თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2018, 17:02
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1230,
კომენტარები: 5
ფეხბურთელთა შეფასებები
მატჩის ხარისხი რიცხვებში.
ფეხბურთელთა შეფასებები
საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა "იუნაიტედი" გუშინდელ მატჩში. წინამდებარე სტატიაში გთავაზობთ ფეხბურთელთა ინდივიდუალურ შეფასებებს.

დეივიდ დე ხეა - 7
საკმაოდ კარგი ბურთები აუღო რონალდოს, ქუადრადოს და დიბალას. გაშვებული გოლიც მცველების შეცდომას მოჰყვა.

ეშლი იანგი - 7
ძალიან გაუჭირდა რონალდოს წინააღმდეგ, თუმცა მეორე ნახევარში მთლიანად მისი ფლანგიდან ხორციელდებოდა შეტევები და იანგიც საკმაოდ აგრესიულად უტევდა.

კრის სმოლინგი - 5
ძალიან სუსტი მატჩი ჩაატარა ინგლისელმა და გაშვებული გოლიც მის შეცდომას მოჰყვა.

ვიქტორ ლინდელოფი - 7
გადმოსვლის შემდეგ ყველაზე კარგი გამოსვლა ჰქონდა შვედს.

ლუკ შოუ - 5
სუსტი შეტევაში და სუსტი დაცვაში. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა გუშინ.

ნემანია მატიჩი - 5
სერბი ართმევაზე ძალიან კარგი იყო, თუმცა საშინელი შეტევაში.

პოლ პოგბა - 6
ცდილობდა ფრანგი შეტევების წამოწყებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

ხუან მატა - 4
არაფერი კრეატიული და გააზრებული, ესპანელი ნახევარ-მცველისგან.

რაშფორდი/მარსიალი - 4
სრულიად მსგავსად გამოყურებოდნენ ეს ახალგაზრდები, საშინლად.

რომელუ ლუკაკუ - 2
ალბათ ვერავინ შეამჩნიეთ, თუმცა ბელგიელი ფორვარდიც მოედანზე იყო. ასე რომ, "იუნაიტედი" 10 ფეხბურთელით ასპარეზობდა.

წყარო: www.manchestereveningnews.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 ოქტომბერი 2018 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Lindelofi da dexea iyo gamosarchevi
0
№2
ავტორი: kobinio
24 ოქტომბერი 2018 18:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ცდად ღირს მემგონიბერთი თამაში ლუკაკუ დასვას სკამზე და მარსიალი რეშფორდი დააყენოს შესაბამისად.
0
№3
ავტორი: stepno
24 ოქტომბერი 2018 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლინდელოფმა ჩემდა გასაკვირად კარგად ითამაშა :)
0
№4
ავტორი: mishiko1
25 ოქტომბერი 2018 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ამას თამაში არ ერქვა, ეს სირცხვილი იყო. წაგებასაც გააჩნია მესამე ლიგის გუნდივით ითამაშეს.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2018 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლინდელოფი საუკეთესო იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top