რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა, დაბრუნდა ამჯერად იტალიური "იუვენტუსის" მაისურით. კრიშტიანუსთვის სერ ალექს ფერგიუსონი და "მანჩესტერ იუნაიტედი" რამდენსაც ნიშნავს ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
რონიმ ინგლისი ფერგიუსონთან გადაღებული ფოტოს გარეშე რა თქმა უნდა არ დატოვა და ვერც დატოვებდა იმ ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა სერ ალექსმა თავზე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, ყველაფერი კი კარგად და წარმატებით დასრულდა, ფერგი უძღებ შვილმა კდევ ერთხელ მოინახულა.
მოგვიანებით რონალდუმ ფოტო საკუთარ ინსტაგრამ - გვერდზე ატვირთა და შესანნიშნავი დასათაურებაც გაუკეთა: "დიდი მწვრთნელი და რაც მთავარია შესანიშნავი კაცი. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სასიამოვნოა თქვენი ხილვა კარგ ფორმაში ბოსს!".