თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2018, 11:08
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1278,
კომენტარები: 5
"იუნაიტედის" სასჯელი
ისევ ფინანსური ჯარიმა.
როგორც ყველამ ვნახეთ, "იუნაიტედი" - "იუვენტუსის" მატჩის მიმდინარეობისას, პირველ ნახევარში, მოედანზე შეიჭრა გულშემატკივარი და რონალდოსთან მიირბინა. ასევე იყვნენ დამრღვევები, რომლებმაც მატჩის ბოლოს რონალდოსთან მიირბინეს და სელფის გადაღება მოინდომეს, ხოლო პორტუგალიელს ამაზე უარი არ უთქვამს.

ეს ყველაფერი ნამდვილად კარგად გამოიყურება, თუმცა უეფა სანქციებს ამზადებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, "იუნაიტედი" ისევ ფინანსურად დაჯარიმდება, მოედნის საზღვრების უკანონოდ დარღვევის და მატჩის დროებით შეჩერების გამო. ასევე გუნდმა ისევ დაიგვიანა მატჩზე, 2 წუთითა და 30 წამით. ამ ყველაფრისთვის სადამსჯელო ზომები ჯერ არ მიუღია უეფას, ხოლო "იუნაიტედის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა შემდეგი განცხადება გააკეთა:"დიახ ჩვენ უნდა დავისაჯოთ უყურადღებობის გამო, თუმცა ჩვენ და მანჩესტერის პოლიცია ვეცდებით გავაუმჯობესოთ დაცვის საშუალებები და სკაუტების კონტინგენტიც გავზარდოთ მოედნის გარშემო."

ეს იქნება მესამე სადამსჯელო ღონისძიება "იუნაიტედისა" და გუნდში მომუშავე ადამიანებისთვის ამ თვეში. პირველი ეს იყო "ვალენსიასთან" დაგვიანების გამო, მეორედ პირადად მოურინიო დაჯარიმდა "ნიუქასლთან" ბილწსიტყვაობის გამო და ბოლოს დამრღვევები მოედანზე. ყველა ასპექტში ცუდი მდგომარეობაა გუნდში, თუმცა არავინ იცის რა გამოასწორებს ამ ყველაფერს.

წყარო: www.skysports.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: mishiko1
25 ოქტომბერი 2018 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ესღა გვაკლდა.
0
№2
ავტორი: ikeoni
25 ოქტომბერი 2018 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Dzalian mogvedzala es jarimebi da sasjelebi
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2018 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოედანზე შევარდნისგან არავინ არაა დაზღვეული მარა ეს დაგვიანება რა დაამუღამეს wink
0
№4
ავტორი: sandroo
25 ოქტომბერი 2018 14:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ბოლო წინადადება რა პესიმისტურია :DDD
0
№5
ავტორი: gaga1987
25 ოქტომბერი 2018 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დაგვიანებით მოწინააღმდეგეზე პროვოცირებენ :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDტეხავენ და ანგრევენ :DDDDDDDDDDDDDDD
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top