საკმაოდ რთული მდგომარეობაა გუნდში, განსაკუთრებით ფორვარდის პოზიციაზე. ამის მიზეზი რომელუ ლუკაკუს შედეგიანობის მაჩვენებელია უკანასკნელ მატჩებში. მსგავსი მდგომარეობა ყოველთვის ახალი ჭორების საბაბი ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა ამ ფენომენმა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდი რომელუ ლუკაკუს შემცვლელს ეძებდა და მიაგნო კიდეც, ამერიკის ლიგაში. საუბარია "იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე, რომელმაც ინგლისურ კლუბში ორი სეზონი დაჰყო. შვედი ფეხბურთელი, რომელიც 3 ოქტომბერს 37 წლის გახდა, საკმაოდ კარგად გამოიყურება ამერიკულ ლიგაში და მან 26 შეხვედრაში, 22 გოლის გატანა მოახერხა.
ამის მიუხედავად, კითხვაზე იგეგმება თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება გუნდში, მოურინიომ მტკიცედ, მოკლედ და ერთპიროვნულად უპასუხა:"არა, არა."
წყარო: www.goal.com
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.