თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2018, 12:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1342,
კომენტარები: 10
ლინდელოფი: "ლამაზი გოლების გატანა შემიძლია"
შვედის უჩვეულო განაცხადი.
ლინდელოფი:
მიუხედავად განცდილი მარცხისა, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ვიქტორ ლინდელოფისთვის ცუდი ნამდვილად არ ყოფილა, მეტიც ვიქტორი შესანიშნავად გამოიყურებოდა.

მოგვიანებით ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში შვედმა ხმამაღალი და მისთვის სრულიად უჩვეულო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი შესძლებლობები მხოლოდ დაცვაში თამაშით არ შემოიფარგლება და რომ მას ლამაზი გოლების გატანაც შეუძლია.

"ბევრმა ეს არ იცის, მე ლამაზი გოლების გატანაც შემიძლია. ყოველთვის მომწონდა ბურთთან ახლოს ყოფნა და მისი მართვა, ეს ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ამ ყველაფერზე პორტუგალიაში აქტიურად ვმუუშაობდი და ვფქრობ ეს უნარი ერთ ერთი კოზირია ჩემთვის.

თამაში "ცხრიანის" პოზიციაზე დავიწყე, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ვინგერის პოზიციაზეც ვთამაშობდი. რვა ნომერიც მეცვა, ექვსიანიც ვყოფილვარ, თუმცა შემდეგ უფრო სწორი გადაწყვეტილებით ცენტრალურ დაცვაში გადავინაცვლე. ყველა დასახელებულ პოზიციაზე მითამაშია. თინეიჯერულ ასაკში შეტევაში აქტიურად ვთამაშობდი. ძალიან მომწონს ნახევარდაცვაში მოქმედება".
- ციტირებს "იუნაიტედის" პრეს - სამსახური ლინდელოფის სიტყვებს.


წყარო: euro-football
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 ოქტომბერი 2018 12:11
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ეს რა უნივერსალი გვიყიდია და ჩვენ არ ვიცით თუ როგორაა ეხლა ამის საქმე? )) არა იუვენტუსთან მართლა გამაკვირვა, არ მოქმედებდა ცუდად.
0
№2
ავტორი: dato123
26 ოქტომბერი 2018 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
იუვესთან თითქმის უშეცდომო იყო და დანარჩენ თამაშებში არ მომწონს მე პირადად. გამონათებების პონტი აქ ხოლმე . ცხრიანზე დავაყენოთ იქნებ ივარგოს კარგი ცხრიანი მაინც არ გვყავს და .
0
№3
ავტორი: N.Vidic
26 ოქტომბერი 2018 12:55
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
დაცვაში ხო აგვაყვავა და ეხლა წინ უნდა თამაში areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№4
ავტორი: giorgi_mg
26 ოქტომბერი 2018 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმედია ივესთან დადებულ დონეს შეინარჩუნებს, თუმცა მე იმედი არ მაქვს, ეს არის შემტევი გუნდის მცველი და ჩვენნაირი დაცვითი ფეხბურთის მოთამაშე გუნდს არც უხდება და ვერც ეგუება.
1
№5
ავტორი: David_dato
26 ოქტომბერი 2018 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვაას
1
№6
ავტორი: glory28
26 ოქტომბერი 2018 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: giorgi_mg
იმედია ივესთან დადებულ დონეს შეინარჩუნებს, თუმცა მე იმედი არ მაქვს, ეს არის შემტევი გუნდის მცველი და ჩვენნაირი დაცვითი ფეხბურთის მოთამაშე გუნდს არც უხდება და ვერც ეგუება.

გეთანხმები !!!!!

ლუკაკუს მაგივრად რომ ვათამაშოთ არაა მაგ შავ კაცზე მეტს მაინც გაიტანს
0
№7
ავტორი: ikeoni
26 ოქტომბერი 2018 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Iuventustan martla magrad itamasha
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
26 ოქტომბერი 2018 17:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ჯერ ერთი რა კამაზი გოლები გააქ არ ვიცი მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ ამ ბიჭს შეუძლია მაღალ დონეზე ასვლა,ოღონდ მხოლოდ ერთ შემთხვევაში -თუ მეწყვილე ეყოლება სტაჟიანი და გამოცდილი მცველი.ეხლა რაც შეეხება შოუს მცველობას.ცდილობს ეგ ბიწი და დასაფასებელია ეგ მომენტი მაგრამ ძალიან დიდი დირკაა ზუსტად რომ შოუს მხრიდან იმიტომ რომ წინ რო მოდის მერე უკან პოზიციურად სწორად ვერ ბრუნდება ვერ ასწრებს და რჩება დირკა
0
№9
ავტორი: GIOMU
26 ოქტომბერი 2018 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ამის 2 3 თამაში გადაბმულად კარგი კი არა საშუალოც არ მახვოს...
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
26 ოქტომბერი 2018 23:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კი ყოფილა ყველაფერი :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top