თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2018, 18:11
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1380,
კომენტარები: 4
მატა:"ფანებს ეს არ დაუმსახურებიათ"
"იუნაიტედის" ფეხბურთელის განცხადება.
მატა:
საკმაოდ ემოციური მატჩი გამოვიდა "ნიუქქასლის" წინააღმდეგ და ეს ფეხბურთელებსა თუ გულშემატკივრებზეც აისახა. იმდენად ემოციური მატჩი იყო, რომ მოურინიოს მშობლიურ ენაზეც კი წამოსცდა უწმაწური სიტყვები. გთავაზობთ ხუან მატას განცხადებას მატჩის შემდგომ.

"გუნდის გულშემატკივრებს ეს არ დაუმსახურებიათ, არ დაუმსახურებიათ ის მდგომარეობა, რაც ახლაა კლუბში. ისინი ჩვენ გვიბიძგებენ, გვეხმარებიან, რომ მეტი გავაკეთოთ და შევძლოთ. მე ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის გამო, ჩვენ გამო და, რაც მთავარია, ფანების გამო. ეს გამარჯვება ჩვენს მენტაურ მხარეს სჭირდებოდა. ეს განსაკუთრებული რამ იყო, ჩვენ ვმარცხდებოდით ანგარიშით 0-2, ისინი ჩვენზე მეტ მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა რეალიზება უჭირდათ. ჩვენ გამოვედით მოედანზე ისე, რომ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა. ეს კომფორტული სიტუაციაა, რადგან კომპლექსების გარეშე ვითამაშეთ, თუმცა არ შეიძლება ამან სისტემურახე მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქაულა იყო, განსაკუთრებულად ფანებისთვის და ჩვენი მენტალობისთვის."

მატას ჯარიმამ ნამდვილად მისცა მუხტი თამაშს და ახალი სისხლი შესძინა, თუმცა როგორც ესპანელმა ნახევარ-მცველმა აღნიშნა, არ შეიძლება სისტემური სახე მიეცეს ისე თამაშს, რომ თითქოს გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს, რადგან, როგორც მინიმუმ, გუნდის იმიჯი ზიანდება ფეხბურთელების სუსტი პერფორმანსით.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 ოქტომბერი 2018 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Imedia Es tamashi gardamtexi Iqneba gundistvis
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 ოქტომბერი 2018 23:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მატა ძირითადში უნდა იყოს ამ ფორმაციის მანჩესტერში!
0
№3
ავტორი: JuanMata
9 ოქტომბერი 2018 09:50
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
2011 წლის მერე, რაც მატა გადმოვიდა პრემიერლიგაში, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი საჯარიმოდან.

თუ გაითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მატას სეზონში ერთხელ არტყმევინებენ საჯარიმოებს, მშვენიერი შედეგია.

სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტ სახიფათო მომენტს მანჩესტერში მატა ქმნის, უბრალოდ იმის გამო, რომ ფინტებს არ აკეთებს ნახევარ მოედანზე ბურთს არ ათრევს და ყოველი მომენტის შემდეგ უაზროდ ხელებს არ იქნებს, არც ისე შესამჩნევია მისი მოქმედებები.

ნორმალური მწვრთნელის ხელში აუცილებლად ძირითადის წევრი იქნებოდა და გუნდის ლიდერი და ვარკსვლავი თუ არა. მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა ჩვენი შეტევის.
0
№4
ავტორი: Z_A_R_D_O
9 ოქტომბერი 2018 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ყოჩაღ მატა მონდომებული ხარ შენ! კაი ჯარიმაც შესვი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top