თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2018, 19:09
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2073,
კომენტარები: 14
ფილ ნევილი:"ჟოზე შესაფერისი მწვრთნელია"
ლეგენდამ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ფილ ნევილი:
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ამ დროისთვის, ინგლისის ქალთა ნაკრების მწვრთნელამ ფილ ნევილმა, კომენტარი გააკეთა "იუნაიტედში" მიმდინარე პროცესებზე. ფილ ნევილმა ძალიან დადებითად ისაუბრა მოურინიოზე და განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც ამ კრიზისს დაძლევს.

"მე ვფიქრობ, რომ ჟოზე ის ადამიანია, რომელიც ამ დროისთვის "იუნაიტედს" სჭირდება და, რომელიც გუნდს ამოიყვანს ამ ჭაობიდან. მე ორჯერ დამითხოვეს გუნდიდან და ეს ძალიან მტკივნეული მომენტია, როდესაც შენი მომზადებული გუნდი მარცხდება და ეს ყველაფერი შენს კისერზეა, ეს უფრო მეტად პერსონალური ხდება შენთვის, ალბათ, ჟოზესთვისაც ასეა. ვეთანხმები ჟოზეს და მეც ვფიქრობ, რომ ნამდვილად ნადირობენ გუნდისა და მისი იმიჯის შელახვისთვის, მაგრამ პორტუგალიელი ის ადამიანია, ვინც ამ ყველაფერს გაუმკლავდება, მან იცის პრესასთან ურთიერთობა. ან ყველაფერი ან არაფერის - პრინციპი მოქმედებს "იუნაიტედში" და არავინ გაპატიებს მარცხს, რაც საკმაოდ რთულია მწვრთნელისთვის. თუ "იუნაიტედის" გულშემატკივარი ხარ, ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალური მოვლენაა 0-2 დან, 3-2 გამარჯვება."

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
9 ოქტომბერი 2018 19:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
0:2 დან 3:2 ნამდვილადაა ნორმალური მოვლენა მაგრამ ის რომ გუნდს ფსიქოლოგიურ ასპექტში ვერ მართავ ეს არაა ნორმალური.არაა ნორმალური 3 ორმეტრიანი ნახევარმცველით თამაში.არაა ნორმალური როცა 5წელია პრობლემატური გაქ პოზიცია და არავის ეძებ და ცდილობ იყიდო მარჯვენა ფლანგზე.ბევრი რამე არაა ნორმალური ჩვენთან დაკვირვებული ვარ რაღაც პოზიტიური რობმოხდება ჩვენს თამაშში და სრაზუ სანაკრებო პაუზა იწყება და ან დამტვრეულები ან გადაღლილები ბრუნდებიან და ისევ საზიზღრობა იწყება
0
№2
ავტორი: devidi
9 ოქტომბერი 2018 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ესეც მაგარს ეწევა smile
0
№3
ავტორი: Z_A_R_D_O
9 ოქტომბერი 2018 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ეხლა სანაკრებო პაუზა იწყება და იმედია არ დაიმტვრევა არავინ, თორე მართლა არ ყოფილა ჩვენი საშველი
0
№4
ავტორი: ikeoni
9 ოქტომბერი 2018 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Qambeqi martla chveni stilia:))
0
№5
ავტორი: Z_A_R_D_O
9 ოქტომბერი 2018 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
მარსიალი მომეწონა იმ დღეს შეუძლია მაგ ბიჭს მეტი აიღოს საკუთარ თავზე, მოკლედ ასე თუ ითამაშეს მაშინ რაღაც იმედი გამიჩნდება, რეალურად მოუ მიხვდა რო დაცვაში ჩადგომა არის კატასტროფა და ეს ბევრგან გამოცადა ამ ბოლო დროს ვაკვირდები 1 ტაიმს ცუდად ითამაშებს 2 ტაიმში დაფრინავენ ფებურთელები, ახალი მწვრთნელი საჭიროააა ჰაერივით რო დააალაგოს სიტუაცია
0
№6
ავტორი: nika_nikusha
9 ოქტომბერი 2018 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
აუ კაროჩე ნიუკასლს მოუგო მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე და აავსეს ქებით ეს სირთავა, გ ა ა თ რ ი ე თ ეს ავტობუსი აქედან სირცხვილია ესეთი დონის მანჩესტერი სირცხვილი, დავივიწყოთ მაშინ ისტორია ტიტულები სტილი და ვიყოთ ერთი საშვალო დონის კლუბი რომელიც სტაბილურად თამაშობს პრემიერ ლიგაში და იბრძვის ოთხეულისთვის და ვიყოთ კმაყოფილი ამით . ხთფუიიი
0
№7
ავტორი: Smoke - N
9 ოქტომბერი 2018 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 247
ეეეიი ნევილ შენ ან ძაან დაბოლილი მიეცი ინტერვიუ ან უკვე ერთ ადგილს აძლევ ჩმორინოს ან უწოვ მაგრად, მოდი რა ნევილ გ.ა.ჯ.ვ.ი აქედან სირცხვილია ბლინ ამდენი წაგება და ერთი მოიგო და არიქა ბარემ ძეგლი დაუდგათ არ გინდათ :) გათრიეთ ეს სლე აქედან თავის ავტობუსთან ერთად
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
9 ოქტომბერი 2018 21:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: Z_A_R_D_O
მარსიალი მომეწონა იმ დღეს შეუძლია მაგ ბიჭს მეტი აიღოს საკუთარ თავზე, მოკლედ ასე თუ ითამაშეს მაშინ რაღაც იმედი გამიჩნდება, რეალურად მოუ მიხვდა რო დაცვაში ჩადგომა არის კატასტროფა და ეს ბევრგან გამოცადა ამ ბოლო დროს ვაკვირდები 1 ტაიმს ცუდად ითამაშებს 2 ტაიმში დაფრინავენ ფებურთელები, ახალი მწვრთნელი საჭიროააა ჰაერივით რო დააალაგოს სიტუაცია

ის რომ ფსიქოლოგიური მხარე პირველი გოლის მერე ჩვენსკენ იყო ეგ ერთი მეორეც ის რომ ნიუკასლს კლასი არ ეყო ერთი მაინც დავეჭირეთ კონტრზე.დაცვა აღარ გვყავდა საერთოდ მატიჩმა რაებიც აკეთა გახსოვს ალბათ.ყველა შემტევი იყო მოედანზე რაც კი შეგვეძლო გვყოლოდა კალათბურთელები ბუჩქები სწრაფები და ვუტევდით უკან მოუხედავად.ასე რო ვითამაშოთ სხვა თამაშშიც არ მგონია ჩვენთვის სასიკეთოდ დამთავრდეს
0
№9
ავტორი: Phil Jones
9 ოქტომბერი 2018 22:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ხო ნიუკასლთან მეორე და უოტფორდთან პირველი ტაიმი რომ ავიღოთ და შევაჯამოთ კი ბატონო, მაგრამ საქმე ისაა რომ თვეში 1 ტაიმია იისეთი როგორიც გვინდა იყოს და 50-60-65-75-105 მილიონიანი ფეხბურთელები როა გუნდში და ხელფასები კვირაში 100 000 დან იწყება და 400 000 მდე ადის სწორედ იმიტომ რომ მაყურებელს ასიამოვნონ ანუ მე და ამ საიტზე მყოფებს ყველას და კიდევ მილიონობით ჩვენნაირს ნამდვილად არ მინდა თვეში 45 წუთი ვნახო კარგი და სწორედ ამიტომ უნდა გაა.ვას მოურინიომ და არა იმიტომ რომ ცუდი ტიპია ან რამე ეგეთი,, სულ არ მაინტერესებს მე პირადად მისი პიროვნება და პირადი აზრები და ცხოვრებისეული ტრავმები...
დაგვანახოს 2-3 თვე მოიგოს ყველა თამაში შემტევი და კარგი ფეხბურთით და კი ბატონო, არამგონია ვინმე ჯინაზე იყოს აქ და გინდათუარა არ უნდოდეს ეს კაცი, მე პირადად სულ რო უცნობი მოიყვანონ მწვრთნელად თავიდან იმედით ვიქნები და არ გავაკრიტიკებ მერე კი საქმის მიხედვით რასაც ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში.
0
№10
ავტორი: JuanMata
9 ოქტომბერი 2018 22:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Z_A_R_D_O
ეხლა სანაკრებო პაუზა იწყება და იმედია არ დაიმტვრევა არავინ, თორე მართლა არ ყოფილა ჩვენი საშველი


უკვე დაიმტვრნენ, ჯერ არ დაწყებულა და შოუ და მატიჩი დაბრუნდნენ კლუბში. მგონი ფელაინისაც რაღაც ჭირს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top