ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ "იუნაიტედის" ამჟამინდელ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს წყალი აქვს შემდგარი და ყოველი შემდგომი მატჩი აახლოებს დღესთან, როდესაც პორტუგალიელი და "ეშმაკები" ცალ-ცალკე განაგრძონებ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, გუნდმა უნდა იპოვოს სპეციალისტი, რომელიც მოურინიოს ჩაანაცვლებს.
ძალიან ბევრმა ევროპულმა გამოცემამ დაწერა, რომ მოურინიოს ზიდანით ჩაანაცვლებდნენ და ამ აზრის გასამყარებლად, გავრცელდა ფოტოები, რომ ზიდანი ლონდონში იყო და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგ სპეციალისტს ინგლისური ენის შესწავლაც დაწყებული ჰქონდა, გავლენიანმა ევროპულმა გამოცემამ The Independent_მა კი სრულიად სხვა ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე მწვრთნელის პოსტზე გახლავთ არა ზიდანი, არამედ მაურისიო პოჩეტინო. ეს უკანასკნელი გუნდში 2014 წლიდან იმყოფება და ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რომ ხელმძღვანელობას მისი გაშვების მიზეზი არ აქვს, რადგან მისი მომზადებული გუნდის ანგარიშზე სულ 3 ტიტულია და არცერთი მათგანი არაა მნიშვნელოვანი. ტიტულები: ინგლისის ლიგის თასი, საერთაშორისო ჩემპიონთა თასი და MLS All-star. ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ტიტულებს არანაირი წონა არ გააჩნიათ და მხოლოდ თამაშის კარგი ხარისხისთვის, მწვრთნელს დიდი დრო არ უწერია გუნდში.
რთულია იმის თქმა რამდენად რეალურია პოჩეტინოს მიერ, მისი ამჟამინდელი გუნდის დატოვება, მაგრამ თუ ეს მოხდება, უდაოდ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება არგენტინელი სპეციალისტი "იუნაიტედისთვის".
წყარო: www.goal.com
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.