თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2018, 12:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1622,
კომენტარები: 7
ბაბელი: "მოურინიო - "იუნაიტედის" ხელმძღვანელობის შეცდომაა"
ყოფილი ფეხბურთელი ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობას აკრიტიკებს.
ბაბელი:
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკუს ბაბელმა, "იუნაიტედში" ჟოზე მოურინიოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და კლუბის ხელმძღვანელობა მისი დანიშვნისთვის გააკრიტიკა კიდეც.

"კლუბში ამჟამად არსებული სიტუაცია ჟოზე მოურინიოს ბრალი არ არის. როდესაც ასეთი სტილის სპეციალისტი ასეთ კლუბში მოგყავს, წინასწარ უნდა გქონდეს გაანალიზებული თუ რას ელი მისგან. ყველას უკვირს, რომ გუნდი არ თამაშობს შემტევ ფეხბურთს - ეს არ არის მოურინიოს ბრალი, ჟოზე არის მწვრთნელი რომელმაც ტიტულები დაცვითი ფეხბურთის თამაშით მოიგო.

ჩემი გადმოსახედიდან პრობლემა მაღალ ეშელონებშია, იქ სადაც გადაწყდა მოურინიოს მოყვანა გუნდში. ახლა კი სიტუაცია შემდგნაირია, ხელმძღვანელობა უკვე აღარ ენდობა მოურინიოს და არ ასრულებენ იმ თხოვნებს რაც მას აქვს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" არ იცის რა უნდა, ეს ჩემთვის დაუჯერებელია.

"იუნაიტედი" ყოველთვის თამაშობდა შემტევ ფეხბურთს. თუ კლუბმა სტილი შეცვალა ეს მოურინიოს ბრალი არ არის. პორტუგალიელის კლუბში მოყვანა იყო შცდომა რომელიც ხელმძღვანელობამ დაუშვა. ჩემთვის სასაცილოა, რომ ეხლა მათ უკვირთ თუ რატო არ თამაშობს გუნდი შემტევ ფეხბურთს. ასეთი მაღალი დონის ხელმძღვანელობისგან მსგავსი შეცდომები უბრალოდ დაუჯერებელია".
- ციტირებს Goal - ბაბელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ბაბელი წარსულში "ლივერპულიის", "ბაიერნის" და სხვა მაღალი დონის კლუბებში ირიცხებოდა. ამჟამად გერმანელ სამწვრთნელო საქმიიანობას მისდევს. მარკუსი ავსტრალიურ "სიდნეი უონდერერსს" უდგას სათავეში.


წყარო; euro-football
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
14 ოქტომბერი 2018 12:18
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
დიდი ხანია ასეთი სიმართლე არ მომისმენია. ეს ის მოსაზრებაა რასაც აქამდე მე და სხვა ჩემნაირი აზრის მქონე ბიჭები ვწერდით აქ. მოურინიო არის კლუბის შეცდომა. დაცვითი ტაქტიკის მწვრთნელი ასეთი სტილის გუნდში არუნდა მოიყვანო.

მოსაყვანია პოჩეტინო, არ გვინდა ეგ ალეგრები და კონტეები. ზიდანი კიდევ უფრთხის სირთულეებს, იუვენტუსისკენ მიუწევს გული. პოჩეტინო იქნება იდეალური ვარიანტი ჩვენთვის.
0
№2
ავტორი: levionok
14 ოქტომბერი 2018 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს სრული სიმართლეა თუმცა როგორ დავიჯერო რომ ამ ლივერპულის ფეხბურთელებს ასე შესტკივათ გული რო ყველა რჩევას აძლევს,ისინი ტკბებიან მანჩესტერის ამ მდგომარეობით როგორც იქნა გაცვალა ლივერპულმა და მანჩესტერმა პოზიციები თუმცა ეს მოპოვებულ ტიტულებს არ ნიშნავს და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ლუზერები ვერც ამ წელს ვერაფერს ვერ მოიგებენ! მაურინიომ 12 ფურცლიანი გეგმა გაუგზავნა ხელმძღვანელობას სადაც სრული გეგმა იყო წარმოდგენილი გუნდის განვითარებისთვის თუ მოუწონეს და რაც მოუწონეს თორემ ისე არავინ მოიყვანდა მაშინ უნდა მიყვნენ თუ არადა მაშინ თუ გეგმას გადაუხვიე ჯობია გაუშვა მწვრთნელი სხვა და სხვა მიმართულებით მათი სიარული გუნდს გლეჯს შუაზე
0
№3
ავტორი: ikeoni
14 ოქტომბერი 2018 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Zafxulamde araferi Iqneba da mere savaraudod wava joze
0
№4
ავტორი: Mike
14 ოქტომბერი 2018 15:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ნუ კლუბის შეცდომაზე სანამ ვილაპარაკებთ, მოდი პირდაპირ ვთქვათ იმ დროს როცა მაურინიო მოიყვანეს ვინ უნდა მოეყვანათ??? მოიყვანეს სუპერმწვრთნელი რომლისგანაც ითხოვდნენ შედეგს და არა ლამაზ ფეხბურთს. გუნდი საერთოდ ვერ იგებს ან ძლივს იგებს, შესაბამისად მაურინიომ უნდა დაგაზოს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
14 ოქტომბერი 2018 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
3 ვარიანტია განხილული - ხელმძღვანელობის ბრალია, მწვრთნელის ბრალია, ფეხბურთელების ბრალია. მე თუ მკითხავთ, ცოტ-ცოტა ყველას ბრალია და იქმნება ერთი დიდი პრობლემა საბოლოოდ.
2
№6
ავტორი: mishiko1
14 ოქტომბერი 2018 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
რათქმა უნდა ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომა მოურინიოს მოყვანით შეეძლოთ ანჩელოტი მოეყვანათ შედარებით გახსნილ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, გავიხსენით მისი დროინდელი მილანი.
0
№7
ავტორი: Phil Jones
15 ოქტომბერი 2018 01:28
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ყველა იუნაიტედს აკრიტიკებს და დასცინის ესაა ყველაზე დიდი მარაზმი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top