თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2018, 12:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1419,
კომენტარები: 8
პოგბა: "პრემიერ ლიგის მოგება მსურს"
პოლი გუნდიდან წასვლას არ გეგმავს.
პოგბა:
სულ ცოტა ხნის წინ, პოლ პოგბას მიერ გაკეთებულმა ხმამაღალმა განცხადებამ ცხადყო, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლას არ გეგმავს და მისი სხვა კლუბში გადაბარგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები ჭორია და მეტი არაფერი.

პოლის "მანჩესტერული" კარიერა მშვიდად ნამდვილად არ მიმდინარეობს, პრობლემები მთავარ მწვრთნელთან, რამაც ჟურნალისტების ყურადღება ყველაზე მეტად მიიქცია, ხოლო პოგბას მიერ გაკეთებულმა რამოდენიმე უცნაურ განცხადებამ, თითქოს ყველაფერი არია.

საბოლოო ჯამში ამ ეტაპზე სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პოგბა - მოურინიო, ერთად გუნდში არსებული ნელმოქმედი ნაღმია, რომელიც არავინ იცის კვლავ როდის აფეთქდება. ყველასთვის ნათელია, რომ ფრანგი და პორტუგალიელი ერთ გუნდში უკვე დიდი პრობლემაა.

ვინ წავა პირველი "იუნაიტედიდან"? სავარაუდოდ ჟოზე მოურინიო, რადგან ხელმძღვანელობას არ სურს პოგბას გუნდიდან გაშვება, ფრანგს როდესაც სურს, მოედანზე ნამდვილად ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავია, თუმცა მის მიერ ძალით ჩაგდებული თამაშები მეტყველებს იმაზე, რომ მას მოურინიოსთან მუშაობა აღარ სურს.

თავის მხრივ, პორტუგალიელიც არ გეგმავს გუნდიდან მსგავსი წნეხით წასვლას რადგან, ვთანხმდებით, რომ ამ შემთხვევაში პორტუგალიელის სამწვრთნელო კარიერა დიდი საფრთხის ქვეშ იქნება, რატომ? ალბათ იმიტომ, რომ სამომავლოდ მოურინიოსთან არცერთ ტოპ - კლუბს აღარ ენდომება მუშაობა.

დავუბრუნდეთ სტატიის მთავარ ობიექტს პოლ პოგბას რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ მას პრემიერ ლიგის მოგება სურს. სწორედ ეს სიტყვები მეტყველებს იმაზე, რომ პოლი დარჩება ხოლო ჟოზე წავა.

"ძნელია კონცენტრაციის მოზიდვა და ახალი მიზნებისთვის ბრძოლა როდესაც ვარსკვლავი ხდები. მსოფლიო ჩემპიონობა - არის საუკეთესო ტიტული, რაზეც ფეხბურთელი მთელი თავისი კარიერა ოცნებობს.

თუმცა მე ახალი გამოწვვების მიღება მიყვარს, მე კიდევ ერთი მიზანი მაქვს. არასდროს არ მომიგია ინგლისის ჩემპიონატი, მსურს ეს გავაკეთო".
- ციტირებს ფრანგის სიტყვებს - AFP.

წყარო: ukrainefootball
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 ოქტომბერი 2018 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
რავი მე პირადად მაგრად მჯერა რო პოგბა არ წავა
1
№2
ავტორი: Lalana
13 ოქტომბერი 2018 13:48
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: gogcha
თუ პრემიერ ლიგის მოგება გინდა წადი ლივერპულში

სერიოზულად?
0
№3
ავტორი: Z_A_R_D_O
13 ოქტომბერი 2018 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ციტატა: Lalana
ციტატა: gogcha
თუ პრემიერ ლიგის მოგება გინდა წადი ლივერპულში

სერიოზულად?

ხო ხო გეგონოთ მაგ ლივერპულს მოჭიმავენ მალე, ძაან გაიჯეჯილეს მაგათმაც
0
№4
ავტორი: OzBeTa
13 ოქტომბერი 2018 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
რომ ეთქვა ეს მსურს მანჩესტერ იუნაიტედთან ერთადო დაკონკრეტებით უკეთესი იქნებოდა. მაინც იაზვობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№5
ავტორი: Z_A_R_D_O
13 ოქტომბერი 2018 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ციტატა: gogcha
ციტატა: Z_A_R_D_O
ციტატა: Lalana
ციტატა: gogcha
თუ პრემიერ ლიგის მოგება გინდა წადი ლივერპულში

სერიოზულად?

ხო ხო გეგონოთ მაგ ლივერპულს მოჭიმავენ მალე, ძაან გაიჯეჯილეს მაგათმაც
დეკემბერში შევხვდებით ენფილდზე YNWA!

დდდ ჩამოხვალთ ოლდ ტრაფორდზე, ნიუკასლთან როგორც ვითამაშეთ ისეთი იგრა წავიდეს და ჩემ ფეხებს იზავს თქვენი 1 სეზონიანი სალაჰი, ვან დეიკი და რავიცი კიდე :დ
0
№6
ავტორი: Lalana
13 ოქტომბერი 2018 17:49

ისე ითქვა ლივერპულიო რომ გეგონება ყოველ წელს იგებდნენ პრემიერ ლიგის თასს.ვაფასებ ყველანაირ მოწონააღმდეგეს მაგრამ ძაან უადგილო ნათქვამი იყო ლივერპულში გადასვლასთან დაკავშირებით.
0
№7
ავტორი: ikeoni
13 ოქტომბერი 2018 20:38

Xoar aviwydebat amat 1986 wels Ro moigebs bolos inglisi:)))
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2018 22:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხვალ სხვა რამეს იტყვის რა პრობლემაა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top