როგორც იცით, კლუბის მფლობელობის ახალი მსურველი გამოჩნდა და ეს არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრინცი - მოჰამედ ბინ სალმანია. გავრცელებული ინფორმაციით ის გლეიზერებს სთავაზობს 4 მილიარდ ფუნტ-სტერლინგს კლუბის სანაცვლოდ და გაახმაურა, რომ საკმაო ფულის დახარჯვასაც აპირებს კლუბში და მისი ინტერესი მხოლოდ, როგორც საფეხბურთო კლუბის განვითარებაა და არა როგორც ბრენდის.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუბაიში გამართულ კონფერენციას დაესწრო ავრამ გლეიზერი. კონფერენცია შეეხებოდა მოკლული საუდის არაბეთის მოქალაქე ჟურნალისტის - ჯამალ კჰაშოგის. როგორც ვიცი, ამ კონფერენციაზე ერთმანეთს შეხვდნენ გლეიზერი და პრინცი მოჰამედი. რაზე ისაუბრეს ალბათ ყველა ვხვდებით, თუმცა როგორ დამთავრდა ეს საუბარი, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით.
რამოდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" არ იყიდებოდა და გავრცელებული აზრები, რომ არაბული მხარის შემოთავაზებას ძმები დათანხმდნენ, ტყუილი იყო. თუმცა შემოთავაზებული თანხა, ლამის მილიარდით აღემატება კლუბის რეალურ ღირებულებას და ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ გარიგებაში.