ისევ გრძელდება "ტოტენჰემის" ბელგიელი ცენტრალური მცველის, ტობი ალდერვეირელდის საგა. გაზულ ზაფხულს ის თითქმის შეუერთდა "იუნაიტედს", თუმცა როგორც ყოველთვის, ბოლო მომენტში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც "ეშმაკებს" სურდათ და ბელგიელმა გადაიფიქრა.
თუმცა, დღეს ისევ განახლდა ამ თემაზე საუბარი, იმ მიზეზის გამო, რომ ბელგიელმა მცველმა უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მას მოქმედი კონტრაქტი, ლონდონურ კლუბთან, ამ სეზონის ბოლომდე აკავშირებს და "იუნაიტედს" შანსი ექნება დაიმატოს 29 წლის ბელგიელი.
ამ საკითხთან დაკავშირებით კი საკმაოდ ორაზროვანი განცხადება გააკეთა, თვითონ ფეხბურთელმა:"მომავალზე ჯერ არ ვფიქრობ, რადგან ამჟამად "ტოტენჰემის" ღირსებას ვიცავ და სეზონის ბოლო, სეზონის ბოლოა, ხოლო ამჟამად სეზონის დასაწყისია და ნუ მეკითხებით, თუ რას ვფიქრობ კლუბიდან წასვლაზე."