თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2018, 18:21
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1880,
კომენტარები: 7
ინცინდენტი მატჩის ბოლოს
რეალურად რა მოხდა ბარკლის გოლის მომენტში.
ინცინდენტი მატჩის ბოლოს
საკმაოდ დრამატული მატჩი გამოდგა ორივე გუნდისთვის. ამაზე ანგარიში განმათანაბრებელი გოლის გატანის დრო მეტყველებს - 97-ე წუთი. ამ გოლის შემდეგ საკმაოდ საინტერესო ინცინდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის მთავარი გმირებიც ჟოზე მოურინიო და, მაურისიო სარის მეორე ასისტენტი, მარკო ლანი არიან. არავის უკვირს, რომ ეს გოლი საკმაოდ ემოციური იყო "ჩელსის" ყველა ქომაგისა თუ სპეციალისტისთვის და ამ ემოციებმა გამოიწვია მოურინიოს გაღიზიანება, სწორედ ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ამ მომენტის შესახებ, მოურინიომ ინტერვიუ მისცა Skysports.

"კარგით რა, მე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი მომენტი იყო თამაშის 97-ე წუთზე, დიახ გოლი მივიღეთ, თუმცა სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით ეს ძლიერი მომენტი იყო და თქვენ ამაზე უნდა ფოკუსირდეთ. მე იგივე არ მიმიღია "ჩელსის" გულშემატკივრებისგან[გულისხმობს პატივისცემას], რაც მე მათ მიმართ გამოვხატე. მე იგივეს გავაკეთებ მადრიდში, მილანში და პორტოში, რაც დღეს აქ გავაკეთე. გულშემატკივრების რეაქციები ჩემზე არაა დამოკიდებული. მე არ ვარ ნაწყენი არაფერზე. რაც შეეხება ინცინდენტს სარის ასისტენტთან, სარი პირველი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ამ ყველაფერს მოაგვარებდა. სარის ასისტენტი უკვე მოვიდა ჩემთან და მომიბოდიშა, მე კი ვუთხარი, რომ დაევიწყებინა ეს ფაქტი. მეც ბევრჯერ დამიშვია შეცდომა ჩემს კარიერაში, ემოციები ნორმალური მოვლენაა ფეხბურთში."

არსებობს თეორიები, რომ სარის ასისტენტმა რაღაც უთხრა მოურინიოს, თუმცა ეს ჩვენ ნამდვილად არ ვიცით და სავარაუდოდ ვერ გავიგებთ. ან გავიგებთ მრავალი წლის შემდეგ. თუმცა შეიძლება ისევ, რაიმე სიბინძურის შეთხზას ცდილობენ ჟურნალისტები და ისევ გრძელდება მიზანმიმართული სპეკულაციები გუნდის მიმართ.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
20 ოქტომბერი 2018 18:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ცუდი საქციელი იყო, გოლის აღნიშვნის გარდა კიდე მიაძახებდა რაღაცას ისე წამოხდა მოურინიო, ელემენტარული ეთიკის ნორმაა. აღნიშნე შენთვის სხვას რატო აყენებ შეურაცყოფას, ჟოზეს ადგილას ყველას ასეთი რეაქცია ექნებოდა ალბათ wink
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
20 ოქტომბერი 2018 19:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
აშკარა იყო რო შეურაცხყოფა მიაყენა და ეგეც კიდევ ერთი დამტკიცება იმისა რომ სოფლის გუნდია და ასეთადვე დარჩება მუდამ ჩელსი.იმიტომ რომ ოლიგარქები და შეიხები პატივისცემის ტრადიციებს ვერ შეიტანენ გუნდში ეს მაჩანჩალა გუბდი გრანდი გახადა ანგარიშგასაწევი ძალა ზუსტად რომ მოურინიომ და სადაა აქ კაი დავანებოთ თავი მადლიერებას,პატივისცემა სადაა ასე ხომ არ შეიძლება არა ყველაფერს ხელი გადაუსვა გამოაკელი ჩელსს აზარი და რა ჩემი ფეხების გუნდი იქნება ყველა შეხედავს.არც ეგ დროა შორს იყიდის რეალი და დამთავრდება ჩელსის შეტევების სიმწვავე.მარტო ვილიანი რო ვერაფერს შვება აჩვენა ამ თამაშმაც

რო არა პოგბას ტრიპაჩობები და უაზრო მოქმედებები არც პირველი გოლი იქნებოდა.თამაში რო იწყებოდა აქ დავწერე მაინტერესებს ამ სუპერ შემტევ შემადგენლობაში რას იზამს დაცვათქო.რაც ქ ა ყველამ ნახეთ.ამ დაცვას თუ არ აზღვევს ორი საყრდენი ღრმად ჩაწეული უკან ისე არის დირკა.ხოდა თან შეტევაშიც ვერ დაფრინავენ და აი შედეგიც პრახადნოი დვერი იყო და ასეც იქნება სულ სანამ არ იყიდიან ვინმეს ერთს მაინც უკვე შემდგარ და დაღვინებულ მცველს
0
№3
ავტორი: ikeoni
20 ოქტომბერი 2018 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Magis dedas shsveci erti etakebina raa
0
№4
ავტორი: GIOMU
20 ოქტომბერი 2018 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ვფიქრბო ეს ყველაფერი უფრო კარგია გუნდისთვის ვიდრე ცუდი. აქამდე ერთმანეთში ეძებდნენ დამნაშავეებს და ერთმანეთის აუტანლობა ქონდათ და იქნება ახლა მოწინააღდმეგის ან პრესის ზიზღმა თუ არ ვიცი რა დავარქვა ნეგატიურმა განწყობამ გააერთიანოს გუნდი.
0
№5
ავტორი: JuanMata
21 ოქტომბერი 2018 01:20
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
უნდა დაისაჯოს ჩელსი ამისთვის.
0
№6
ავტორი: stepno
21 ოქტომბერი 2018 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
zogadad manuc come back iwyeba :-*
0
№7
ავტორი: Phil Jones
21 ოქტომბერი 2018 13:52
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: JuanMata
უნდა დაისაჯოს ჩელსი ამისთვის.

არამგონია ეგ საჭირო იყოს, ვიღაც გამო..ბულის გამო გუნდი დასაჯონ, ამან სწორი თქვა გოლი გავიდა და გავიდა მორჩა 2-2 დამთავრდა ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მაგ კაცმა სახეზე ააფარა ხელები და მაგას მოურინიო კიარა არავინ მოითმენდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top