თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2018, 16:19
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1500,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" - "ნიუკასლი"
ფეხბურთელთა რიცხობრივი შეფასებები.
საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გამოვიდა "ოლდ ტრაფორდზე" და როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურადაც მშვენიერი თამაში აჩვენა ადგილობრივმა გუნდმა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

დეივიდ დე ხეა - 7
ორჯერ მოახერხეს მისი კარის დალაშქვრა, თუმცა შემოგვთავაზა რამოდენიმე ძალიან მაღალი დონის სეივი, ისეთი, როგორიც მას ახასიათებს ხოლმე.

ეშლი იანგი - 6
საკმაოდ ჰქონდა შეცდომები დაცვაში, რაც მას ტრადიციად ექცა. თუმცა ბოლო გოლის შემთხვევაში ასისტი მიითვალა.

კრის სმოლინგი - 4
საკმაოდ სუსტი პერფორმანცი შემოგვთავაზა და შეფასებაც შესაბამისი დაიმსახურა.

ერიკ ბაი - 1
შეცვალეს მატჩის მე_17 წუთზე, რადგან გუნდი შოკში იყო და მისი ცვლილებით მოურინიომ როტაციას მიმართა შეტევაში.

ლუკ შოუ - 4
უჭირდა შეტევების გამწვავება, თუმცა როტაციის შედეგად მისი შეტევაში ჩართვის აუცილებლობა აღარ იდგა, რის შედეგადაც მოუწია დაცვაზე კონცენტრირება, რაც მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არაა.

პოლ პოგბა - 6
ისევ ცდილობს იპოვოს საკუთარი მიზანი გუნდში და სწორად კონცენტრირდეს. მიითვალა საგოლე გადაცემა.

მარკუს რაშფორდი - 3
ალბათ უნდა შეწყვიტოს ფიქრი, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ არის ხშირად ძირითად შემადგენლობაში. ორი 100% იანი საგოლე გადაცემა გაანიავა.

ენტონი მარსიალი - 7
დაუღალავად დარბოდა მეტოქის ნახევარზე და კარგადაც ამწვავებდა შეტევებს. ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.

რომელუ ლუკაკუ - 5
ცდილობს ისევ და ისევ, თუმცა მის მცდელობებს შედეგი არ მოაქვს.

ხუან მატა - 7
უმაღლესი კლასის საჯარიმო დარტყმა.

მარუან ფელაინი - 7
დაამძიმა მოწინააღმდეგე გუნდის შეტევები და კარგი იყო ართმევაზე.

ალექსის სანჩესი - 7
გამარჯვების გოლის ავტორი. არ გაუტანია მარტის შემდეგ, თუმცა ნამდვილად სწორ დროს შეძლო გატანა.

წყარო: www.manchestereveningnews.com
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
7 ოქტომბერი 2018 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
პოგბას 6 ზე მეტი ხვდებოდააა!!!! ბაი ჩათვალეთ არც უთამაშნია 1 რა იყოოოო
0
№2
ავტორი: N.Vidic
7 ოქტომბერი 2018 16:45
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
ციტატა: glory28
პოგბას 6 ზე მეტი ხვდებოდააა!!!! ბაი ჩათვალეთ არც უთამაშნია 1 რა იყოოოო


გეთანხმები, 7 მაინც ეკუთვნოდა. სადაც ფელაინიმ დაიმსახურა 7, იქაც პოგბას უნდა დაემსახურებინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№3
ავტორი: ikeoni
7 ოქტომბერი 2018 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Pogba iyo sauketeso Dzalian cudi shefasebaa..da mere marso Ra tqma unda
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
7 ოქტომბერი 2018 21:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მატიჩმა ისეთი თამაში ჩაატარა აქაც ვერ მოხვდა wink
0
№5
ავტორი: temo-scholes
8 ოქტომბერი 2018 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
არაადეკვატური შეფასებებია და თან ძალიან...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top