თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2018, 14:38
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1328,
კომენტარები: 8
პერეირა:"მოურინიო პოგბასთან მიმართებაში შეცდა"
ბრაზილიელმა თანაგუნდელი დაიცვა.
პერეირა:
ალბათ, ყველას გვახსოვს პოგბასა და მოურინიოს შორის მომხდარი ინცინდენტი, ვარჯიშის დროს, რომლის ამსახველი ვიდეო მასალაც მოიპოვება ინტერნეტში. ეს შემთხვევა ნამდვილად პიკი იყო, იმ მომენტში არსებული მდგომარეობისა, გუნდში. სწორედ ამ ინცინდენტის მიზეზსა და შედეგზე ისაუბრა, "იუნაიტედის" ბრაზილიელმა ნახევარ-მცველმა, ანდრეას პერეირამ.

"ეს ყველაფერი ვიდეოს გამო მოხდა, რომელიც პოგბამ ატვირთა ინსტაგრამზე. ვსაუბრობ ვიდეოზე, რომელიც გადაღებულია "იუნაიტედი" - "დერბის" მატჩის დროს და სადაც, მე, ლუკ შოუ და პოლი ვიცინით. ძალიან ბევრმა არ მოუწონა საქციელი პოლ პოგბას, რაც ნამდვილად არასწორი იყო, რადგან ეს ვიდეო ატვირთულია იმ დროს, როდესაც გუნდი 1-0 იგებდა და ჩვენ კარგ ხასიათზე ვიყავით. მოურინიომაც ჩათვალა, რომ სწორედ იმ დროს აიტვირთა ვიდეო, როდესაც გუნდი დამარცხდა. ეს ასე ნამდვილად არ იყო."

საკმაოდ დაგვიანებულია ამ განცხადების გაკეთება, პერეირას მხრიდან, რადგან რაც მოხდა იმას ვეღარაფერი შეცვლის და ერთადერთი, რაც შეგვიძლია "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა გავაკეთოთ არის ის, რომ პოგბას მადლობა გადავუხადოთ მისი ერთგულებისთვის გუნდის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც მწვრთნელს მასში ეჭვი ეპარება. თუმცა ასევე გვახსოვს, მისი "ცხელ გულზე" გაკეთებული, არც ისე სასიამოვნო განცხადებები, მისი მომავლის შესახებ.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
18 ოქტომბერი 2018 14:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მოკლედ რა არის პრესა ააა.რაებს არ წერდნენ და მიზეზი ვაფშე სხვა ყოფილა.ახლა ისიც აღარ გამიკვირდება რო მოურინიოსა და პოგბას შორის არც არაფერი ყოფილიყო რა.ამიტომ არ დაიჯერება ამ პრესის არაფერი
0
№2
ავტორი: ikeoni
18 ოქტომბერი 2018 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ციტატა: Dato kutaisi
მოკლედ რა არის პრესა ააა.რაებს არ წერდნენ და მიზეზი ვაფშე სხვა ყოფილა.ახლა ისიც აღარ გამიკვირდება რო მოურინიოსა და პოგბას შორის არც არაფერი ყოფილიყო რა.ამიტომ არ დაიჯერება ამ პრესის არაფერი

Bazari araa .. arada daiwera mashinac Ro realurad am temaze iyo ukmayofilo da martla yvela gabrazdeboda magram maleve gaarkvies yvelaferi da moubodishes kidec magram kudebi xo unda gamoebat ise rogor iqneboda
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2018 16:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პერეირა განაცხადშიც ვერ ხვდება საერთოდ, საინტერესოა რატო?!
0
№4
ავტორი: kobinio
18 ოქტომბერი 2018 17:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ისედაც ხონარ გათამაშებენ შე უბედურო კიდე ეს ტლიკინი გინდა ?!
პოგბა რო აყენებდწს გუნდს კიდე ხო მარა ეს განაჩენია საკუთარ თა ისთვის.
მე პირადად ეს ბიჭი მირჩევნია ფრედსაც და მაკტომენს არც შევადარებ
0
№5
ავტორი: JuanMata
18 ოქტომბერი 2018 17:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
მოკლედ რა არის პრესა ააა.რაებს არ წერდნენ და მიზეზი ვაფშე სხვა ყოფილა.ახლა ისიც აღარ გამიკვირდება რო მოურინიოსა და პოგბას შორის არც არაფერი ყოფილიყო რა.ამიტომ არ დაიჯერება ამ პრესის არაფერი


ამ ჩხუბზე დაწერეს ადრეც, რომ ვიდეოს გამო იყო. ვიღაც ტიპმა უთხრა ჟოზეს, ვიდეო ატვირთული აქვს მატჩის დასრულების მერეო და გაბრაზდა ჟოზე, მერე ვარჯიშის საუბარიც გაშიფრეს, პოგბა ამბობს რატომ უნდა დამეწყო სიცილი გუნდის წაგებაზეო და რაღაც ეგეთები. ბოლოს გაირკვა რომ შესვენებაზე იყო გადაღებული ეს ვიდეო, იმ ტიპმა მერე პოგბას ბოდიში მოუხადა.

ასეთ წვრილმანებზე თუ იძაბება სიტუაცია, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
0
№6
ავტორი: OzBeTa
18 ოქტომბერი 2018 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
აბა მაშინ კაპიტნობა რატომ ჩამოართვა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№7
ავტორი: Dato kutaisi
18 ოქტომბერი 2018 21:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: JuanMata
ციტატა: Dato kutaisi
მოკლედ რა არის პრესა ააა.რაებს არ წერდნენ და მიზეზი ვაფშე სხვა ყოფილა.ახლა ისიც აღარ გამიკვირდება რო მოურინიოსა და პოგბას შორის არც არაფერი ყოფილიყო რა.ამიტომ არ დაიჯერება ამ პრესის არაფერი


ამ ჩხუბზე დაწერეს ადრეც, რომ ვიდეოს გამო იყო. ვიღაც ტიპმა უთხრა ჟოზეს, ვიდეო ატვირთული აქვს მატჩის დასრულების მერეო და გაბრაზდა ჟოზე, მერე ვარჯიშის საუბარიც გაშიფრეს, პოგბა ამბობს რატომ უნდა დამეწყო სიცილი გუნდის წაგებაზეო და რაღაც ეგეთები. ბოლოს გაირკვა რომ შესვენებაზე იყო გადაღებული ეს ვიდეო, იმ ტიპმა მერე პოგბას ბოდიში მოუხადა.

ასეთ წვრილმანებზე თუ იძაბება სიტუაცია, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

აა ეგ სიტუაცია არ ვიცოდი.ისე ამ ჩემისასაც რა ევიდეოება შესვენებისას მაინც რა
0
№8
ავტორი: giorgi_mg
19 ოქტომბერი 2018 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეჰ პერეირა, სიმართლის თქმა კარგია მაგრამ არა პრესაში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top