თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2018, 21:20
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1426,
კომენტარები: 4
პარატიჩი დათანხმდა
იტალიელის საგა დასრულდა.
პარატიჩი დათანხმდა
როგორც იცით, კლუბში იგეგმება სპორტული და ტექნიკური მიმართულებების ჩამოყალიბება. ტექნიკური დირექტორის პოზიციას ედ ვუდვორდი დაიკავებს. ხოლო სპორტული დირექტორის პოსტზე ვინ დაინიშნება, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ პოსტზე რამოდენიმე კანდიდატი მოიაზრებოდა და მათგან ერთ-ერთი იყო ფაბიო პარატიჩი, "იუვენტუსის" ამჟამინდელი სპორტული დირექტორი.

ეს უკანასკნელი, საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და საკმაოდ კარგ დუეტსაც ქმნიდა ბეპე მაროტასთან ერთად. მათი შემოქმედებაა ის აუღებელი ციხე-სიმაგრე, რაც "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა ვიხილეთ გასულ ჩემპიონთა ლიგის ტურში, "ოლდ ტრაფორდზე". თუმცა გუშინ, "იუვენტუსის" ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე, დაიტვიტა პოსტი, სადაც ეწერა, რომ პარატიჩიმ გაახანგრძლივა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი და ის არსად არ მიდის.

შესაბამისად "იუნაიტედს" ორი ვარიანტი რჩება, "რომას" სპორტული დირექტორი - მონჩი ან ზევით ნახსენები ბეპე მაროტა, რომელიც ნამდვილად აპირებს წასვლას სეზონის ბოლოს "იუვენტუსიდან".

წყარო: www.espn.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 ოქტომბერი 2018 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Monchic magaria Ravi vnaxot aba
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2018 21:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია ამ სეზონში შეიცვალოს რამე, ნუ შეიძლება ახალი წლიდან მაგრამ ესეც ნაკლებად სავარაუდოა, შემდეგი სეზონისთვის ალბათ უკვე ეყოლება გუნდს სპორტული დირექტორი.
0
№3
ავტორი: GIOMU
25 ოქტომბერი 2018 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
იქნებ ზამთრის დროს გადმოიყვანონ ვინმე ექნება დრო ცოტა დასალაგებლად ახალი სეზონისთვის.
0
№4
ავტორი: mishiko1
26 ოქტომბერი 2018 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
მაროტა მოიყვანონ თავის საქმეში პროფესორია და ტრანსფერებიც ადვილად გაიჩარხება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top