თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2018, 21:00
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1613,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" მილენკოვიჩს შეიძენს
სერბი ფეხბურთელი ინგლისში ითამაშებს.
გავლენიანი გამოცემა The Sun იტყობინება, რომ "იუნაიტედმა" და "ფიორენტინამ" წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს და სერბი, ახალგაზრდა მცველი ინგლისში გადაბარგდება ამ ზამთარში. თუმცა კიდევ არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გასარკვევი - თანხა.

მხარეები ვერ ჩამოყალიბდნენ რამდენი ღირს ნიკოლა მილენკოვიჩი. იტალიური მხარე ასახელებს 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს, ხოლო პირადად მოურინიოსთვის ამდენი არ ღირს 21 წლის მცველი და მასშვი 30 მილიონის გადახდა აპირებს.

ეს ყველაფერი ჯერ ჭორებიან, თუმცა უკვე ძალიან აქტიურად იწერება ამ ფეხბურთელზე ჭორები და, როგორც, ყველა წინა შემთხვევაში ეს ჭორები მხოლოდ მოგონილი ვერ იქნება. თუმცა ჯერ ზამთრამდე ადრეა და უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

წყარო: www.skysports.com
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
22 ოქტომბერი 2018 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
gushin uyure fiores tamashs da dzalian bevri shecdoma daushva.tan marjvena mcvelad tamashobda.me armomecona dzalian amis tamashi da ravici.erti gamocdili da shemdgari mcveli gvchirdeba.lideri dacvis.
0
№2
ავტორი: ikeoni
22 ოქტომბერი 2018 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: gaga1987
gushin uyure fiores tamashs da dzalian bevri shecdoma daushva.tan marjvena mcvelad tamashobda.me armomecona dzalian amis tamashi da ravici.erti gamocdili da shemdgari mcveli gvchirdeba.lideri dacvis.

Xoda imedia choria Es ambavi
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 ოქტომბერი 2018 21:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყიდულობს ერთია მარა რამდენად ადგება მეორე. იყიდა ბაიი და ლინდელოფი და თვითონვე აღარ მოწონს, გაისვრის 40-50 მილიონს და ესეც არ გამოადგება (სიტყვაზე ვამბობ). იყიდდა სიტყვაზე მაგუაიერს ან ალდერვეირელდს და რა? ცხრილის სათავეში ვიქნებოდით?! მიდი და გაამტყუნე ხელმძღვანელობა, სწორი ტრანსფერი ვერ გაკეთდა და კი ერიდებიან მერე ფულის ხარჯვას ეგენიც.
1
№4
ავტორი: mishiko1
23 ოქტომბერი 2018 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ალდერვეილერდი და კულიბალი გვჭირდება. ამათი შეძენით მანჩესტერი დაცვის პრობლემას მოაგვარებდა, ერთი კარგი პასის მიმცემი ნახევარმცველიც გვჭირდება რომელიც შეტევებს უხელმძღვანელებს. მაგალითად ხამესი, კროოსი ან ისკო.
0
№5
ავტორი: Manutd.ge
23 ოქტომბერი 2018 03:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
აი ამაზე მეტი ყ.ლ.ე ვერ ნახეს ვინმე?
0
№6
ავტორი: JuanMata
23 ოქტომბერი 2018 10:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რავი, მაქსიმუმ მოვიყვანოთ მცველი კარგი პასით, ბურთს შორს რომ დაარტყამს ცოტა მიმართულება მისცეს.

დაცვაში პრობლემები მაინც დარჩება, იმიტომ რომ ტაქტიკური პრობლემები გვაქვს. ზონურად იცავენ თავს თუ ინდივიდუალური მეურვეობით, ეგეც ვერ გაურკვევიათ.

ის რომ ლინდელოფმა და პოგბამ ვერ გაიყვეს ხალხი, ის რომ ლუკაკუ იქვე ბოძივით დგას და არავის იყვანს და რას აკეთებს იქ თვითონაც არ იცის, ეს არაა ინდივიდუალური შეცდომა, ესაა დაცვითი ტაქტიკის შეცდომა.

ესეც მორიგი ლინდელოფია, რომელიც გაურკვეველ ტაქტიკაში ისევე დებილივით იდგება და ვერ მიხვდება რა უნდა გააკეთოს, ვინ აიყვანოს და ვინ დააზღვიოს.

ბურთის ამოტანას რაც შეეხება იგივეს ვიტყვი, ესეც მწვრთნელის საქმეა. კი ბატონო შეიძლება მოვიყვანოთ მცველი კარგი პასით და ბურთთან ნორმალურო მოპყრობით, მაგრამ თუ არავინ გაეხსნა, ისიც ისევე უაზროდ მოიგერიებს ბურთს. ნუ ან დაკარგავს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top