თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2018, 22:41
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1301,
კომენტარები: 3
"იუნაიტედი" ჰოლანდიელს დაიმატებს
ახალგაზრდა ფეხბურთელს მსურველები მრავლად ჰყავს.
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ამსტერდამის "აიაქსს" მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული აკადემია, ყოველთვის ჰყავდა და დღესაც ჰყავს. შორს, რომ არ წავიდეთ, მათი აკადემიის აღზრდილი ჯასტინ კლიუვერტი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა "რომას", თუმცა ეს ბოლო მომენტში გადაწყდა, ხოლო მანამდე მას "ბარსელონაში" ელოდნენ. სწორედ ამ აკადემიის აღზრდილი დონი ვან დე ბიკისთვის იბრძვის ოთხი გუნდი.

21 წლის ნახევარ-მცველის მსურველთა სია ასე გამოიყურება: "იუნაიტედი","ლივერპული",ჩელსი" და "ბარსელონა". ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საკმაოდ დიდი კლუბებია ჩამონათვალში, თუმცა ამ ახალგაზრდის ნიჭიერება ნამდვილად ამართლებს მის მიმართ გამოჩენილ ინტერესს. მისმა აგენტმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:"ვადასტურებ, რომ გასულ ზაფხულს ნამდვილად ინტერესდებოდნენ გრანდები დონით, კონკრეტულად კი ინგლისური გრანდები. თუმცა მან გადაწყვიტა, რომ უკეთესად განევითარებინა მისი უნარები "აიაქსში" დარჩენით და ის ფაქტი, რომ ამჟამინდელ კლუბში მას უფრო მეტი სათამაშო დრო აქვს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია."

რთულია თქმა რა თანხა შეიძლება კლუბმა გადაიხადოს ამ ახალგაზრდაში ან საერთოდ სჭირდება თუ არა მისნაირი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ამ მოცემულობის "იუნაიტედს".

წყარო: www.goal.com
ჭორები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
6 ოქტომბერი 2018 00:37
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რეალურად ახალგაზრდა პერსპეკტიული ფეხბურთელი ამ გუნდში არ გადმოვა თუ არჩევანი ექნება ან მანჩესტერის ფანი უნდა იყოს რაც ნაკლებად სავარაუდოა ამ შემთხვევაში.
0
№2
ავტორი: ikeoni
6 ოქტომბერი 2018 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Kai momavali aqvs am bichs
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 ოქტომბერი 2018 16:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭორებია ჯერ მეტი არაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top