თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2018, 19:12
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1342,
კომენტარები: 4
სავიჩს სკაუტები დააკვირდნენ
სერბის ტრანსფერი რეალურია.
სავიჩს სკაუტები დააკვირდნენ
მოგეხსენებათ მიმდინარეობს სანაკრებო პაუზა და მწვრთნელებს, რამდენადაც ეზიზღებათ ეს პაუზა, ამდენადვე მიდრეკილნი არიან მათი სატრანსფერო სამიზნეების დაკვირვებისკენ მთელს ევროპაში. მოურინიომაც გამოიყენა ეს შანსი და დაესწრო მონტენეგრო-სერბეთის მატჩს, სადაც ის, სავარაუდოდ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს აკვირდებოდა.

გუნდს 23 წლის, ტანმაღალი, ფეხბურთელის შეძენა, გასული სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა, თითქმის მოახერხეს კიდეც, თუმცა შეთავაზეს დაგვიანების გამო იტალიურმა მხარემ გადაიფიქრა სერბის გაყიდვა. თუმცა მოურინიო ნამდვილად დარწმუნებულია მის არჩევანში და კვლავ სურს, სერბი ნახევარ-მცველი "იუნაიტედის" მაისურში იხილოს.

ამ თემასთან დაკავშირებით სავიჩმა განცხადებაც გააკეთა:"მე "ლაციოს" ფეხბურთელი ვარ და ეს მოცემულობაა დღეს. სასიამოვნოა, ისეთი კალიბრის მწვრთნელი, როგორც მოურინიოა, რომ ჩემს საყურებლად მოვიდა მოედანზე. მითხრეს, რომ მე მაკვირდებოდა და ეს ვინმემ დანამდვილებით იცით? მე არ ვიცი. იქნებ სხვას აკვირდებოდა. ეს არაფერს ნიშნავს, დამიჯერეთ."

წყარო: www.goal.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 ოქტომბერი 2018 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
შენ სანახავად იყო ხო შენ სანახავად:))
0
№2
ავტორი: levionok
12 ოქტომბერი 2018 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
იცის ვის სანახავადაც იყო მაგრამ კარგია რომ თავშეკავებული კომენტარები აქვს და არიქა იუნაიტედში უნდა გავიქცე ლაციოს დედაცო
0
№3
ავტორი: stepno
12 ოქტომბერი 2018 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არვიცი ამ კაცისგან სარგებელს ნაკლებად ველი როგორც მოურინიოსგან
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2018 00:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოურინიო სამომავლო გეგმებსაც აწუობს თურმე რა დროს წასვლაა :)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top