენ რამეთი დაემუქრო უკვე ვეღარ ჭრის.პრობლემა მეორე.როდესაც დაქცეულ გუნდში მწვრთნელად არცერთ ეტაპზე არ უნდოდა არცერთ წარმატებულ მწვრთნელს წამოსვლა და ახლა უარესი სიტუაციაა.ამ დროს ფეხბურთელსაც არ უნდა წამოსვლა თუ დიდი ფული არ შესთავაზე.როდესაც დიდი ტრანსფერისა და ხელფასის ხარჯზე ეხვეწები ვინმეს მოვიდეს იმას შესაბამისად პირობებს შენ ვერ უყენებ იმიტომ რომ ამ პირობებს მანამდე აქეთ გიყენებს სანამ ხელს მოაწერს კონტრაქტს.ხოდა გაივსო გუნდი ფულით მოყვანილი ხალხით.
პრობლემა მესამე.გუნდს არ ყავს ქარიზმატული ლიდერი.ის რომ ვალენსია არის კაპიტანი ეგ მეტყველებს ყველაფერზე.კაცმა ინგლისური არ იცის რა ამინდი უნდა შექმნას გუნდში.
პრობლემა მეოთხე.გუნდს არ აქვს განვითარების სტრატეგია და ხელწერა.ხელწერა ტრენერის საქმე კი არა გუნდის სტრატეგიის ნაწილია.მივიდა გვარდიოლა ბაიერნში დაიწყო სირული ტიკი ტაკა და გადაირია მენეჯმენტი შიგ ხო არ გაქო და შეცვალა ამანაც ყველაფერი და არც არაფერი გამოვიდა საბოლოო ჯამში.ბარსას აქვს სტრატეგია და კონცეფცია.ამის მიხედვით ზრდიან აკადემიაში ბავშვებს და გადმოჰყავთ პირველ გუნდში.მაგრამ მაინც ვერ იქნებოდა ბარსა ბარსა რომ არა მესი.და ბოლოს.როდესაც ვსაუბრობთ რომ მანჩესტერი გრანდებს დაანგრევს ამ სასტავითო არასწორი მიდგომაა ჩემის აზრით.მაქსიმუმ ამ გუნდს სხვა ტრენერმა უფრო გააზრებული და დალაგებული ფეხბურთი ათამაშოს არა საკუთარი ტრენერული თვისებებიდან გამომდინარე არამედ იქიდან რომ ამ დროს რო მოვა გუნდში მისი მოყვანილი არ იქნება ის ხალხი ვინც დახვდება და მოუჭერს კიდეც ყველას.მაგრამ შედეგები ტოტენჰემისაზე უკეთესი ვერ იქნება ვერასოდეს.თუ მწვრთნელის შეცვლა მოხდება მე ვენგერი მინდა მოვიდეს მას ყველა თვისება აქვს და ჩვენი გუნდის დიდი პატივისცემა.თან ძველი გვარდიაა რომელსაც ყველაფერი ახსოვს.195 სმ იანი ნახევარმცველების მოგებული გრანდის დედაც მე ეგ უკვე ფანტასტიკური ჟანრის ფილმის სიუჟეტია
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
26 ოქტომბერი 2018 23:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაახსნგრძლივებს მაინც ასე მგონია
0
№9
ავტორი: kobinio
27 ოქტომბერი 2018 00:12
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi

ვენგერი საუკეთესო ვარიანტია მარა ამ სიბერეში რამდენად გარისკავს საკიტხავი ეგაა. გვარდიოლას ბაიერნი ათასჯერ ჯობდა ამჟამინდელ ბავარიას.შეტევას ვერ აგბირგვინებენ და აეკს რის ვაი ვაგლახით მოუგეს.მე პირადად გუარდიოლას ბავარია ბევრად მერჩივნა ამ ფრანქფურტას ბავარიას.პლიუს რომ არა მსაჯების ბოზობა გვარდიოლას მინიმუმ ერთხელ.ლიგა უნდა მოეგო...
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
27 ოქტომბერი 2018 07:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
[quote=kobinio][quote=Dato kutaisi]
ვენგერი საუკეთესო ვარიანტია მარა ამ სიბერეში რამდენად გარისკავს საკიტხავი ეგაა. გვარდიოლას ბაიერნი ათასჯერ ჯობდა ამჟამინდელ ბავარიას.შეტევას ვერ აგბირგვინებენ და აეკს რის ვაი ვაგლახით მოუგეს.მე პირადად გუარდიოლას ბავარია ბევრად მერჩივნა ამ ფრანქფურტას ბავარიას.პლიუს რომ არა მსაჯების ბოზობა გვარდიოლას მინიმუმ ერთხელ.ლიგა უნდა მოეგო...[/quote]
შესაძლებელია ეგეც კი. მე სიმართლე გითხრა ჰაინკესის ბავარიის გარდა სხვა არ მომწონებია არასდროს დაჟე მანამდდც.უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ კონცეფცია უნდა იყოს და სტრატეგია და წაყვება ყველა იმას.რატოა ამერიკაში რომელმა პარტიის წარმომადგენელმაც არ უნდა გაიმარჯვოს რიტორიკის გარდა არაფერი იცვლება იმიტომ რომ იქ მოხელე დაქირავებულია რათა კარგად შეასრულოს მთავარი დოქტრინა.ეს შემსრულებლები სულ შეიცვლება ამაში პრობლემაა არაა მაგრამ ჩვენთან?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top