თბილისი:
მანჩესტერი:
10-10-2018, 13:40
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1975,
კომენტარები: 7
სატრანსფერო სტრუქტურა "იუნაიტედში"
რეალურად ვინ დგას ტრანსფერების უკან?
სატრანსფერო სტრუქტურა
საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ბრიტანულმა გამოცემამ Skysports_მა, "იუნაიტედში" არსებულ სატრანსფერო სტრუქტურასთან დაკავშირებით, რაც, მეტ-ნაკლებად, გაგვაცნობს გუნდის შიდა სამზარეულოს.

პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ კლუბის დაქვემდებარებაში მყოფი, სრულ განაკვეთიანი, სკაუტები, რომელთა ზუსტი რაოდენობაა 50 და უმეტესობა მათგანი გადანაწილებულია ევროპის რიგ ქვეყნებში: იტალია, საფრანგეთი, გერმანია. ისინი გადანაწილებული არიან, ამ ქვეყნების პროვინციებშიც და ასევე, არასრულ განაკვეთიანი სკაუტების რაოდენობა შეადგენს 75_ს. შესაბამისად ახალგაზრდა, ნიჭიერი ტალანტების აღმოჩენაზე 125 ადამიანი ზრუნავს.

თავისმხრივ ეს 125 პატიოსანი ადამიანი ანგარიშს აბარებს "იუნაიტედის" სკაუტების შეფს - ჯიმ ლავლორს, რომელიც აანალიზებს ყველა ახალგაზრდის კონდიციებს მის თანაშემწეებთან ერთად და ანალიტიკური მსჯელობით გაჯერებულ, დამუშავებულ მასალას გადასცემს სტივ ბრაუნს, რომელიც გახლავთ სკაუტებისგან მოწოდებული მასალის კორდინატორი. ეს ადამიანი ფილტრავს სიას და საბოლოო ვარიანტს უგზავნის გუნდის დასაქმების გენერალურ მენეჯერს, მეთ ჯაჯს.

როგორც ადგილობრივი პრესა ამბობს, მეთ ჯაჯი და ედ ვუდვორდი უერთმანეთოდ ერთ საათსაც ვერ ძლებენ და შესაბამისად ძალიან აქტიურად მუშაობენ ერთად. თუ ჯაჯი მიიჩნევს რომელიმე ფეხბურთელს "იუნაიტედში" თამაშის "ღირსად", ის წარუდგენს დეტალურ ანგარიშს ედ ვუდვორდს ამ ფეხბურთელის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ეს უკანასკნელი, პროფესიით ბუღალტერი, ედ ვუდვორდი.

Skysports_მა ასევე გაარკვია, რომ გუნდში აპირებენ სპორტული დირექტორის მოყვანას, რომლის არსებობა საბოლოოდ გამიჯნავს გუნდში სპორტულ და ტექნიკურ მიმართულებებს. უშუალოდ სპორტულ დირექტორის საქმიანობის სფერო იქნება - ტრანსფერები, გუნდის სტრატეგია, აქტიური მოლაპარაკებები მწვრთნელთან და, რაც მთავარია, გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი.

დავუბრუნდეთ ტრანსფერებს. ნამდვილად არ მოგჩვენებიათ და არც ჩვენ გამოგვრჩენია, გუნდის მწვრთნელი საკმაოდ დიფერენცირებულია სკაუტების საქმიანობისგან და მართლაც, რომ გასაკვირია ამხელა სისტემაში, როგორ ვერ მოიძებნა მწვრთნელის ადგილი. სავარაუდოდ, ჟოზე მოურინიოს როლი არაოფიციალურია და პირადი მოლაპარაკებების საფუძველზე მოჰყავთ მისი სასურველი მოთამაშეები გუნდში.

წყარო: www.skysports.com
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
10 ოქტომბერი 2018 14:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ალბათ ახალგაზრდები, ის ვინც ძირითად გუნდში არ თამაშობს, არამგონია პოგბა, ლუკაკუ, სანჩესი, მატიჩი - ამათი ტრანსფერები ამხელა გზას გადიოდეს.
2
№2
ავტორი: ikeoni
10 ოქტომბერი 2018 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Ziritadad axlagazdebzea laparaki tore shemdgar varskvlavebs vin dauwyebs amden ganxilvas:))
0
№3
ავტორი: OzBeTa
10 ოქტომბერი 2018 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ვერგავიგე ჟოზე იძახის რომ მე არავინ მეკითხებაო ტრანსფერებშიო და არავინ მოუყვანეს და აქ სხვანაირად წერია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№4
ავტორი: N.Vidic
10 ოქტომბერი 2018 17:25
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
ვარსკვლავებს რაც შეეხება, უშუალოდ ჯაჯი და ვუდვორდი წყვეტენ ყველაფერს რა თქმა უნდა, თუმცა საკმაოდ მცირე როლი აქვს მაინც მწვრთნელს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№5
ავტორი: Dato kutaisi
10 ოქტომბერი 2018 19:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მადლობა ავტორს.ეს სტატია სქაიზე წავიკითხე და გამიხარდა აქაც რო დამხვდა ნათარგმნი.ყველას მადლობა ვისაც თქვენი წვლილი შეგაქვთ ამ საიტის არსებობაში.
ახლა რაც შეეხება ამ სტატიაში ერთ ფრაზას რაც ყველაზე მთავარია მემგონი.მთავარ გადაწყვეტილებას იღებს ვუდვორდი პროფესიით ბუღალტერი.
მესმის მენეჯერობა სრულებით არ ნიშნავს იმას რომ ფეხბურთელი უნდა იყო მაგრამ ამ ლიგიკითვე აუხსნელია რატომ ვერ აკავშირებს ბუღალტერი საფეხბურთო კუთხით ნაჩვენებ ცუდ შედეგებს გუნდის შემოსავლების კლებასთან თუ ეს ამ ჟამად არ არსებობს მის რისკებთან მაინც.არ ვიცი რა ფორმულით მართავს გუნდის მენეჯმენტს ვუდვორდი მაგრამ ფაქტია რო ამ გუნდს ჭირდება ჰაერივით სპორტული დირექტორი და ბუღალტრები და მარკშეიდერები უნდა გაემიჯნონ წმინდა სპორტულ საკითხებს და მიხედოს ვუდვორდმა იმას რაც ყველაზე კარგად გამოუდის - მარკეტინგი.ასე რომ დროზე დანიშნეთ ვინმე სპორტულ დირექტორად თქვე ჩემისებო სანამ მთლად ნეხვში არ აღმოვჩნდით.სტრატეგია და კონცეფცია დადეთ და ეს აკადემიის საფეხურიდან უნდა დაიწყოთ რომ შევსება საკუთარი გქონდეს საკუთარი ხელწერითვე გაზრდილებით
0
№6
ავტორი: levionok
11 ოქტომბერი 2018 09:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბევრი კომენტარი გაუგებარი გამოდგა ჩემთვის გარდა Dატო ქუთაისისა რა ახალგაზრდებზე სად წაიკითხეთ რომ ახალგაზრდებზეა მხოლოდ 50 სკაუტი რომელიც ოფიციალურად მუშაობს ხოლო 75 რემელიც კიდევ დამატებულია და სწორედ ისინი ეძებენ ახალგაზრდებს არც ის 50 იტყვის უარს პატარა მესი რომ ნახონ მაგრამ ასევე შემდგარ ვარსკვლავებს აკვირდებიან! ზოგმა დაწერა მცირეა მაურინიოს როლიო და მაურინიოს როლი მცირე კი არა საერთოდ არ არის ამ სტატიის მიხედვით,ვუდვორდი უძლიერესია თავის საქმეში და იცის ამ ბრენდით(მანჩესტერ იუნაიტედი)როგორ გამოიმუშაოს მილიონები საფეხბურთო მოედნის მიღმა მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ რა ტრიალებს მაურინიოს თავში ის ვერ ხვდება და ვერ აძლევს იმას რაც უნდა მისცეს! მაურინიოს არ ვიცავ მაგრამ თვითონ სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,დაუშვათ მოვიდა ზიდანი ან გვარდიოლა ან პოჩეტინო ან სამივე ერთად არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფიქრობთ ამ სისტემის ფონზე მათ რამე შანსი აქვთ? ადგებიან და შემტევ ფეხბურთს ათამაშებენ არსებულ შძემადგენლობას მაგრამ თავის მიზნებს ვერ განახორციელებენ,ბევრად უფრო დიდი დაძაბულობაა მაურინიოსა და ხელმძღვანელობას შორის ვიდრე მაურინიოსა და ფეხბურთელებს შორის! მაშასადამე გვჭირდება სპორტული დირექტორი ჰაერივიათ
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 ოქტომბერი 2018 12:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აკადემიას და რეზერვებს ნამდვილად ჭირდება ამდენი ეტაპი, თუმცა შემდგარ ფეხბურთელებს ასე არავინ არ აკვირდება, თუმცა ცუდია რო აკადემიიდან პირველ გუნდში ამ პირორბების გათვალისწინებით რაც დღესაა,მცირე შანსია რო ვინმე მოხვდეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top