თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2018, 19:30
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1727,
კომენტარები: 8
ახაგაზრდა მცველი "იუნაიტედში" ითამაშებს
გერმანიიდან ინგლისში.
ახაგაზრდა მცველი
მოგეხსენებათ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ყველა გუნდი თუ მწვრთნელი ნიადაგის მომზადებას იწყებს ამ პერიოდისთვის და ცდილობენ მოლაპარაკებების წარმოება ნელ-ნელა დაიწყონ. როგორც ადრე, ამ შემთხვევაშიც "იუნაიტედი" ყურადღების ცენტრშია და ამას ფეხბურთელების განწყობებიც ადასტურებს.

"დორტმუნდის ბორუსიას" ახალგაზრდა მცველი მანუელ აკანჯი, მისივე განცხადებით, ღიაა ახალი გამოწვევებისთვის და დიდი სიამოვნებით დატოვებდა გერმანიას და გადავიდოდა სათამაშოდ ინგლისში. "იუნაიტედთან" მის სახელს ამა წლის იანვარშიც აკავშირებდნენ, თუმცა მხოლოდ ჭორები აღმოჩნდა.

ამ ჭორებით აშკარად მოიხიბლა შვეიცარიელი ფეხბურთელი და სურვილიც გამოთქვა ინგლისში და კონკრეტულად "იუნაიტედში" თამაშის. გუნდი და მოურინიო ნამდვილად მცველის ძიებაში არიან, თუმცა ბოსის რადარი აშკარად სხვა მიმართულებითაა და ნამდვილად საეჭვოა ამ პატიოსანი ახაგაზრდის "იუნაიტედის" მაისურში ხილვა.

წყარო: www.goal.com
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 ოქტომბერი 2018 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
მართლა ძნელი წარმოსადგენია ეს პატიოსანი ახალგაზდა მანიუში wink
0
№2
ავტორი: Z_A_R_D_O
12 ოქტომბერი 2018 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ეს ვინღაა?
0
№3
ავტორი: mishiko1
12 ოქტომბერი 2018 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ვინმე უფრო გამოცდილი გვჭირდება
0
№4
ავტორი: stepno
12 ოქტომბერი 2018 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
როგორც ყოველთვის მანჩესტერი ყურადღების ცენტრშია და ბოლოს სწორედ მანუელ აკანჯი შერჩებათ :))) ვაი ამათ პატრონს რაა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2018 00:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აკანჯიმ კი უნდა მოაგვაროს დაცვაში პრობლემები :))
0
№6
ავტორი: JuanMata
13 ოქტომბერი 2018 01:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ლუკაკუმ დუბლი გაიტანა.
მანჩესტერში ვარჯიშობს, რომ ნაკრებში ითამაშოს, თუ რა ჭირს?
0
№7
ავტორი: kulokulo
13 ოქტომბერი 2018 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
დაცვა დაცვა სულ დაცვას გაიძახის ეს ჩემისა
0
№8
ავტორი: giorgiginturi
14 ოქტომბერი 2018 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: JuanMata
ლუკაკუმ დუბლი გაიტანა.
მანჩესტერში ვარჯიშობს, რომ ნაკრებში ითამაშოს, თუ რა ჭირს?

ძმაო :)) აზარი კარასკო მერტენსი დებრუინი და ზოგადად ასეთ შემტევ იგროკებთან რომლებსაც მუდამ გოლის წყურვილი აქვთ შეტევის და ლამაზი თამაშის სწორი და დროული პასის, ამათთან ერთად მეც გავიტანდი ერთს მაინც :)
აბა ჩაჯმული მატიჩი ცანცარა ლინგარდის დეპრესიული სანჩესის გვერდით საშინელებაა თამაში სადაც ტიპს ჩამოსვლა და ბურთის მიღება უწევს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top