თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2018, 16:20
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1325,
კომენტარები: 5
სანჩესმა ნავსი გატეხა
ჩილელს "იუნაიტედში" გოლი 6 თვე ვერ გაჰქონდა.
სანჩესმა ნავსი გატეხა
პრემიერ ლიგის მერვე ტურში. ერთმანეთს "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერ იუნაიტედი" და რაფაელ ბენიტესის "ნიუკასლი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობა ნამდვილად მოულოდნელად განვითარდა, პირველი ტაიმის შემდეგ "კაჭკაჭები" შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

თუმცა საბოლოოდ ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედმა" საკუთარ თავში ძალები ჰპოვა და მეტოქე ანგარიშით 3-2 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამარჯვების გოლი ალექსის სანჩესმა გაიტანა. სტატიის მთავარი გმირიც სწორედ ის გახლავთ.

კერძოდ, სანჩესს "წითელი ეშმაკების" რიგებში უკვე 6 თვე გოლი არ ჰქონდა გატანილი, რაც მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის ნამდვილად მოულოდნელი შედეგი იყო და კრიტიკოსების განხილვის საგანი 29 - წლის ფეხბურთელი ხშირადაც ხდებოდა.

ალექსისმა გოლი ბოლოს 2018 წლის 21 აპრილს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გაიტანა. მას შემდეგ მშრალი სერია გრძელდებოდა. თუმცა გუშინ "ნიუკასლთან" გატანილი მნიშვნელოვანი გოლი ამ ყველაფრის დასასრული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ სანჩესს "იუნაიტედში" მხოლოდ და მხოლოდ 4 გოლი უგროვდება, მაშინ როდესაც ფეხბურთელს ამ დრომდე ყველა ტურნირზე 24 თამაში აქვს "წითლების" რიგებში ჩატარებული.


წყარო: euro-football


როგორი სახით გსურთ ახალი კომენტარების კითხვა საიტზე?

ახალი კომენტარები თავში
ახალი კომენტარები ბოლოში

ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 ოქტომბერი 2018 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Mjera Ro mainc atamashdeba da Ese ukvalod ar chaivlis sachesis kariera maniushi
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 ოქტომბერი 2018 21:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც მგონია რო იტყვის თავის სიტყვას, სხვა მწვრთნელის ხელში მაინც.
0
№3
ავტორი: JuanMata
7 ოქტომბერი 2018 23:26
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ახალ მწვრთნელთან გაიხსნება.
0
№4
ავტორი: temo-scholes
8 ოქტომბერი 2018 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
მოურინიო მაინც გასაშვებია...!
0
№5
ავტორი: GIOMU
8 ოქტომბერი 2018 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტიცკებელი თუ არ წავიდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top