არახალია, რომ კრიშტიანუ რონალდუ სუპერვარსკვლავად "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩამოაყალიბა. დღეს ის ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელია. არახალია ისიც, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს ის ძალიან უყვართ.
გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ ეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა, როდესაც გასახდელისკენ მიმავალ რონალდუს, გულშემატკივრებმა ხმამაღლა ომახიანად უმღერეს ტრიბუნებიდან - "Viva Ronaldo".
მატჩის დასაწყისამდე კრიშტიანუმაც განაცხადა, რომ მისთვის "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთხელ თამაში დიდ ემოციებთან იქნება დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ რონის დებიუტი ინგლისურ გიგანტში 2003 წელს შედგა, ის კლუბში 2009 წლამდ ირიცხებოდა სადაც პირველი ოქროს ბურთი და უამრავი ტიტული მოიგო. პირად აქტივს რაც შეეხება ჩატარებულ 292 მატჩში 118 გოლის გატანა შეძლო.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.