ყველა ვხედავთ, როგორი რთული პერიოდი უდგას "იუნაიტედის" ფორვარდს, რომელუ ლუკაკუს. ბოლო 8 მატჩის ჯამში არ გაუტანია ბელგიელ ფორვარდს, რაც ნამდვილად ძალიან ცუდი შედეგია. იმდენად ცუდი შედეგია, რომ გუნდში არსებული დეპრესიული მდგომარეობის ფონზე, გამოკვეთილად ლუკაკუ გამოიყურება ყველაზე ცუდად. მისი პოზიცია კი "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა დიმიტარ ბერბატოვმა დაიცვა.
"ვიცი ეს როგორი რთულიცაა. მახსოვს შეგრძნება, არც მე მქონდა 7 თუ 8 მატჩის განმავლობაში გოლი გატანილი, თუმცა შემდეგ 5 გავიტანე ერთ შეხვედრაში. მასაც ბოლო 8 შეხვედრაში არ აქვს გოლი გატანილი, თუმცა მის მიმართ წამოსული კრიტიკა უსამართლოა. მოურინიოც ამბობს, რომ ისინი ბეჯითად მუშაობენ ყველაფრის გაუმჯობესებაზე, თუმცა საბოლოოდ ეს ლუკაკუზე უაყოფითად მოქმედებს. მას სჭირდება, რომ მეტი დრო გაატაროს მეტოქის საჯარიმოში, რაც მთლიანად გუნდის მოვალეობაა."
წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.