როგორც იცით, მოურინიო შეიძლება დაისაჯოს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ, "ნიუ ქასლის" წინააღმდეგ გამართული მატჩის ბოლოს მისი წარმოთქმული, პორტუგალიური სალანძღავი სიტყვების გამო. მის სავარაუდო სასჯელად მოიაზრებოდა 1 მატჩიანი ბანი და 58 ათასი ფუნტ სტერლინგის ოდენობის თანხა. თუმცა ვერდიქტი ჯერ არ გამხდარა ცნობილი.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განაჩენს პარასკევს გამოიტანს 18:00 საათამდე ან მანამდე, რომ მოურინიომ ზუსტი პასუხი, მატჩამდე იცოდეს. თუმცა, ასევე, შესაძლებელია შემდეგი რამ, მოურინიოს, შესაბამისი კომისია, არ დააჯარიმებს ამ მატჩამდე და ეს სასჯელი შეიძლება მოქმედებაში მოვიდეს "ევერტონთან" გასამართ შეხვედრაში.
არსებობს მოსაზრება, რომ მოურინიო აირიდებს ამ სასჯელს, რადგან ამ ნათქვამს არ ჰყოლია კონკრეტული ადრესატი, რომელიც დადასტურებულად კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები იქნებიან. შესაბამისად დისციპლინარულ კომიტეტს არ ეყოლება დაზარალებული და შესაბამისად არ იარსებებს დამნაშავე. თუ ეს ყოველივე დადასტურდა, რომ მოურინიოს ეს ფრაზა, არ იყო კონკრეტული პიროვნებისთვის განკუთვნილი, ის მაინც დაისჯება 5 ათასი ფუნტით.
წყარო: www.skysports.com
სტატიები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.