თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2018, 16:28
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1733,
კომენტარები: 4
მოურინიოს ეფექტი
უყვართ თუ არა მოურინიო ლონდონში?
მოურინიოს ეფექტი
გუშინდელი მატჩი ყველანაირად საინტერესო იყო, როგორც სანახაობით მოედანზე, ასევე მის მიღმა. მოედანს მიღმა კი, მთავარი პერსონა, რა თქმა უნდა, მოურინიო იყო. ისმოდა სალანძღავი შეძახილები პორტუგალიელის მიმართ, რაც მოურინიომ უპასუხოდ არ დატოვა, არც მოედანზე და არც მატჩის შემდგომ ინტერვიუში. ეს სიტუაცია განიხილა ორი გავლენიანი გამოცემის რედაქტორმა - Daily Telegraph-ის სემ ვოლასმა და New York Times-ის რორი სმიტმა.

სემ ვოლანი:
"მოურინიოს მსგავსი რთული ურთიერთობის მიზეზი "ჩელსისთან" გახლავთ ის, რომ ის ამ კლუბის ისტორიაში, საუკეთესო მწვრთნელია და როდესაც კლუბის ისტორიაზე მიდის საუბარი, ის საკვანძო ფიგურაა. მაგრამ მათ, საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვთ. 20 წლის შემდეგ ეს ყველაფერი უდაოდ ჩაწყნარებული იქნება და ყველაფერს დაივიწყებს გულშემატკივარი, ამას თაობათა ცვლა ჰქვია. გულშემატკივარი, რომელიც 20 წლის შემდეგ იჯდება "სტემფორ ბრიჯზე" არ იქნება განაწყენებული პორტუგალიელზე. თუმცა ვერავინ და ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ მოურინიოა ის ადამიანი, რომელმაც "ჩელსის" ასრესებობის ისტორიაში მეორე ტიტული მოაგებინა 100 წლის იუბელეზე. თუმცა არ მომენტში ეს მდგომარეობა, არავისთვის არაა სასიამოვნო. დანამდვილებით, რაც შემიძლია ვთქვა, მოურინიოს ნაჩვენებ სამ თითში გულისტკენა იგრძნობოდა და ამას ლონდონელი გულშემატკივარდი ვერ ხედავს."

რორი სმიტი:
"დიახ 20 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ჩაწყნარდება, თუმცა დღევანდელი სურათი უდაოდ "ჩელსის" გულშემატკივრების არარესპექტაბელურ საქციელზე მიგვანიშნებს, რაც მოურინიოს არ დაუმსახურებია. სწორედ ეს არის რომანტიულობა ფეხბურთში, რომ ხედავდე წარსულში შენს განუყოფელ ნაწილს, დღეს შენს წინააღმდეგ. თუ ეს პირველად ხდება, საწყისი 15-20 წუთი წყვეტს გულშემატკივრებისთვის ყველაფერს, შენ ისევ გაქვს მის გულში ადგილი თუ არა. ეს ყველაფერი კი შენს ქმედებაზეა დამოკიდებული პირველ მატჩში მათ წინააღმდეგ. ორი ვარიანტია, ან მოურინიო შეცდა მის პირველ მატჩში "ჩელსის" წინააღმდეგ ან ამ უკანასკნელის გულშემატკივრები არიან პათოლოგიურად ეჭვიანები. გულახდილად, რომ ვთქვა, მე ვფიქრობ, გულშემატკივრები არასოდეს აცნობიერებენ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს რა შედეგები მოყვება. მათი ორიენტირი ძალისმიერი ბრძოლაა "მოღალატეების" მიმართ. მაგრამ გიჟი თუ იტყვის, რომ მოურინიო რაიმე სახის ვალშია მათთან, პირიქით, პორტუგალიელმა "ბავშვი" გაზარდა და ასწავლა, როგორ გამხდარიყო დიდი ადამიანი."

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 ოქტომბერი 2018 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11614
Magati daunaxavi Deda's ******ii
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 ოქტომბერი 2018 23:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვერ გაამტყუნებ კოზეს, მეტი პატივისცემა უნდა გამოეხატა ჩელსის გულშემატკივარს
0
№3
ავტორი: JuanMata
22 ოქტომბერი 2018 13:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჩელსის გულშემატკივრები სტრანნი ხალხია, არ შეიძლება არ დაუფასო ამ კაცს, რაც ჩელსიში გააკეთა.

ასეთ რამეს არც მანჩესტერის და არც ლივერპულის გულშემატკივარი არ იზამდა.
მახსოვს ვან პერსიმ გოლი რომ გაგვიტანა ფენერბახჩესთან (თუ სწორად მახსოვს) თამაშში, მანჩესტერის გულშემატკივარი უკრავდა ტაშს. ან თუნდაც რონალდოა როგორ ხვდებიან ხოლმე ოლდ ტრაფორდზე.

მანჩესტერიდან რომ წავა ჟოზე და მერე შეგვხვდება სხვა გუნდით, დარწმუნებული ვარ მანჩესტერის გულშემატკივარი პატივისცემით დახვდება.
0
№4
ავტორი: GIOMU
23 ოქტომბერი 2018 03:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
სიტიც მასეა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top