თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2018, 11:56
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2286,
კომენტარები: 13
არც ზიდანი და არც პოჩეტინო
"წითელი ეშმაკების" ახალი არჩევანი.
არც ზიდანი და არც პოჩეტინო
უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერული" კარიერის დასასრული დროებით გადაიდო. პორტუგალიელი როგორც ჩანს გუნდში დარჩება და დიდი ალბათობით ეს სეზონს დასრულებამდე გასტანს.

"ნიუკასლთან" მოგებული დრამატული მატჩი დრამატული ქამბექით, გულშემატკივრებისთვის დამაშოშმინებელი აღმოჩნდა და თითქოს რაღაც იმედის ნაპერწკალიც გაჩნდა. წინ სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება სადაც სავარაუდოდ ხელმძღვანელობა ჟოზეს რამოდენიმე ფეხბურთელსაც შეუძენს.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი სეზონიდან "იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ეყოლება, რადგან ფაქტია გუნდს ახალი სისხლი სჭირდება თუმცა არა შუა სეზონში და ამ ეტაპზე.

"ოლდ ტრაფორდის" მესვეურების სამწვრთნელო სიაში ახალი სახე გამოჩნდა. მაშ ასე, არც ზიდანი, არც პოჩეტინო და არც კონტე, "იუნაიტედი" შესაძლოა მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბაროს. იუწყება - Calciomercato.



წყარო: euro-football


ვის ისურვებდით მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე?

ზინედინ ზიდანი
მაურისიო პოჩეტინო
მასიმილიანო ალეგრი

სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
13 ოქტომბერი 2018 12:05
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
სავარაუდოდ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდება: ადრე ითქვა და დაიწერა კიდეც, რომ ალეგრის იუვენტუსიდან შედეგების მიუხედავად სეზონის დასრულების შემდეგ მაინც გაანთავისუფლებდნენ, მაგათი მომავალი მწვრთნელი კი ზიდანი მგონია აქედანვე. მშვენიერ დაბალანსებულ გუნდში წავა, რათ უნდა ამხელა გამოწვევის აღება ზიდანს როდესაც გუნდში რონალდუ დიბალა და შეთამაშებული ნაკრები ეყოლება, აქ ყველაფერი ახლიდანაა დასაწყები ასე, რომ ზიდანი იუვენტუსში წავა, აი ალეგრის სვარკობის მოყვანას გუნდში მგონია, რომ ხლმძღვანელობა აღარ გარისკავს, ერთ სვარკამ რა შედეგებიც გამოიღო კი ვხედავთ "დომხალია" გუნდში, ნუ ცოტა მიწყნარდა, პოჩეტინოს ჩაავლონ ხელი, ყველაზე კარგი ვარიანტი ეხლა ეგ არის.
1
№2
ავტორი: JuanMata
13 ოქტომბერი 2018 12:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მე მგონია რომ სპორტულ დირექტორს ელოდებიან. რომ დაინიშნება, მერე გადაწყდება მწვრთნელის ბედიც.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2018 12:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გამორიცხული არაფერი არაა, თუმცა ამ გადმოსახედიდან რთული წარმოსადგენია ალეგრის ხილვა მანჩესტერის მწვრთნელად.
0
№4
ავტორი: ikeoni
13 ოქტომბერი 2018 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11614
ყველაზე ნაკლებად ალეგრი მგონია რო მოვა
0
№5
ავტორი: Lalana
13 ოქტომბერი 2018 13:27
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ჩემი პირადი სუბიექტური აზრით ამ სამიდან დიდად არც ერთი არ მინდა.ზიდანი უბრალოდ აქ არ მოვა,მაგის შანსი მინიმალურია.აუტკივარ თავს არ აიტკივებს,როგორც ამას გვარდიოლა აკეთებდა.მიდის ისეთ გუნდში,რომელიც ასე თუ ისე დაბალანსებულია და თან იმ გარანტიით რომ საკმაოდ დიდ თანხასაც გამოუყოფენ.ასე იყო გვარდიოლა და ასეთ გზას გაჰყვება ზიდანიც.მე ზოგადად არ მომწონს მასეთი მწვრთნელები რომლებიც რისკზე არ მიდიან და მსგავსი რაღაცეები აშინებთ.პოჩეტინო კარგი ვარიანტია, მაგრამ ის არის საეჭვო გაქაჩავს თუ არა დიდ გუნდში,აქვს თუ არა ფსიქოლოგიური რესურსი იმისა რომ მანჩესტერულ ზეწოლას გაუმკლავდეს და აიღოს საუთარ თავზე ყველაფერი?ვფიქრობ გერმანული ხასიათი მოუხდებოდა ამ გუნდს,ისეთი მწვრთნელი რომელიც ტაქტიკასთან ერთად უდიდეს მუხტს შემატებდა გუნდს.
0
№6
ავტორი: giorgi_mg
13 ოქტომბერი 2018 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე პირადა არსენ ვენგერი მინდა, მაგრამ მე ვინ მეკითხება
0
№7
ავტორი: Z_A_R_D_O
13 ოქტომბერი 2018 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ქერიქს უნდა ჩააბარონ გუნდი, 1 წრე მაინც რაიცი იქნება გაამართლოს მანიუს სიყვარული აქვს მაგ კაცს, სიტუაციასაც დაალაგებს ასემგონია, ახალი მწვრთნელი უნდა გუნდს და მგონი ამაზე ჩალიჩობს მთელი გუნდი და მაგიტო თამაშობენ ცუდად არვიცი ეს ჩემი აზრია, ასევე ტრანსფერებიც გასაკეთებელია ზამთარშივე სასწრაფოდ მცველი გვჭირდება კარგი და არა ისეთი ლინდელოფივით 2 წელი ადაპტირებას რო მოუნდეს.
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
13 ოქტომბერი 2018 17:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: giorgi_mg
მე პირადა არსენ ვენგერი მინდა, მაგრამ მე ვინ მეკითხება

მეც მაგ აზრზე ვარ ვენგერი ყველაზე კარგი ვარიანტია ამათ შორის.გამოწვევების ზიდანს ეშინია,ალეგრი იგივეა რაც მოუ,პოჩეტინოს სამწვრთნელო მიდგომები ვარჯიშის ასპექტში მომწონს მაგრამ მენტალურად აქ მგონია გაუჭირდება,აი ვენგერი ავტორიტეტია და თან სწრაფი გააზრებული სანახაობრივი ფეხბურთის მოყვარულია და რესურსის არსებობის შემთვევაში შეუძლია დადოს შედეგი.რავი მე ასე ვფიქრობ
0
№9
ავტორი: Benny
13 ოქტომბერი 2018 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ციტატა: giorgi_mg
მე პირადა არსენ ვენგერი მინდა, მაგრამ მე ვინ მეკითხება

დიდი სიამოვნებით დაგეთანხმები მოუხდებოდა მანჩესტერს ვენგერის სტილი
0
№10
ავტორი: JuanMata
13 ოქტომბერი 2018 21:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: giorgi_mg
მე პირადა არსენ ვენგერი მინდა, მაგრამ მე ვინ მეკითხება


+1
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top