როგორც იცით, უკანასკნელი პრემიერ ლიგის მატჩი "ნიუ ქასლის" წინააღმდეგ, საკმაოდ ემოციური გამოდგა. გუნდი მარცხდებოდა ანგარიშით 2-0, ხოლო მეორე ტაიმში სრულიად სხვა "იუნაიტედი" ვიხილეთ და ეს მოურინიოს ემოციებზეც აისახა. მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა, მის მშობლიურ ენაზე, უწამაწური ფრაზა წარმოთქვა.
ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ემოცია სიხარულისგან იყო გამოწვეული და ნამდვილად არ გასჩენია მოურინიოს სურვილი, ვინმესთვის მიეყენებინა პირადი შეურაცხყოფა. თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მაინც დაიწყო ამ ფაქტის გამოძიება და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოურინიოს არც ისე მსუბუქი სასჯელი ელის.
FA აპირებს, რომ მოურინიო ანალოგიურად დასაჯოს, როგორც ეს 2016/2017 წლების სეზონში გააკეთეს. სასჯელი იქნება შემდეგი სახის: 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 58 ათასი ფუნტ სტერლინგი.
წყარო: www.espn.com
სტატიები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.