დილამშვიდობის, მინდოდა მეკითხა ასე ადრიან რამ გადაგაწყვეტინათ პრესკონფერენცია, თუმცა ალბათ დროს ტყუილად დავკარგავ... მაინტერესებს თქვენი აზრით, ამ კრიზის ძირითადი მიზეზი რა არის ?
სხვადასხვა მიზეზი არსებობს.
შეგიძლიათ გვითხრათ ?
არა
ჟოზეს საშინაო სტატისტიკა და "ნიუკასლთან" მოგების სურვილი.
მოგება ძალიან მნიშვენლოვანია. მე ვიცი რომ ჯერ ოქტომბრის დასაწყისია და ძალიან ადრეა სატურნირო ცხრილზე საუბარი, ვინაიდან ნებისმიერ ევროპულ ჩემპიონატში სექტემბრის და ოქტომბრის სატურნირო ცხრილის მაჩვენებელი არ ასახავს საბოლოო შედეგებს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ სათამაშო ხარისხი და მოვიპოვოთ 3 ქულა "ნიუკასლთან" მატჩში, თავისმხრივ ოპონენტთა ბანაკსაცვ ესაჭიროება ნავსის გატეხვა და გამარჯვევის მოპოვება.
მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც განსაკუთრებულად თამაშობს დიდი ექვსეულის გუნდებთან, ვინაიდან რაფა ბენიტესი კარგად აანალიზებს ოპონენტს და ცდილობს ყველა გზა მოუჭრას, მათ ეს შეძლეს და ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ლიდერებს, ურთულესი მატჩი გველის.
პირველის საშინაო მოგების მოლოდინში
დიახ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ითამაშო 3 ფრე საშინაო მატჩებში წაგებასთან შედარებით ცუდი არაა, თუმცა გამარჯვების ემოცია აუცილებლად საჭიროა. ყველანაირად ვეცდებით შაბათს ეს დავამტკიცოთ და გავახაროთ გულშემატკივრები.
ასეთ სიტუაციაში გუნდი არ ყოფილა 1999 წლიდან
დიახ, გეთანხმებით. ეს ძალიან ცუდია ამხელა მაშტაბის გუნდისთვის.
გულშემატკივრებს შეუძლიათ ჰქონდეთ იმედი, რომ თქვენ შეძლებთ გუნდის ამ ჩიხიდან გამოყვანას ?