როგორც იცით, "იუნაიტედს" შემდეგი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "იუვენტუსის" წინააღმდეგ აქვს. "ბებერი ქალბატონი" უდაოდ ფავორიტია, როგორც ამ ჯგუფის მოგების, ასევე მთლიანად ტურნირის და ამის გათვალისწინებით, საკმაოთ რთული მატჩი ელის "იუნაიტედს" და ასევე გასათვალისწინებელია რონალდოს ფაქტორიც.
დიახ, რონალდო ძალიან ძლიერი შემსრულებელია, თუმცა მას მოურინიოს წინააღმდეგ საკმაოდ ცუდი სტატისტიკა აქვს, შეიძლება ითქვას, ყველაზე ცუდიც კი მწვრთნელებს შორის ვის წინააღმდეგაც უთამაშია. ხუთი ოქროს ბურთის მფლობელ პორტუგალიელს 14 მატჩში, მხოლოდ 1 გოლი აქვს მოურინიოს გუნდების წინააღმდეგ გატანილი, რაც ნამდვილად ცუდი სტატისტიკაა მსგავსი მაღალი დონის ფეხბურთელისთვის.
თუმცა ყურადღებამისაქცევი ფაქტორი ამ დაპირისპირებაში გახლავთ ის, რომ მოურინიო და რონალდო საკმაოდ იშვიათად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ბოლოს ეს 2017 წლის სუპერ თასზე მოხდა. ბოლო გოლი, რომელიც რონალდომ მოურინიოს გუნდს შეუგდო იყო, 2009 წელს "იუნაიტედი" - "ინტერი".
წყარო: www.goal.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.