თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2018, 11:16
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1211,
კომენტარები: 6
ბრაუნმა აზარის შეჩერების გზებზე ისაუბრა
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი აზარს ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს.
ბრაუნმა აზარის შეჩერების გზებზე ისაუბრა
ხვალ, თბილისის დროით 15:30 სთ - ზე პრემიერ ლიგის მეცხრე ტური აიღებს სტარტს. ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება. მაურისიო სარის დაუმარცხებელი "ჩელსი" სერიის გაგრძელებას ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედთან" ეცდება.

უნდა აღინიშნოს არისტოკრატების მთავარი შემტევი ძალა ედენ აზარი, რომლიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და ოპტიმალურ ფორმას თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო ანვითარებს.

"იუნაიტედის" ექს - ფეხბურთელმა, ვეს ბრაუნმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა ითამაშონ "წითელ ეშმაკებმა" ბელგიელი ვარსკვლავის წინააღმდეგ.

"მიყვარს მოწინააღმდეგე, რომელსაც საჭიროა გაუწიო პერსონალური მეურვეობა სტადიონზე. მსგავსი შემთხვევა მქონია, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი პირადად მავალებდა ლიონელ მესის მეთვალყურეობას და მის წინააღმდეგ თამაშს "ბარსელონასთან" შეხვედრებში ჩემპიონთა ლიგაზე.

ყველაფერი მარტივია "ჩელსისთან" შეხვედრაშიც. საჭიროა აზარი ბურთს მოწყდეს, ამ შემთხვევაში ნაკლებად შეექმნება საფრთხე "იუნაიტედის" კარს. საჭიროა მის წინააღმდეგ ინტენსიური თამაში რადგან ხშირად დაკარგოს ბურთი. ეს კარგი გეგმაა.

"ჩელსიმ" სეზონი კარგად დაიწყო, ხოლო მათი წარმატების საიდუმლო - ედენ აზარია".
- ციტირებს ბრაუნის სიტყვებს, "იუნაიტედის" პრეს - სამსახური.


წყარო: euro-football
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
19 ოქტომბერი 2018 11:23
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ცოტა მოვწყდი ეს დღეები საჯარო გამოსვლებს :D აზარს რო შევეშვა, მინდა ლუკაკუს შესახებ დავწერო ერთი ორი სიტყვა, ერთია რომ ჟურნალისტებთან საუბრის სპეციალისტი მართლა მოსაყვანია გუნდში, ამათმა არ იციან რა დროს რა განცხადებები აკეთონ საჯაროდ. კი გამოთქვა ლუკაკუმ სერია ა - ში თამაშის სურვილი მაგრამ ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ რომელუს იუნაიტედი არ უყვარს. ამ კაცს მოედანზევე ეტყობა ყველაფერი. საჭიროა სტილის შეცვლა და აგრესიულ შეტევებზე თამაში და დარწმუნებული ვარ სქოულზიც აღარ იტყვის რო ლუკაკუთი ჩემპიონატს ვერ მოიგებო. რაზეა საუბარი საერთოდ რო ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი გვყავს გუნდში.

აზარს რაც შეეხება, მთავარი ნამდვილად მისი განეიტრალებაა, ისე როგორც ეს ერერამ გააკეთა.
2
№2
ავტორი: JuanMata
19 ოქტომბერი 2018 12:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Svani
ცოტა მოვწყდი ეს დღეები საჯარო გამოსვლებს :D აზარს რო შევეშვა, მინდა ლუკაკუს შესახებ დავწერო ერთი ორი სიტყვა, ერთია რომ ჟურნალისტებთან საუბრის სპეციალისტი მართლა მოსაყვანია გუნდში, ამათმა არ იციან რა დროს რა განცხადებები აკეთონ საჯაროდ. კი გამოთქვა ლუკაკუმ სერია ა - ში თამაშის სურვილი მაგრამ ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ რომელუს იუნაიტედი არ უყვარს. ამ კაცს მოედანზევე ეტყობა ყველაფერი. საჭიროა სტილის შეცვლა და აგრესიულ შეტევებზე თამაში და დარწმუნებული ვარ სქოულზიც აღარ იტყვის რო ლუკაკუთი ჩემპიონატს ვერ მოიგებო. რაზეა საუბარი საერთოდ რო ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი გვყავს გუნდში.

აზარს რაც შეეხება, მთავარი ნამდვილად მისი განეიტრალებაა, ისე როგორც ეს �� ერერამ გააკეთა.


გეთანხმები, არ მგონია წასვლა უნდოდეს, მაგრამ "იმედია გადავალ სერია ა-ში" ცუდად ჟღერდა, ეწყინა ხალხს.
0
№3
ავტორი: ikeoni
19 ოქტომბერი 2018 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ereraa magis kibo:)) Ra uqna im tamashi fexi ar gaanzrevina tips:))
0
№4
ავტორი: GEORGE22
19 ოქტომბერი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ერერა რისთვისაა მერე :დდ
0
№5
ავტორი: GIOMU
19 ოქტომბერი 2018 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
აზარი ერთია მაგრამ არც ვილიანი აკლებს.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
20 ოქტომბერი 2018 13:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერერამ ერთ თამაშში ჩაკეტა ეგ იყო და ეგ, აზარის გაჩერება ასე იოლი არაა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top