თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2013, 00:26
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1842,
კომენტარები: 10
სერ ალექსი: ჩვენ შეგვიძლია ევროპის დაპყრობა
სერ ალექსმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ "ჩემპიონთა ლიგის" მოგება, თუ ისინი მოახერხებენ "რეალ მადრიდის" ბარიერის დაძლევას.
სერ ალექსი: ჩვენ შეგვიძლია ევროპის დაპყრობა
ინგლისის ლიგის გათამაშების ლიდერები ემზადებიან ოთხშაბათს ესპანეთის ჩემპიონების წინააღმდეგ სათამაშოდ, მას შემდეგ რაც წარმატებით გაიარეს ჯგუფური ეტაპი და ჩაატარეს რამდენიმე შესანიშნავი მატჩი შობის პერიოდში. სერ ალექსის ბიჭებმა უკვე დაამტკიცეს თავიანთი სიძლიერე ჯგუფურ ეტაპზე, ასევე 12 ქულით უსწრებენ "მანჩესტერ სიტის" და FA თასის მერვედფინალურ ეტაპზე იმყოფებიან.

"ჩვენ გუნდს შეუძლია "ჩემპიონთა ლიგის" მოგება" - განაცხადა სერ ალექსმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მადრიდში.

"ეს არის გუნდი უდიდესი სულისკვეთებით. ხალხი ხშირად იძახის, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერები, როგორიც ძველი "იუნაიტედის" გუნდები, მაგრამ ჩვენ ხშირად ბუნდოვან შთაბეჭდილებებს განვიცდით ძველ დროზე, ასე ვარ მეც."

"სინამდვილეა ის, რომ ჩვენმა გუნდმა არასდროს იცის როდის წააგებს, ეს მაღალ ხარისხზე მიუთითებს."

"ჩვენ ხვალ რთული ტესტი გველის და ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ის, თუ ვაპირებთ თასის მოგებას."


"იუნაიტედის" ბოსი კმყოფილია არა მარტო გუნდის ფორმით, არამედ გუნდის ფიზიკური მომზადებით, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთში არ გაემგზავრა პოლ სქოუზია.

"ვფიქრობ ეხლა "რეალ მადრიდთან" სათამაშოდ ყველაზე შესაფერისი დროა." განაცხადა სერ ალექსმა. "ჩვენ ჩვენს ლიგაში პირველ ადგილზე ვიმყოფებით და ყველა ჯანმრთელია. როცა სეზონის ეს პერიოდი დგება, ყოველთვის არის 2-3 ტრამვირებული ფეხბურთელი. ჩვენ მდგომარეობა ასე არ გვაქვს, რაც რა თქმა უნდა დიდი ბონუსია."

"ჩვენ მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის. "ჩემპიონთა ლიგის" დაწყებიდან, ყოველ წელს ჩვენ მსოფლიოს უდიდეს გუნდებს ვეთამაშებით."

"როცა წლების წინ მწვრთნელად მუშაობა დავიწყე, ვოცნებობდი საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ მეთამაშა მწვრთნელის რანგში და ამის შესაძლებობა "ჩემპიონთა ლიგაზე" რეგულარულად მეძლევა."

"დიდ გუნდებთან თამაშს ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამას ხვალ იხილავთ. მე პირობას გაძლევთ საბოლოო ანგარიში 0-0 არ იქნება. ამ მატჩს შეუძლია გადააჭარბოს ყველანაირ მოლოდინს. ისტორია ყოველთვიის დიდ როლს თამაშობს ასეთი ტიპის თამაშებში, ისევე როგორც თავად ამ გუნდების წინსვლის სურვილი"

"უბრალოდ სირცხვილია, რომ ჩვენ მათ ასე ნაადრევად ვხვდებით. მე ვისურვებდი ეს თამაში "უემბლიზე" ფინალში გამართულიყო."
-დაასრულა შოტლანდიელმა

წყარო: www.ManUtd.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: buka oboladze
13 თებერვალი 2013 00:31
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ

მეც ფინალი მინდოდა ბაბუ, მაგრამ რას ვიზამთ, რამნიშვნელობა აქვს როდის გადავუვლით ამ ესპანელ ფორმიდან ამოვარდნილ სასქესო ორგანოებს მიდით ბიჭებო!!! გლორი მანუნაიტედ !!!
0
№2
ავტორი: Amanda Seyfried
13 თებერვალი 2013 00:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
დავიპყრობთ კიდეც
0
№3
ავტორი: VaRdo
13 თებერვალი 2013 01:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფერგი გაგვახარე რა გთხოვ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Luka Gelashvili
13 თებერვალი 2013 07:56
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
VaRdo,
ძაან გთხოვ ბაბუ :D :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: ლადო
13 თებერვალი 2013 08:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
TrueDeviL ,
ძაან ძაან )) :D ))
0
№6
ავტორი: Gimilis bichi
13 თებერვალი 2013 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
რეალს რო გავცდეთ და მერე წავაგოთ უბრალოდ სირცხვილია :) gun2
0
№7
ავტორი: GeorgeBest
13 თებერვალი 2013 12:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს ევროპას დავიპყრობთ!

წელს ევროპას დავიპყრობთ!
0
№8
ავტორი: I L C
13 თებერვალი 2013 14:12
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აუ ეს რო ფინალი იყოსსსსს derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: UTD-Rule
13 თებერვალი 2013 15:05
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნამდვილად!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: m-an-united
13 თებერვალი 2013 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
babu <3 aucileblaaaad!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top