თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2018, 00:12
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1969,
კომენტარები: 7
პოგბა:"არ მჭირდება კაპიტნის სამკლაური"
ფრანგის ხმამაღალი განცხადება.
პოგბა:
როგორც იცით, პოლ პოგბა გახლდათ ვიცე-კაპიტანი, თუმცა მოურინიომ ჩათვალა, რომ ის ამ სამკლაურის ღირსი არ იყო და ეს საკმაოდ განხილვადი თემა გახდა მაშინვე. ამ დაძაბულობის ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა მალევე, რაზეც ლამის მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ამ ამბების შემდეგ, ნამდვილად დაალაგა პოგბამ მედიასთან ურთიერთობა, თუმცა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა ფრანგმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მე არ მჭირდება კაპიტნის სამკლაური, რომ გუნდის ლიდერი ვიყო. იყო გუნდის ლიდერი ეს სრულიად სხვა რამაა, ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ მაღალ ხმაზე ილაპარაკო გასახდელში მატჩამდე და ტაიმებს შორის. ეს ნიშნავს იყო ანდრეა პირლო, თუმცა ვერასდროს იქნები ანდრეა პირლო[იცინის]. ანდრეა ნამდვილი ავტორიტეტი იყო და არ აქვს მნიშვნელობა, რა ტემბრში შეეძლო მას საუბარი."

ეს განცხადება ფრანგმა ნახევარ-მცველმა გააკეთა საფრანგეთის ნაკრებში მის შესაძლო კაპიტნობასთან დაკავშირებით, თუმცა იგრძნობა დიდი სურვილი მისი მხრიდან, რომ უკაპიტნოს "იუნაიტედს". პრინციპში მას ნამდვილად არ სჭირდება სამკლაური, რომ ამ ფორმაციის კლუბს ულიდეროს, ის ისედაც ლიდერად არის ჩამოყალიბებული.

წყარო: www.dailymail.co.uk
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: reddevil12
11 ოქტომბერი 2018 02:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
საერთოდ არ განვიხილავდი კერიკს შესაძლო ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მწვრთნელად, მაგრამ ბოლო დროს მხიბლავს ეგ იდეაც... ჯერ ერთი ფერგისთან უმუშავია და ნამდვილად მოახდენს მასზე, როგორც მწვრთნელზე ზეგავლენას, გუნდში იყო ისეთ დროსაც, როცა გუნდად აღარ ვვარგოდით (ფერგის წასვლის შემდეგ) იცნობს ფეხბურთელებს, პატივს სცემენ და პარალელურად ჭკვიანი ტიპია, ხოდა რატომაც არა? მოურინიოს კონტრაქტი რომ ამოეწურება ვისურვებდი, რომ გუნდში კერიკს დაეკავებინა მისი პოსტი. სქოულზის იდეაც მხიბლავდა, მაგრამ ისე აჯვავს ფეხბურთელებს არამგონია კარგი განწყობით დახვდეს ვინმე...
0
№2
ავტორი: ikeoni
11 ოქტომბერი 2018 06:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11614
Rogor gamoaswora pogbam laparaki:))❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
11 ოქტომბერი 2018 11:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოურინიოს მიმართაც იყო ნათქვამი, თუმცა ვეთანხმები ამ შემთხვევაში.
0
№4
ავტორი: JuanMata
11 ოქტომბერი 2018 13:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სანაკრებო შესვენების დროს მოწყენილობაა, ახალი ინფორმაციები დიდად არ ჩანს, არც რამე თამაშია განსახილველი, არც ჟოზეს აგდებენ, არც სპორტული დირექტორის კანდიდატურებს განიხილავენ.

სატრანსფერო ჭორებიც კი მოსაწყენია, ათასჯერ გადაღეჭილი სავიჩი, უამრავი ცენტრალური მცველი, რომლებიდანაც ვერ გაიგებ ვინაა რეალური კანდიდატი გადმოსვლის.
0
№5
ავტორი: OzBeTa
11 ოქტომბერი 2018 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ციტატა: Benny
ჩემი აზრით გუნდი მაიკლ კერიკს უნდა გადააბარონ სეზონის ბოლომდე, თამაშებს თუ აკვირდებით ოლდტრაფორდზე ნახევარი სტადიონი ცარიელია რიგ მათჩებში. წინასწარ არც არავის ეგონა რომ ზიდანი ზედიზედ 3 ლიგას მოიგებდა და არც არავის არ ეგონა რომ ასეთი შესანიშნავი მწვრთნელი გამოვიდოდა მისგან მაგრამ ფაქტი სახეზეა, კერიკს დრო აუცილებლად უნდა მისცენ სეზონის ბოლომდე არამგონია ისეთი უტვინო იყოს კერიკი ფანტაზიაში რომ ტაქტიკა მიმინუმ დაცვითი ფუნქციის არიყოს რა უკვე დავიღალე ყოველდღე შემოვდივარ და ვოცნებობ რომ სტატია დამხვდეს (ოფიციალურად : ჟოზე მოურინიომ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა) ძალიან დიდი იმედი მაქვს იმ შემთხვევაში თუ კარგ მწვრთნელს მოიყვანენ მარსიალის პოგბას რეშფორდის ლინდელოფის რატომღაც ლუკაკუ არმხიბლავს რაღაცნაირი მოუხერხებელი მოსაწყენი ფეხბურთელია შორიდან მაგას გოლი არააქ გატანილი სუსაჯარიმოსშიგნიდანააქ გატანილი გოლები . ჩემი აზრით ჩვენ გუნდში ისეთი ფეღბურთელები არიან რომლებიც ეხლა ძალიან ცუდ ფორმაში არიან მაგრამ კარგი შემტევი ტიპის მწვრთნელის მეთაურობით შესაძლოა სულ სხვა უფრო საინტერესო და ლაღი ფეღბურთი შემოგვთავაზონ . ერთხელ სტატია ვნახე იოაჰიმ ლოვიმ თქვა პრემიერ ლიგაში მსურსო რას ფიქრობთ ცუდი ვარიანტია ნუ ჰიგიენასთან დაკავშირებით რაღაც მიხვრა-მოხვრები აქვს მაგრამ სამაგიეროდ და მგონი კარგი მწვრთნელია.

სამწუხაროდ 2 მატჩის მოცდაც მოგვიწევს ერთი ჩელსსსთან რო წავაგებთ და მეორეც იუვესთან რო წავაგებთ და აი მერე აუცილებლად გაუშვებენ. სასწაული თუ მოხდა და ორივე მოიგო მგონი მართლა ვიფიქრებთ რომ რაღაცას დაალაგა გუნდში და ურთერთობა გამოასწორა ფეხბურთელებთან, მმართველებთან.

ციტატა: reddevil12
საერთოდ არ განვიხილავდი კერიკს შესაძლო ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მწვრთნელად, მაგრამ ბოლო დროს მხიბლავს ეგ იდეაც... ჯერ ერთი ფერგისთან უმუშავია და ნამდვილად მოახდენს მასზე, როგორც მწვრთნელზე ზეგავლენას, გუნდში იყო ისეთ დროსაც, როცა გუნდად აღარ ვვარგოდით (ფერგის წასვლის შემდეგ) იცნობს ფეხბურთელებს, პატივს სცემენ და პარალელურად ჭკვიანი ტიპია, ხოდა რატომაც არა? მოურინიოს კონტრაქტი რომ ამოეწურება ვისურვებდი, რომ გუნდში კერიკს დაეკავებინა მისი პოსტი. სქოულზის იდეაც მხიბლავდა, მაგრამ ისე აჯვავს ფეხბურთელებს არამგონია კარგი განწყობით დახვდეს ვინმე...


კერიკი ბაზარი არაა მარა აი გიგზი არ მინდა ტრენერად, რადგან რომ ვუყურებ სულ ის ფაქტი მახსენდება, თავისი ძმა რომ არ დაინდო და წარმომიდგენია რა როჟაცაა ადამიანურად ბევრი პატივს არ სცემს, ავტორიტეტი ბევრისთვის ვერ იქნება. უფრო კერიკი და სკოულზი თანაშემწედ აჯობებდა სეზონის ბოლომდე და მერე ზიზუ ან პიჩეტინო მოვიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№6
ავტორი: Z_A_R_D_O
12 ოქტომბერი 2018 06:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ოოოო ეს უკვე მომწონს პოლ, კაპიტნის სამკლაურს არ გავარტყი მთავარია ხალხი და გუნდელები გაფასებდნენ. 100%
0
№7
ავტორი: stepno
12 ოქტომბერი 2018 08:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემი აზრით გუნდი არავისაც არ უნდა გადააბარონ და როგორც არის ისე იყოს ყოველშემთხვევაში ამ წელს. ურთიერთობები უნდა დალაგდეს და ყველაფერი კარგად იქნება მგონი მიდის კიდეც მაგისკენ საქმე. ასე რომ ჟოზე მოურინიოს კიდევ აქქვს შანსი თავისი განსაკუთრებულობა დაგვანახოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top