თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2018, 11:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1253,
კომენტარები: 8
გიგზი: "მოურინიომ იცის როგორ გაიმარჯვოს დიდ მატჩებში"
"იუნაიტედის" ლეგენდას მოურინიოსი სჯერა.
გიგზი:
არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი", ერთ - ერთი მთავარი გამოცდის წინაშე, ხვალ პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში დადგბა.

"იუნაიტედის" ლეგენდამ რაიან გიგზმა, მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა პორტუგალიელ სპეციალისტს. რაიანის თქმით, ჟოზე მოურინიომ იცის თუ როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას დიდ მატჩებში.

"მანჩესტერ იუნაიტედს" რთული მონაკვეთ ეწყება. "ჩელსისთან" შეხვედრის შემდეგ, გუნდი ჩემპიონთა ლიგზე ჯერ "იუვენტუსს" დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ "მანჩესტერ სიტის". თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მოურინიომ იცის თუ როგორ გაიმარჯვოს დიდ მატჩებში.

თუ "იუნიტედმა" რამოდენიმე ლიდერთან წარმატებას მიაღწია ის აუცილებლად ცხრილს უმთავრეს პოზიციებზე აღღმოჩნდება".
- ციტირებს Sky Sports - უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სიტყვებს.



წყარო: euro-football
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
19 ოქტომბერი 2018 12:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
როგორ მინდა რო ეს იყოს ჩვენი მწვრთნელი
0
№2
ავტორი: Lalana
19 ოქტომბერი 2018 13:17
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მგონი არსენ ვენგერს ბაიერნში ნიშნავენ.ჩვენ რა გვეშველება რაა,გუნდები ერთ-ორ თამაშს ჩააგდებენ და მწვრთნელს უმალვე ცვლიან და აქ თუ მიანც და მაინც ჩემპიონშიპში არ გავარდით მაქამდე არავინ არ ფიქრობს გუნდის იმიჯზე და რაიმეს ვლილებაზე.

ისე ამის უელსს ვაკვირდებოდი და ცდილობს მის გუნდს კომბინაციური ფეხბურთი ათამაშოს და ბეილის გარეშეც ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ ცუდად.თან სამ მცველიან ტაქტიკაზე გადადის ხოლმე და ეტყობა ვან გაალის გავლენებიც.შეუძლია ნამდვილად კარგი მწვრთნელი დადგეს.
0
№3
ავტორი: JuanMata
19 ოქტომბერი 2018 13:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
მგონი არსენ ვენგერს ბაიერნში ნიშნავენ.ჩვენ რა გვეშველება რაა,გუნდები ერთ-ორ თამაშს ჩააგდებენ და მწვრთნელს უმალვე ცვლიან და აქ თუ მიანც და მაინც ჩემპიონშიპში არ გავარდით მაქამდე არავინ არ ფიქრობს გუნდის იმიჯზე და რაიმეს ვლილებაზე.

ისე ამის უელსს ვაკვირდებოდი და ცდილობს მის გუნდს კომბინაციური ფეხბურთი ათამაშოს და ბეილის გარეშეც ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ ცუდად.თან სამ მცველიან ტაქტიკაზე გადადის ხოლმე და ეტყობა ვან გაალის გავლენებიც.შეუძლია ნამდვილად კარგი მწვრთნელი დადგეს.


მეც მაგას ვამბობ, რეალი და ბაიერნი ეგრევე ცვლიან მწვრთნელებს, რომელიც თამაშს ვერ აწყობს და დროს არ კარგავენ უაზროდ. ახლა წარმოიდგინე ბენიტესისთვვის რომ მიეცა რეალს დრო და დაეტოვებინათ ერთი-ორი წელი სად იქნებოდნენ და რა ტიტულები ექნებოდათ.
გასაგებია, რომ ფერგი იყო 27 წელი ამ გუნდში, მაგრამ ეგეთი იშვიათად ხდება, მითუმეტეს თანამედროვე ფეხბურთში. კარგია ეს ტრადიციები, მაგრამ უნდა ავყვეთ ახალ ტენდენციებსაც, არ არის მწვრთნელის გამოცვლა "გრეხი".

თან ამ ლოდინში და დროის მიცემაში კარგ მწვრთნელებს ეგრევე იტაცებენ სხვა გუნდები.
ჟარდიმია ახლა თავისუფალი, არ არის ნამდვილად ცუდი მწვრთნელი, პოჩეტინოზეც შეიძლება ჩალიჩი, ვენგერი არ ვიცი ახლა რამდენად გამოვა, მაგრამ მაგის მოყვანა მშვენიერი იქნებოდა (სანჩესს მაინც აათამაშებდა :დ).

მემგონი ვუდვორდი სპეციალურად წელავს ამ საკითხს, ერთია რომ კომპენსაცია უნდა გადაუხადონ (როგორც წავიკითხე 4-ეულს მიღმა თუ დარჩება იუნაიტედი სეზონის ბოლოს, საკმაოდ მცირდება კომპენსაციის თანხა.), მაგრამ მეორე მისი პრესიტიჟიცაა, გაუფორმა მწვრთნელს ახალი კონტრაქტი (საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილება იყო მაშინაც, თან სეზონის შუაში) და 6 თვის მერე გუნდს დაეწყო საშინელი რეგრესი. გამოდის რომ იმ კონტრაქტის ფული წყალში გადაყარა.
0
№4
ავტორი: Lalana
19 ოქტომბერი 2018 14:01
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
JuanMata
[ პასუხი ]


ბენიტესი რომ დაეტოვებინათ და ზიდანისთვის ნდობა არ გამოეცხადათ ახალა ექნებოდათ ბევრად ნაკლები ჩემპიონთა ლიგის თასი.ნებისმიერი გუნდი ამას აკეთებს,ვერ ალაგებს მწვრთნელი სიტვაციას?ვერ მიჰყავს თამაშები ისე როგორც გუნდს შეეფერება?ხო და ეგრევე უშვებენ.აქ კიდევ სანამ ვან გაალმა მთლიანად არ დაასამარა გუნდი მაქამდე არ გაუშვეს,ახლაც მასე მიდის საქმე,სანამ გუნდი არ მოიშლება ბოლომდე არც მოურინიოს გაუშვებენ.საერთოდ არ ფიქრობენ გუნდის იმიჯზე.მე როგორც გულშემატკივარს ძაან მკიდია გუნდი რამდენ მილიონს გამოიმუშავებს წელიწადშI,ეს რომ იყოს ჩემი გუნდი და მას ვფლობდე,თავისთავად ვიფიქრებდი ამაზეც,მაგრამ გულშემატკივარმა რა ვქნათ უკვე ამდენი წელია არ არის პროგრესი და ვუყურებთ საშინელ თამაშებს?ეს, რა, თავისებურად არ აისახება ახლო მომავალში გუნდის პრესტიჟსა და ფინანსებზე?რა ვიცი წესით უნდა ფიქრობდნენ ამაზე.
ისე კი სწორად აღნიშნე,საერთოდ ვერ მივხდი რამდენად სულელური გადაწყვეტილება მიიღო ვუდვორმდა როდესაც მოურინიოს გაუხანგრძლივა კონტრაქტი.აი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ ვხდები,რატომ იჩქარა,სად ეჩქარებოდა ვერ გავიგე.ახლა კი თან ნდობასაც აღარ უცხადებს და არც იმ ტრანსფერებს აკეთებს რაც მაგ კაცს სურს,თუ ტოვებ ბოლომდე მიყევი და თუ ეჭვი გეპარება და აღარ ენდობი რაღატომ ტოვებ?რამოდენიმე მილიონის გამოო?კაი რააა,მანჩესტერს მაინც არ უჭირს ეგ ფული და რატომ არ ფიქრობენ პრესტიჟზე ყველაზე მეტად ეგ არ მესმის.
რაც შეეხება ჟარდიმს,ჩემი სუბიექტური აზრით ჟარდიმი მირჩევნია პოჩეტინოს.თან პოჩეტინოს გამოსყიდვა მოუწევთ და არამგონია ახლა კიდევ ზედმეტად ფულის გადაყრაზე ფიქრობდნენ,აგერ მოურინიოს ვერ უშვებენ მაგის გამო.თან ჟარდიმმა ბევრი,ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა აღმოაჩინა,ასევე არის შემტევი სტილის მოყვარული მწვრთნელი და სტატისტიკაც მეტყველებს ამაზე.ასევე მისი მონაკო მშვენივრად გამოდიოდა დიდ გუნდებთან და კარგ წინააღმდეგობასაც უწევდა.ასევე პსჟს ჰეგემონიის დროს მან შეძლო და მოიგო ჩემპიონატი,თან შესანიშნავი ფეხბურთით.ამიტომ ყველაზე კარგ ვარიანტად ახლა ჟარდიმმი მესახება,თუნდაც ყოფილიყო ვენგერი მაგრამ ამ კონკრეტულ დროში და იქიდან გამომდინარე ვინც შეიძლება რომ მოიყვანონ ყველაზე კარგი ვარიანტია.
0
№5
ავტორი: ikeoni
19 ოქტომბერი 2018 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Au rogor haerivit gvchirdeba xval mogeba
0
№6
ავტორი: mishiko1
19 ოქტომბერი 2018 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
რავიცი ღმერთმა ქნას სამივე თამაში მოვიგოთ, მაგრამ ამ სიტუაციაში გუნდში რაც ხდება სამიდან ერთი მაინც თუ მოვიგეთ ეგეც რაღაცაა, არ არის ადვილი ჩელსის, იუვენტუსის და სიტის დამარცხება როცა გუნდში სრული დომხალია მოთამაშეები და მწვრთნელი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან გუნდი გაყოფილია.....
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
19 ოქტომბერი 2018 20:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: mishiko1
რავიცი ღმერთმა ქნას სამივე თამაში მოვიგოთ, მაგრამ ამ სიტუაციაში გუნდში რაც ხდება სამიდან ერთი მაინც თუ მოვიგეთ ეგეც რაღაცაა, არ არის ადვილი ჩელსის, იუვენტუსის და სიტის დამარცხება როცა გუნდში სრული დომხალია მოთამაშეები და მწვრთნელი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან გუნდი გაყოფილია.....

მახსოვს შარშანაც არ ელოდა არავინ და გუნდმა გაართვა თავი კარგად ასე ტოპ გუნდებთან თამაშს ვნახოთ რა იქნება წელს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
20 ოქტომბერი 2018 13:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კი იცის მარა ამ ბოლო დროს დაავიწყდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top