თბილისი:
მანჩესტერი:
22-10-2018, 12:50
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1598,
კომენტარები: 8
ვიდა იუბილარია
ექს - "იუნაიტედელის" დაბადების დღე.
ვიდა იუბილარია
21 ოქტომბერს, "იუნაიტედის" გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის დაბადების დღეა - ნემანია ვიდიჩი. ეს იყო ფეხბურთელი, რომელიც მისი მოქმედებებითა და განცხადებებით, იყო ნათელი მაგალითი, თავდადების, ერთიანობის, ერთგულების და ბოლომდე ბრძოლის.

მისი დებიუტი გუნდში 2005/2006 წლების სეზონში შედგა, მაშინ, როდესაც გუნდის დაცვის ხაზს მიკაელ სივესტრი, გარი ნევილი, ფერდინანდი და ჯონ ო'ში ავსებდნენ. "მოსკოვის სპარტაკიდან" დამატებული 26 წლის ცენტრალური მცველი, ნამდვილად იმედისმომცემად გამოიყურებოდა, თუმცა სერ ალექსი მაინც ვერ ბედავდა მასზე სრულად დაყრდნობას. ნემანიამ საწყის სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. ფერგიუსონის სიმპათიები მისკენ, მისი სიმაღლისა(190სმ) და თავით კარგად თამაშის გამო გადაიხარა, მსგავსად რიო ფერდინანდისა.

ვიდა იუბილარია

შემდგომ სეზონში მის მიმართ ნდობა გაიზარდა და 2006/2007 წლების სეზონში მან 25 შეხდევრა ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით და 3 გოლის გატანაც შეძლო. მებრძოლი სერბი, ნელ-ნელა ხდებოდა დაცვის მთავარი ძალა და საყრენი წერტილი დაცვის ხაზისა, რაც სერ ალექსს არ გამოჰპარვია. ასე, რომ მის მიმართ ნდობა გამყარდა, თუმცა ეს ახალგაზრდა, ჯერ მზად არ იყო სრული სეზონის ჩასატარებლად.

ვიდა იუბილარია

2007/2008 წლის სეზონი, უდაოდ გამორჩეულია, როგორც ვიდიჩისთვის, ასევე ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივრისთვის. 21 მაისი, წვიმიანი საღამო, მოსკოვი და პენალტების სერიამდე მისული "იუნაიტედი" - "ჩელსის" მატჩი. საკმაოდ დაძაბული 120 წუთის შემდეგ, ბურთთან "ჩელსის" ფორვარდი ნიკოლა ანელკა მივიდა, დარტყმა კარის მარჯვენა კუთხისკენ და ვან დერ საარის მედიდური გამოხედვა მოგერიებული ბურთის შემდეგ, ფრანგი ფორვარდის მიმართულებით. "იუნაიტედი" ევროპუს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ამ მატჩში, გაშვებული გოლის მიუხედავად, ნემანია ვიდიჩმა და რიო ფერდინანდმა უძლიერესი დაცვის დუეტი შექმნეს. ამ სეზონში ვიდიჩმა 32 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით, რაც სრულ ნდობას ნიშნავდა სერბის მიმართ.

ვიდა იუბილარია

შემდეგ წელს ვიდიჩმა 34 მატჩი ჩაატარა და ამ სეზონშივე ის უკვე ჩამოყალიბებული იყო გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. მან მოახერხა 4-ჯერ აეღო მეტოქის კარი და ეს სეზონი ვიდიჩისთვის იმით იყო გამორჩეული, რომ ის პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამავე წელს გახდა ფერგიუსონიც სეზონის საუკეთესო მწვრთნელი და გუნდმა პრემიერ ლიგის მოგებაც შეძლო. თუმცა ეს ზღაპარი "სტადიო ოლიმპიკოზე" დამთავრდა, როდესაც "ბარსელონასთან" დამარცხდა გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ანგარიშით 2-0.

ვიდა იუბილარია

ალბათ ყველამ ვიცით ფერგიუსონის გენიალური ფრაზა, რომ მატჩებს იგებს შეტევა და ტიტულებს დაცვა და სწორედ ამ ფრაზის უდაო ეტალონია ნემანია ვიდიჩი და, რა თქმა უნდა, მისი მეწყვილე რიო ფერდინანდი. ფერგიუსონი მის დაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ სერბეთში მიმდინარე სამხედრო კონლიქტის პერიოდში, მასთან მივიდა ვიდიჩი და სთხოვა, რომ საბრძოლველად გაეშვა მის მშობლიურ ქვეყანაში, რაზეც საპასუხოდ განცვიფრებული მწვრთნელის სახე მიიღო და მტკიცე უარი.

ვიდა იუბილარია

როგორც დასაწყისში ვთქვით, ალბათ, ლოგიკური იქნება ამითვე დავამთავროთ. ნემანია ვიდიჩი იყო ცენტრალური მცველობის ეტალონი, ის უდაოდ იმ "იუნაიტედის" ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც მთელს ევროპას შიშის ზარს სცემდა. მიმდინარე სტატიას მისი სიტყვებით დავასრულებ, რომელიც მის უზადო პროფესიონალიზმზე მეტყველებს:"შენი გატეხილი ცხვირი ოდესღაც გამთელდება, თუმცა თუ შენ უფლებას მისცემ გოლი გაგიტანონ, შენს სიამაყეს ვერაფერი აღადგენს."

ვიდა იუბილარია
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 ოქტომბერი 2018 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მართლა საოცარი მოთამაშე იყო ❤️
0
№2
ავტორი: Gamkrelidze
22 ოქტომბერი 2018 13:29
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ვიდას და რიოს დაცვის ცენტრი უდავოდ ერთერთი საუკეთესო დუეტი იყო პრემიერ ლიგის ისტორიაში თუ საუკეთესო არა :))
1
№3
ავტორი: glory28
22 ოქტომბერი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: Gamkrelidze
ვიდას და რიოს დაცვის ცენტრი უდავოდ ერთერთი საუკეთესო დუეტი იყო პრემიერ ლიგის ისტორიაში თუ საუკეთესო არა :))

საოცრება იყო ნეტე ეხლა მოგვცა ვიდა და რიო ახალგაზრდაა
0
№4
ავტორი: Gamkrelidze
22 ოქტომბერი 2018 18:13
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: glory28
ციტატა: Gamkrelidze
ვიდას და რიოს დაცვის ცენტრი უდავოდ ერთერთი საუკეთესო დუეტი იყო პრემიერ ლიგის ისტორიაში თუ საუკეთესო არა :))

საოცრება იყო ნეტე ეხლა მოგვცა ვიდა და რიო ახალგაზრდაა

ამ ასაკშიც რო მოგვცა მემგონი ამჟამანდელ დაცვის ცენტრს მაინც აჯობებს :დ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
22 ოქტომბერი 2018 21:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მებრძოლი სერბი love
0
№6
ავტორი: Manutd.ge
23 ოქტომბერი 2018 03:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
აუ როგორ მევასება ეს ჩ.ა.თ.ლ.ა.ხი ეს რიო და სკოულზი გამორჩეულად მიყვარდა
0
№7
ავტორი: GIOMU
23 ოქტომბერი 2018 04:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
და ახლა ამის თამაშის ფონზე ლინდელოფი და სმოლინგი...
0
№8
ავტორი: GGMU69
23 ოქტომბერი 2018 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
ყველაზე მებრძოლი და თსლ ფეხბურთელი :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top