თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2018, 19:16
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1281,
კომენტარები: 5
სავიჩი: "მოხარული ვარ რომ მოურინიო სერბეთის მატჩს დაესწრო".
სერბი ჟოზეს უმაღლესი კალიბრის მწვრთნელად ასახელებს
სავიჩი:
"ლაციოს" ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ის ბედნიერი დარჩა გუშინდელი ასპარეზობის შემდეგ, რადგან ჟოზე მოურინიო მისი ეროვნული ნაკრებისა და მონტენეგროს შეხვედრას დაესწრო.
წყაროების მიხედვით ჟოზე იქ სავიჩისა და "ფიორენტინას" მცველის, ნიკოლა მილენკოვიჩის დასაკვირვებლად ბრძანდებოდა.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა - "მე "ლაციოს" მოთამაშე ვარ, მაგრამ ბუნებრივია ნასიამოვნები დავრჩი იმით, რომ ასეთი რანგის სპეციალისტი შეხვედრას ესწრებოდა".

"ბევრმა გამოცემამ დაწერა რომ ის ჩემი თამაშის სანახავად იყო მოსული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება ჩემს კი არა, ნებისმიერი სხვა მოთამაშის სანახავად მოვიდა".


23 წლის სავიჩი ახალი კონტრაქტის მიხედვით რომაულ კლუბში 2023 წლამდე დარჩება.
მეორე ფეხბურთელი, ნიკოლა მილენკოვიჩი კი უკვე სახელდება "ახალ ნემანია ვიდიჩად".

წყარო:Tribalfootball.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
12 ოქტომბერი 2018 20:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მცველი კარგი იქნებოდა
0
№2
ავტორი: mishiko1
12 ოქტომბერი 2018 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
სავიჩი გვჭირდება მითუმეტეს თუ პოგბას წასვლა უნდა
0
№3
ავტორი: PaLoMo
12 ოქტომბერი 2018 23:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ზამთარშივე მოითხოვს ამას და იმედია მოიყვანენ.შეილება კიდე 2კაცის დამატება ზამთარში მარჯვნივ ვინმე ისეთი იგროკი,რომ გაგვაძლიეროს და ცენტრალურ ზონაში ალდერვეილერდი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2018 00:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საჭიროება არი თუ არა ამის ყიდვის ესაა საქმე, კარგი ფეხბურთელია მარა ასეთი ტიპის მოთამაშეების მეტი რა გვყავს გუნდში
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
13 ოქტომბერი 2018 10:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მოკლედ არ ვიცი ეგ პოგბას ჯინზე თუ მოჰყავს თორე სხვა დანიშნულებას ვერ ვხედავ.თან მოხევენ ახლა უაზრო ფასს.გადაიხდიან იმდენ ერთ კაი გუნდს რო ააწყობს კაცი და მერე ფასი არ გაამართლაო დაიწყებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top