თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2018, 22:26
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1645,
კომენტარები: 8
აზარი:"ისევ მინდა ჟოზესთან მუშაობა"
ბელგიელის სენსაციური განცხადება.
აზარი:
საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა ედენ აზარმა ადგილობრივ გამოცემა - Skysports_ს, სადაც ისაუბრა მის მუშაობაზე ჟოზე მოურინიოსთან. ასევე ბელგიელმა შემტევმა გაიხსენა, თუ როგორი იყო ფეხბურთელებთან მიმართებაში მოურინიო და უპასუხა კითხვას, რატომ შეიძლება ეწოდოს მოურინიოს საუკეთესო მწვრთნელი.

"დავიწყებ იმით, რომ მოურინიოს ბევრად მეტი შეეძლო "ჩელსიში", ვიდრე ამის გაკეთება მოასწრო. მისი ფეხბურთისადმი და ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. ჩემი 12 წლიანი კარიერისას, 1 ცუდი სეზონი მქონდა, მოურინიოს მწვრთნელობის ბოლო 6 თვე და იმ შემთხვევაში, მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე. ტიტულის მოგების შემდეგ, ვთხოვეთ, რომ ჩვენთვის დასვენების უფლება მოეცა და ისიც სიხარულით დაგვთანხმდა. მისი მწვრთნელობის პერიოდის ბოლოს სეზონი ნამდვილად ყველაზე საშინელი იყო, თუმცა როდესაც ის გაუშვეს პოსტიდან, მე მივწერე, რომ ვწუხდი. თუკი მკითხავთ ვინ არის მწვრთნელი, ვისთანაც ნებისმიერ დროს ვიმუშავებდი, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რო მოურინიო."

ეს ნაკლებად ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ედენ აზარი "იუნაიტედში" ვიხილოთ, თუმცა ფაქტია, რომ მოურინიო ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც ურთიერთობები უმაღლეს დონეზე ჰყავს აყვანილი და გუნდში არსებული დეპრესიული ფონი, მხოლოდ მისი "შემოქმედება" ნამდვილად არ არის.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2018 22:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს არაფერს არ ნიშნავს, იბრალოდ გამოარჩია როგორც მწვრთნელი.
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
13 ოქტომბერი 2018 23:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ძაან კი მიკვირს ეგ უკვე ბევრისგან მსმენია რო ურთიერთობაში ჯიგარიაო და ჩვენთან რა ხდება ვეღარ ვიგებ
0
№3
ავტორი: Malboro463
13 ოქტომბერი 2018 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ინგლისიდან ესპანეთშიგადაბარგდება
0
№4
ავტორი: ikeoni
13 ოქტომბერი 2018 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Yvela xvdeba albat Ro chventan ar gadmova Es teslaki:)))
0
№5
ავტორი: JuanMata
14 ოქტომბერი 2018 00:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არადა აზარი ყველაზე აქტიურად აკრიტიკებდა ჟოზეს. ამის ინტერვიუ წავიკითხე, ვარჯიშებს უწუნებდა, კონკრეტულ მომენტებზე არ ვმუშაობთ ვარჯიშზე და მერე ძალიან გვიჭირს მატჩებშიო.

აზარი, ფაბრეგასი და კოშტა იყო ის ხალხი ვინც ჩააგდო სეზონი, რომ ჟოზე გაეგდოთ, რაღაც უცნაური იუმორის გრძნობა აქვს ედენს.

მარა აგერ რუნი და კერიკი ვან გაალს ადიდებენ, უმაღლესი დონის მწვრთნელი იყო და როცა მის დავალებებს ზუსტად ვასრულებდით, ჩვენი დამმარცხებელი გუნდი არ იყოო.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
14 ოქტომბერი 2018 07:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: JuanMata
არადა აზარი ყველაზე აქტიურად აკრიტიკებდა ჟოზეს. ამის ინტერვიუ წავიკითხე, ვარჯიშებს უწუნებდა, კონკრეტულ მომენტებზე არ ვმუშაობთ ვარჯიშზე და მერე ძალიან გვიჭირს მატჩებშიო.

აზარი, ფაბრეგასი და კოშტა იყო ის ხალხი ვინც ჩააგდო სეზონი, რომ ჟოზე გაეგდოთ, რაღაც უცნაური იუმორის გრძნობა აქვს ედენს.

მარა აგერ რუნი და კერიკი ვან გაალს ადიდებენ, უმაღლესი დონის მწვრთნელი იყო და როცა მის დავალებებს ზუსტად ვასრულებდით, ჩვენი დამმარცხებელი გუნდი არ იყოო.

მაგრები არიან ხო მერე სხვანაირად ჭიკჭიკებენ
0
№7
ავტორი: Lalana
14 ოქტომბერი 2018 09:34
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
არადა აზარი ყველაზე აქტიურად აკრიტიკებდა ჟოზეს. ამის ინტერვიუ წავიკითხე, ვარჯიშებს უწუნებდა, კონკრეტულ მომენტებზე არ ვმუშაობთ ვარჯიშზე და მერე ძალიან გვიჭირს მატჩებშიო.

აზარი, ფაბრეგასი და კოშტა იყო ის ხალხი ვინც ჩააგდო სეზონი, რომ ჟოზე გაეგდოთ, რაღაც უცნაური იუმორის გრძნობა აქვს ედენს.

მარა აგერ რუნი და კერიკი ვან გაალს ადიდებენ, უმაღლესი დონის მწვრთნელი იყო და როცა მის დავალებებს ზუსტად ვასრულებდით, ჩვენი დამმარცხებელი გუნდი არ იყოო.

თვითონაც არ იციან რა სურთ.მასე იყვნენ კონტეს დანიშვნის დროსაც,აკრიტიკებდნენ მოურინიოს და ადიდებდნენ კონტეს.მერე ისევ პატარა პრობლემა და კონტეც მიასუხარეს.კონტესაც იმავე ტრიპაჩ ხალხთან შეექმნა პრობლემა.ვფიქრობ მხოლოდ მწვრთნელების ბრალი არ იყო ეს.ასე მგონია სარიც მაქსიმუმ ორი სეზონი გაქაჩავს და მერეც თუ ეს ფეხბურთელები იყვნენ ჩელსიში მაგასაც რაღაცას დაუწუნებენ და აახვევინებენ.ძაან ცანცარა ტიპია ედენი და ეტყობა კიდეც ინტერვიუებში.

მაშინ მოურინიოც და კონტეც მაგარი იყო როდესაც თასი აწიეს და მერე რაღა შეიცვალა?სრულიად სხვა ვარჯიშებზე გადავიდნენ თუ ტაქტიკა შეცვალეს?ახლაც დახტუნაობს აქეთ-იქეთ.რეალს ადიდებს და ღიად გამოთქვამს თავის აზრს წასვლასთან დაკავშირებით.არაპროფესიონალიზმია მსგავსი რაღაცეები და მეტი არაფერი.თუ წასვლა უნდა წავიდეს მაგრამ სეზონის შუაში ნუღა ატლიკინებს ენას,მაგის გამო კი გაბრაზდა სარიც.ყველაზე მაგარი კი ისა რის რომ წლების განმავლოვაშია რეალში შეძვრენას ცდილობს და იქიდან პერესი არც კი ცდილობს მის ყიდვას.ნუ 200 მილიონის გადამხდელი არ არის მაგაში და მაგიტომ.
0
№8
ავტორი: LewisHamilton
14 ოქტომბერი 2018 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ისე რაც აზარმა ამ ბოლო დღეებში ილაპარაკა თუნდაც იმაზე რომ ესპანეთში უნდა წავიდე უეჭველი თუ რამე დიდის მიღწევა მინდაო და ა.შ, მაგის ნახევარი მაინც რო პოგბას ეთქვა ვსო ეროვნულ მოღალატედ გამოცხადდებოდა გუნდში პრესის და კიდევ ბევრის მიერ..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top