თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2018, 21:38
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1598,
კომენტარები: 9
მარცხი "იუვესთან" და გაღიმებული პოგბა
ახალი სკანდალი გზაშია.
მარცხი
ძალიან უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა "იუნაიტედი" იტალიური კლუბის წინააღმდეგ, თუმცა ეს მარცხი ძალიან დასანანი იყო და რეალურად გაირთულა საქმე გუნდმა. საკმაოდ დაბალი თამაშის ხარისხი აჩვენა გუნდმა და მოედნის ყველა კუთხეში შეამჩნევდით ძალიან გაღიზიანებულ პოგბას, რომელიც თანაგუნდელების არასწორი და გაუაზრებელი გადაწვეტილებებით იყო გაცეცხლებული.

მატჩის ბოლოს ნამდვილად არავინ იყო ბედნიერი ინგლისელთა რიგებში, თუმცა სიხარულის მიზეზი "იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარ-მცველმა, პოლ პოგბამ, მაინც გამონახა. მან საჩუქარი მიიღო მისი ყოფილი თანაგუნდელისგან - ხუან ქუადრადოსგან და ამ ფაქტის აღსანიშნავი ფოტოც გადაიღეს, ხოლო შემდგომ ინსტაგრამზეც განათავსეს.

მარცხი "იუვესთან" და გაღიმებული პოგბა

როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ამ ერთობლივ ფოტოს საკმაოდ მწვავე გამოხმაურება ჰქონდა "იუნაიტედის" ფანებისგან და კიდევ ერთი მიზეზი მიეცათ ფეხბურთელზე გასაბრაზებლად, ხოლო მედია უკვე ალაპარაკდა იმაზე, რომ პოგბასთვის სულ ერთია გუნდი წააგებს თუ არა.

რეალურად პოგბას ნამდვილი ემოცია ყველამ ვნახეთ მოედანზე, როდესაც გუნდი აგებდა და არანაირი იმედი არ ჩანდა, რომ თამაშს შემოაბრუნებდნენ. ის მთელი მონდომებით ცდილობდა რაიმე შეეცვალა და დაუღალავად ეხმარებოდა როგორც დაცვას, ასევე შეტევას და მასზე იმის დაბრალება, რომ მისთვის გუნდის მარცხი უმნიშვნელოა, უბრალოდ ბინძური, შავი პიარია და სხვა არაფერი.

წყარო: www.espn.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: N.Vidic
25 ოქტომბერი 2018 21:42
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
კომენტარების თარგმანი:
1. მარჯვენა ხელში, პოგბას ჩანთაში დევს კონტრაქტი, რომელსაც იანვარში გააფორმებს. ასევე ფოტოები, იმ პერიოდის, როდესაც ის იუვენტუსში იყო და ასევე მოგონებები.

2. რა დევს ჩანთაში, რომელიც პოგბას უჭირავს ? შემთხვევით ეს კონტრაქტი ხომ არაა?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№2
ავტორი: ikeoni
25 ოქტომბერი 2018 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ukve yvelaferze ekidebian es chemisebi
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2018 22:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა მოუგონონ აღარ იციან
0
№4
ავტორი: GIOMU
25 ოქტომბერი 2018 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ეს ჟურნალისტები ხო...
0
№5
ავტორი: David_dato
26 ოქტომბერი 2018 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ძველი გუნდელია, სურათი გადა იდა და დადო ინსტაგრამზე, რა სისულელეებს ბოდიალობენ ეს ჟურნალისტები? მოიცა რონალდუმ რო ფერგისთან გადაღებული ფოტო დადო კაი ტიპია და პოგბა არაა? გაუტრაკეს ამ კაცს საქმე რა, ნეტა პოგბასნაირად თამაშობდეს მთელი გუნდი
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
26 ოქტომბერი 2018 06:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ერთი ამ ჟურნალისტებსაც შიგ არ ქონდეთ რა.პოგბას კიდე ეგ უნდა რას აკეთებს მოედანზე აზრზე არაა და ახლა გარეთ ურიეთ ტვინი კიდე
0
№7
ავტორი: Svanchester
26 ოქტომბერი 2018 11:13
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ბინძური პრესა!!!
0
№8
ავტორი: mishiko1
26 ოქტომბერი 2018 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
უგულოდ ნამდვილად არ უთამაშია ცდილობდა მაგრამ საერთი ჯამში გუნდმა საშინლად ითამაშა.
0
№9
ავტორი: JuanMata
27 ოქტომბერი 2018 11:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძაძებში უნდა იარო, თამაშს რომ წააგებ?
რას გადაეკიდნენ ამ პოგბას.

აქვს თავისი ნაკლი ამ ფეხბურთელს, მაგრამ პატივს ვცემ იმის გამო, მწვრთნელის გაშვებაზე არ თამაშობს. ცოტა რომ გამართლებოდა იუვესთან ფრესაც გაახერხებდა გუნდი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top