თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2018, 14:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1812,
კომენტარები: 6
მარსიალი: "ჩემსა და მოურინიოს შორის სიმშვიდეა"
ენტონი საკუთარ მენტორზე საუბრობს.
მარსიალი:
პრესის ფურცლების ხშირი სტუმარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალიც ხშირად გახლავთ. ჟურნალისტები მასზე ხშირად წერენ, რომ ფრანგს ჟოზე მოურინიოსთან უთანხმოება აქვს და რომ მას გუნდიდან წასვლა სურს არასაკმარისი სათამაშო დროის გამო.

ამ ყველაფრის შესახებ ენტონიმ თავად ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ჭორის დონეა და მეტი არაფერი. მარსიალის თქმით, მოურინიოსა და მასს შორის სრული სიმშვიდეა და არავითარი დაძაბულობა არ არსებობს.

"ჩემსა და მოურინიოს შორის არავითარი დაძაბულობა არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, ისეთი როგორიც უნდა ჰქონდეთ მწვრთნელსა და ფეხბურთელს, ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც გაგრძელდბა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ცუდი შედეგები აქვს, ჩვენ ვმუშაობთ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად, ვმუშაობთ, რომ ვაჩვენოთ ხალხს - ჩვენ კარგი გუნდი ვართ. სამშაბათს "იუვენტუსს" დავუპირისპირდებით, ვეცდებით ჩავატაროთ კიდევ ერთი კარგი მატჩი.

რაც შეეხება "ჩელსისთან" მატჩს - იმედგაცრუებული ვარ. მოგება დავიმსახურეთ. შეხვედრის მიწურულს გავუშვით გოლი, ეს კი ძვირად დაგვიჯდა".
- ციტირებს მარსიალის სიტყვებს ESPN.



წყარო: euro-football
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
21 ოქტომბერი 2018 14:41
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ძირითადის კაცი - კლასნი კაცი derpthumb
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
21 ოქტომბერი 2018 16:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ეს ცხრიანზე და ლუკაკუ მარჯვნივ რეში მარცხნივ უკან სანჩესი პოგბა პერეირა

ეს იქნება ყველაზე სწრაფი შეტევის საშუალება
2
№3
ავტორი: kobinio
21 ოქტომბერი 2018 21:02
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
ეს ცხრიანზე და ლუკაკუ მარჯვნივ რეში მარცხნივ უკან სანჩესი პოგბა პერეირა

ეს იქნება ყველაზე სწრაფი შეტევის საშუალება

დახატავდა ამ გუნდს ეგ განლაგება
1
№4
ავტორი: ikeoni
21 ოქტომბერი 2018 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Es pogbas interviua tu marsosi imenac Ese ar tqvaa:)))Mtavaria dalagda yvelaferi ❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
21 ოქტომბერი 2018 23:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე იცინოდა გაყვანისას :))
0
№6
ავტორი: GIOMU
23 ოქტომბერი 2018 03:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
თამაშის ხარისხმა იმატა ურთიერთობებიც ლაგდება, კარგია მოკლედ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top