თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2018, 15:29
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1341,
კომენტარები: 4
მაიერი:"სასიამოვნოა "იუნაიტედის" ინტერესი"
გერმანელი ნახევარ-მცველის ინტერვიუ.
მაიერი:
მოგეხსენებათ, გავრცელდა ჭორები, იმის თაობაზე, რომ "იუნაიტედი" ინტერესდებოდა გერმანელი ახალგაზრდა ნახევარ-მცველით, არნე მაიერით, რომელიც "ჰერტა ბერლინის" ღირსებას იცავს. 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელით, ასევე ინტერესდება "არსენალიც", თუმცა იმ ინტერვიუში, რომელიც ფეხბურთელმა Goal_ს მისცა, ამბობს, რომ არ სურს მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება.

"დაინტერესება "იუნაიტედიდან"? ეს ნამდვილად სასიამოვნოა, თუმცა არ განვიხილავ ახლო მომავალში ბერლინის დატოვებას. მე აქ ბედნიერი ვარ, აქ არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. სრულია ახალი სამყარო იქნება იქ, რაც ნამდვილად არის შემაფერხებელი ფაქტორი ჩეთვის. თუმცა მსგავსი დიდი კლუბის შემოთავაზებაზე უარის თქმა ძალიან რთულია, ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ითამაშო ისეთ დიდ გრანდში, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", მაგრამ ჯერ წინაა ყველაფერი."

არნე მაიერი "ჰერტა ბერლინისა" და გერმანიის 21 წლამდელთან ნაკრების შეუცვლელი წევრია და ნამდვილად მნიშვნელოვანი ფიგურაა.

წყარო: www.goal.com
ჭორები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
16 ოქტომბერი 2018 15:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ერთი პიზიტივი ისაა რომ ყველა ჭორი ახალგაზრდებზეა და არა გადახრცოებულ ფეხბურთელებზე.ეს სასიამოვნოა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
16 ოქტომბერი 2018 16:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ პროგრესი გააგრძელა წაიყვანს ბაიერნი, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. :)
0
№3
ავტორი: ikeoni
16 ოქტომბერი 2018 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ციტატა: SANDROGRIGA
თუ პროგრესი გააგრძელა წაიყვანს ბაიერნი, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. :)

ხო როგორც ხდება ხოლმე :))
0
№4
ავტორი: glory28
16 ოქტომბერი 2018 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: ikeoni
ციტატა: SANDROGRIGA
თუ პროგრესი გააგრძელა წაიყვანს ბაიერნი, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. :)

ხო როგორც ხდება ხოლმე :))

როგორც ყოველთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top