თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2018, 16:22
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1434,
კომენტარები: 5
შვედი მცველი "იუნაიტედში"
ჭორები, ჭორები და ისევ ჭორები.
შვედი მცველი
ჯერ ძალიან ადრეა სერიოზულ სატრანსფერო ფანჯარამდე, თუმცა ჭორები მაინც ვრცელდება, რაც იდეაში სპეკულაციებს უფრო გავს. ალბათ თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში არ ჩაუვლია სატრანსფერო ფანჯარას ისე, რომ რომელიმე ფეხბურთელი არ დაეკავშირებინათ "იუნაიტედისთვის". გავრცელდა ჭორები, რომ შვედეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ანდრეას გრანქვისტმა და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ წინასწარი კონტრაქტი შეათანხმეს, თუმცა ფეხბურთელმა ეს უარჰყო.

"მედიაში გავრცელებული ჭორები ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ინტერესი "იუნაიტედიდან"? ალბათ გიჟი უნდა ვიყო ასეთ დიდ კლუბთან, რომ არ მოვინდომო თანამშრომლობა, მეტიც, თუ შესაძლებლობა იქნება მე ღია ვარ ყველანაირი შემოთავაზებისთვის ამ გრანდისგან. თუ ზამთარშივე იქნება შემოთავაზება, "ჰელსინგბორგს" მოუწევს გადახედოს მას, თუმცა ამ დროისთვის ნამდვილად არაფერია."

შვედი უკანახაზელი 33 წლისაა და ნამდვილად გამოცდილია. თუ ეს ჭორები რეალობას შეესაბამება, ნამდვილად კარგი გათვლაა მოურინიოს მხრიდან, რადგან მისი გამოცდილება ძალიან დიდი დახმარება იქნება, "იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველებისთვის. ეს ნამდვილად არ არის სამომავლო გეგმებზე გათვლილი, თუმცა ამ დროისთვის არსებული ჭაობიდან ამოსვლაში ნამდვილად დაეხმარება გუნდს და საკმაო დროის ფორას მისცემს გუნდს უკეთესი ვარიანტების მოსაძებნად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიზერულ ფასად ან საერთოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოსვლის შემთხვევაში იქნება მისაღები.

წყარო: www.goal.com
ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: f.c.mu
8 ოქტომბერი 2018 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ამან მაქსიმუმ 2 / 3 წელი გაქაჩოს, მართლა გამოცდილებას თუ გაუზიარებს თორე ამის იმედზე რავიცი რავიციი, იმედია მერე კიდე ადაპტაციისთვის 2 სეზონი არ დაჭირდება როგორც ლინდელოფს, ისე კაი შეთამაშებულები კი არიან, ლინდელოფი შვედეთის ნაკრებში გაცილებით დამაჯერებელი იყო

გააჩნია კიდე რა ფასად გადმოვა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 ოქტომბერი 2018 18:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხო როგორც გრანტი მოიყვანეს და პერეირა იჯაროთ გაუშვეს, დრრბისთამ ერთ პენალტს მაინც აიღებდა :))
0
№3
ავტორი: ikeoni
8 ოქტომბერი 2018 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Albat morigi choria:))
0
№4
ავტორი: JuanMata
8 ოქტომბერი 2018 22:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: f.c.mu
ამან მაქსიმუმ 2 / 3 წელი გაქაჩოს, მართლა გამოცდილებას თუ გაუზიარებს თორე ამის იმედზე რავიცი რავიციი, იმედია მერე კიდე ადაპტაციისთვის 2 სეზონი არ დაჭირდება როგორც ლინდელოფს, ისე კაი შეთამაშებულები კი არიან, ლინდელოფი შვედეთის ნაკრებში გაცილებით დამაჯერებელი იყო

გააჩნია კიდე რა ფასად გადმოვა


რატომ გგონია რომ ჟოზეს აღელვებს რამდენი ხანი ითამაშებს, ნახევარი სეზონისთვის უნდა, რომ გადააგოროს ეს სეზონი როგორმე და მერე აიღოს ფული და წავიდეს დასასვენებლად.

მითუმეტეს კარგი მცველია ძაან, გამოცდილება აქვს, ზედმეტი წვალება არ ჭირდება, ჟოზეს უყვარს პენსიონერებთან მუშაობა. არ გამიკვირდება რომ უნდოდეს ამის დამატება.
1
№5
ავტორი: glory28
9 ოქტომბერი 2018 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
კათარზისია თუ რა ხედება 33 წლის რა უბედურებაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top