ფეხბურთის გულშემატკივრებითვის, დღეს ნამდვილი საფეხბურთო ზეიმია. ჩემპიონთა ლიგა მესამე ტურით ბრუნდება, სხვა საინტერესო შეხვედრებთან ერთად დღის მიწურულს "ოლდ ტრაფორდზე" დღის ცენტრალური მატჩი გაიმართება.
რონალდუ სახლში ბრუნდება, ხოლო "იუნაიტედი" სამი ქულის აღებას და ჯგუფში გალიდერებას ეცდება.
უსიამოვნო დღე ელის, "მანჩესტერ იუნაიტედის" 29 - წლის შემტევს ალექსის სანჩესს. რომელიც "ბებერ ქალბატონთან" შეხვედრას გამოტოვებს.
ცნობილია, რომ ალექსისს ტრავმა არ აწუხებს, თუმცა ამ ყველაფერს ენტონი მარსიალის ათამაშება და "ჩელსისთან" დუბლი მოჰყვა, სავარაუდოდ სწორედ მარსალი დაიკავებს ძირითადში ადგილს, ეს ყველაფერი კი სრულიად დამსახურებულად.
სანჩესის შესახებ, პრეს კონფერენციაზე "წითელი ეშამაკების" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა. პრესამ ასევე დაწერა იმის შესახებაც, რომ ჩილელმა "წითლების" სავარჯიშო სესია გამოტოვა.