თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2018, 17:53
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1471,
კომენტარები: 10
ფეხბურთელთა შეფასებები
"ჩელსისთან" მატჩი ციფრებში.
ფეხბურთელთა შეფასებები
საკმაოდ საინტერესო მატჩი გამოდგა "ჩელსის" წინააღმდეგ და საკმაოდ დრამატულიც, "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის. თითქმის ბოლო მომენტში გაუშვა გუნდმა დასანანი გოლი და 2 ქულაც დაკარგა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს ამ მატჩში.

დე ხეა - 7
ვერაფერი გააწყო რუდიგერის გოლის მომენტში, თუმცა კანტეს ძალიან კარგი დარტყმა მოიგერია. ასევე უძლური იყო როს ბარკლის დარტყმის მომენტშიც.

ეშლი იანგი - 7
კარგად ამოჰქონდა ბურთი და უნაწილებდა გუნდს, თუმცა მისი საქმე უდაოდ აზარის შეჩერება იყო. მის წინააღმდეგ ყვითელი ბარათიც მიიღო, თუმცა ეს არანაირად არ აღმოჩნდა გარდამტეხი.

ვიქტორ ლინდელოფი - 5
შვედი მცველი უდაოდ სუსტი რგოლია ცენტრალური დაცვის ხაზში, თუმცა საკმაოდ კარგად ეთამაშა ოლივიე ჟირუს ერთ მომენტში.

კრის სმოლინგი - 7
დიდად არაფრით იყო ეს მცველი გამორჩეული, თუმცა ეს შეფასება მის თამაშს უდაოდ შეეფერება.

ლუკ შოუ - 7
ვილიანი საკმაოდ აქტიური იყო მისი ფლანგიდან, თუმცა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა დაახვედრა ინგლისელმა მცველმა.

ნემანია მატიჩი - 7
მხოლოდ პირველი ტაიმი, რომ ფასდებოდეს მისი შეფასება ერთს ვერ აცდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

პოლ პოგბა - 7
რუდიგერის გოლი ნამდვილად მის კისერზეა. თუმცა მეორე ტაიმში ის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა გუნდის და ამან რეალურად გაამართლა.

ხუან მატა - 8
თამაში ფლეიმეიქერად დაიწყო და ნამდვილად არ გამოყურებოდა ცუდად. საკმაოდ დიდი როლი ითამაშა მარსიალის გოლის მომენტში.

მარკუს რაშფორდი - 7
ძალიან კარგი პერფორმანსი ჰქონდა, საუკეთესო ბოლო პერიოდში და საკმაოდ მოუხდა მარჯვენა ფლანგს. კარგი ასისტენტობა გაუწია მარსიალს, მეორე გოლის მომენტში.

ენტონი მარსიალი - 8
დუბლის ავტორი. ცეზარ ასპილიქუეტასა და კეპას, დიდი ალბათობით, დღეს მარსიალი დაესიზმრებათ.

რომელუ ლუკაკუ - 6
წინა მატჩებთან შედარებით დღეს არ გამოიყურებოდა ცუდად. ის თავგამოდებით იბრძვის ყველა ბურთზე, ფიიკურად, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მისი საქმე გოლების გატანაა.

ალექსის სანჩესი, ანდრეას პერეირა, ანდრე ერერა - 5
არცერთ მათგანს, არანაირი გარდატეხა არ შეუტანია მატჩში.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
20 ოქტომბერი 2018 17:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ლუკაკუს 6 კი არა 5ც არ ეკუთვნოდა.
ამხელა მოზვინული კაცი ბურთს ვერ აჩერებს და იტალიაში მიდის ბიჭი. მარსიალი და რეშფორდი ორივე ჯობია მაგას მარა აძუნძულებენ ამხელა კაცს ტყუილა.დაჟე დაცვაც აღარ აქცევს ყურადღებას და მერე მისდევენ თუ გააჩერა ბურთი )))

მატა აშკარად შედეგიანია,რეშფორდი ცოდოა მარცხნივ.მე პურადად ლუკაკუს დავსვავდი სკამზე და მარსიალი5 ჩვანაცვლებდი და მარჯვნიდან რეშს დაუყენებდი
1
№2
ავტორი: Phil Jones
20 ოქტომბერი 2018 18:17
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
დააყენებს ლინდელოფს სასწაულებს აკეთებს,დააყენებს ბაილის კიდევ უარესი, დააყენა მაკტომინეი და ჯოჯოხეთი, ჯონსი დადგება და ნასილკით გაყავთ...

ციტატა: Phil Jones
დააყენებს ლინდელოფს სასწაულებს აკეთებს,დააყენებს ბაილის კიდევ უარესი, დააყენა მაკტომინეი და ჯოჯოხეთი, ჯონსი დადგება და ნასილკით გაყავთ...

ამათ ფონზე სმოლინგი მალდინია და კიდევ წერენ რო უნდა წავიდეს, ის ერთადერთი საშუალოზე მაღალი დონის მცველია გუნდში.
0
№3
ავტორი: JuanMata
20 ოქტომბერი 2018 18:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Phil Jones
დააყენებს ლინდელოფს სასწაულებს აკეთებს,დააყენებს ბაილის კიდევ უარესი, დააყენა მაკტომინეი და ჯოჯოხეთი, ჯონსი დადგება და ნასილკით გაყავთ...

ციტატა: Phil Jones
დააყენებს ლინდელოფს სასწაულებს აკეთებს,დააყენებს ბაილის კიდევ უარესი, დააყენა მაკტომინეი და ჯოჯოხეთი, ჯონსი დადგება და ნასილკით გაყავთ...

ამათ ფონზე სმოლინგი მალდინია და კიდევ წერენ რო უნდა წავიდეს, ის ერთადერთი საშუალოზე მაღალი დონის მცველია გუნდში.


სმოლინგი საუკეთესოა დღეს ჩვენს მცველებში.
ბაიი მომენტებში ძაან კარგია, აგრეისული თამაში ჩვევია და ბურთის ჩაჭრაზე კარგად გამოდის, რასაც სხვა არავინ აკეთებს, მაგრამ შიგადაშიგ ისე ურევს, რომ ყველაფერს ხაზს უსვამს. მემგონი ცოტა გამოცდილება და მუშაობა დაჭირდება და კარგი მცველი დადგება საბოლოოდ.
ლინდელოფს ვერ გავუგე ვერაფერი, ძაან შეშინებული და დაბნეულია. მომენტებში ვაფშე ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 ოქტომბერი 2018 18:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაშფორდზე აშკარად არ წერია ადეკვატურად
0
№5
ავტორი: GIOMU
20 ოქტომბერი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ბევრი წერს მარსო ცენტრში რატომ არ დგებაო. მარსიალის მარტო ცენტრალურ თავდამსმხელად გაშვება დიდი სისულელე მგონია. ტანს ეგ ვერ დგამს. თავს ეგ ვერ იგებს. ესე იგი ბურთის ჩაწოდებას ან გადაგდებას ან ორთაბრძოლაში მიცემას მაგისთვის აზრი არ აქვს. ჩვენ რომ სწრაფად ამოვდიოდეთ დაცვიდან და კონტრშეტევას ვთამაშობდეთ კიდე ვინმე ხოდში მიცემდა პასს და სივრცეზე გაიქცეოდა მარსიალი (რასაც ლივეპრული მანე სალაჰით აკეთებს). ჩვენს ნახევარზე მოწინააღმდეგეს ბურთს რომ ვართმევთ, გვიჭირს 3 4 პასის გადაბმა მოკელ მონაკვეთში და რადგან არ გამოგვდის ამიტომაც უაზროდ ვიგერიებთ ბურთს უბრალოდ წინ. მერე იქ ლუკაკუ ბრძოლობს ბურთზე და ამ დროს ვცდილობთ ამოწევას. გადაგდებულ ბურთებზე კი მარსიალს არანაირი შანსი არ აქვს. ამიტომაა ლუკაკუ დღეს უალტერნატივო, იგივე დატვირთვა ქონდა ზლატანს. სწრაფი ის არ იყო და ვინმე რომ მოეტყუებინა შორს ეგ ვერ მიდიოდა, უბრალოდ დგავდა ტანს ინარჩუნებდა ბურთს და თავზე კარგად თამაშობდა. ლუკაკუს ამოცანა მარტივია, დაცვის დროს გუნდმა უნდა მოიგოერიოს წინ ბურთი და იქნებ ლუკამ შეინარჩუნოს და თუ გამოვიდა ვინემს იქვე დაუტოვოს ბურთი და წავიდეს შეტევა. ამიტომ ვამბობ, 4 4 2 ტაქტიკა გვჭირდება. ლუკაკუ გამოკვეთილი ცენტრი წინ და მარსიალი ტიპიური 10ნის პოზიციაზე. მოგერიებულ ბურთს ლუკაკუ დაუტოვებდა იქვე ცოტა უკან მყოფ მარსიალს და ორივე შეცდებოდა სწრაფად შეტევაზე გადასვლას. თუ ამ დროს ვინმე დაეხმარებოდა ფლანგებიდან ხო უკეთესი თუ არა არც ეგ იქნებოდა პრობლემა, 3 მაქსიმუმ 4 მცველი დახვედროდათ ამ ორს წინ და შეტევის დროს ასეთი მოცემულობა სავსებით ნორმალურია. მაგრამ ამას უნდა შეთამაშება. და ჩVენი მცველების დარიგება რომ კი მოიგერიე ბურთი უაზროდ წინ მაგრამ ცოტა მიმართულება მაინც მიეცი შენიანებისკენ. საერთოდ უაზროდ უბრაგუნებენ ხოლმე ეს ჩემისები ბურთს, არადა აქვთ ხოლმე დრო მინიმუმ იმისთვის რომ თავი მაინც აწიონ დაინახონ სადაა ფორვარდი რათა იქნებ მერე იქით გადაგზავნონ ბურთი.
0
№6
ავტორი: ikeoni
20 ოქტომბერი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Meore taimi iyo Dzalian magari ereram sad ver sheagdo:((au ver vineleb am ver mogebas ramxela stimuli iqneboda
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
20 ოქტომბერი 2018 19:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ლუკაკუს ბევრჯერ დავაკვირდი გადმოგდებულ ბურთებს რომ ვერ იგებს მაგაზე ბევრჯერ ვწერდით მაგრამ დღეს შევნიშნე და აწიც დავაკვირდები,რომ როდესაც ბურთს ამოსდებს წიხლს რომელიმე ჩვენი მცველი(მეტი არ ქვია ამათ მოგერიებას),არასოდეს მიდის იქ სადაც დგას ლუკაკუ სულ სხვაგან მიდის ბურთი და უწევს ამას სირბილი იმ ადგილამდე რა დროშიც პოზიციის მოგებას ვეღარ ასწრებს რაც სავსებით ლოგიკურია.ამ დროს წინ კი არ უნდა უბრაგუნებდე ბურთს,აი ფერგის დროს ყველაზე მაგრად მანჩესტერი ამოდიოდა დაცვიდან შეტევაში ორო სამი პასით კართან იყვნენ და თან უსწრაფესად.აი ეს რომ გააკეთო უბურთოდ უბდა მოძრაობდეს შენი თანაგუნდელები და ადგილზე არ უნდა იდგნენ ბუჩქებივით.
რეშფორდის და მატას შეფასება გადამეტებულია აშკარად.რეშფორდს 7ქულის არაფერი გაუკეთებია და მატას გოლის მომენტის მეტი კიდევ არაფერი აი სულ ანელებს შეტევას რაც მანჩესტერშია.მესმის მაღალი კლასისა და ტექნიკა აქვს უზადო მაგრამ როცა იცი თამაშს მეორე ნომრად აპირებ მაგა ბურთის დამჭერად ვერაა კარგი არჩევანი.როცა მიიღებდა ბურთს ყველა პასს უკან აკეთებდა და მასეთი ფელაინიც გვყავს.სისწრაფე აღარ აქვს თან არასოდეს იყო ეგ მაგის პლიუსი.დავაკვირდი სანჩესიც ძაან შენელებულია მაგრამ მატაზე სწრაფი მაინც არის და ბურთს გასაკვირია და უკეთესად იჭერს ხოდა დააყენოს სანჩესი რა შესცა იმ ფლანგს არის ხალხი იქ.ბურთის ზემოთ სწრაფად ამტანი და ბურთის დამჭერი გვჭირდება ყველაზე მეტად
1
№8
ავტორი: mishiko1
20 ოქტომბერი 2018 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
მომეწონა მარსიალი რაც მთავარია გოლები შეყარა. გამიხარდება თუ დარჩება აშკარაა ნიჭიერი ბიჭია და გუნდის მომავალია. დღევანდელი შემადგენლობაც მომეწონა მატაც კარგი იყო.
1
№9
ავტორი: stepno
21 ოქტომბერი 2018 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
lindelofiiii shenii dedis...................... ra ichalicha tipma ro ar mogvegi yvelaferi gaaketa :-(((((
0
№10
ავტორი: qamari
21 ოქტომბერი 2018 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
90% მწვრთნელს ბრალდება ვერ მოგებული მატჩი და არის აქ ლოგიკა ,მარა ფეხბურთელზე ასევე 100 თუ არა 50 საკმარისია მისივე დაგეგმილი შეასრულოს .დღეს მანიუ ყველაზე დაბალანსებული და სტაბილური მეკარის პოზიციაზეა ,ეს საკმარისია ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top