ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური, წარუმატებელი აღმოჩნდა ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედისათვის". "წითლებმა" შინ, მასიმლიანო ალეგრის "იუვენტუსს" უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით დათმეს შეხვედრა.
მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კენჭისყრის დასრულებისთანავე იცოდნენ, ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვინ იბრძოლებდა, ხოლო მეორე ადგილსთვის ვინ.
"იმის მიხედვით თუ როგორ დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ ალექსის სანჩესისა და მარუან ფელანის ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო. ორი დღის უკან ურთულესი მატჩი გვქონდა "ჩელსის" წინააღმდეგ.
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დასრულებისთანავე ვიცოდით, რომ ამ ჯგუფში "ვალენსიასთან" მეორე ადგილისთვის უნა გვებრძოლა. რაც შეეხება ჩემ პასუხს "იუვენტუსის" გულშემატკივრების მიმართ, ეს აშკარა პასუხი იყო. მათ მე არ ვუყვარვარ. მათთვის ძალიან რთული იყო ჩვენი მოპოვებული ტრებლი". - ციტირებს - Football-Italia - ჟოზეს სიტყვებს.