თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2018, 20:02
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1467,
კომენტარები: 5
კაპელო:"სრულიად სხვა ფეხბურთელების ყიდვა სურდა მოურინიოს"
იტალიელი მწვრთნელის განცხადება.
კაპელო:
ზაფხულის პერიოდში და სეზონის დაწყების შემდეგ, ისმოდა სპეკულაციები, რომ ჟოზე მოურინიო აქტიურად ცდილობდა ჰარი მაგვაიერის, ტობი ალდერვეირელდის და ლუკას ჰერნანდესის შეძენას, თუმცა მსგავსი ინფორმაცია ფაბიო კაპელომ უარჰყო. მეტიც, კაპელომ ზუსტად დაასახელა ორი ფეხბურთელის გვარი, რომლებიც მოურინიოს სასურველი ფეხბურთელების სიაში იყვნენ.

"მახსოვს რა სახელებიც ისმოდა ზაფხულის პერიოდში, რომ თითქოს "იუნაიტედი" მათ შეძენას აპირებდა. გასულ ზაფხულს, მწვრთნელების შეხვედრაზე, მე ვესაუბრე ჟოზე მოურინიოს და მან გამიმხილა, რომ უნდოდა მილან სკინიარის და ასევე კულიბალის შეძენა."

გაგვიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად გულახდილი იყო მოურინიო კაპელოსთან საუბარში, როდესაც ეს ორი გვარი დაუსახელა, თუმცა ორივე მცველი ბევრი დიდი გუნდის რადარზე აღმოჩენილა გარკვეულ პერიოდში.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 ოქტომბერი 2018 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ra azri aqvs rameze laparaks Saertod faqtia veravin viyidet
0
№2
ავტორი: LewisHamilton
4 ოქტომბერი 2018 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
აი ნეტა ხელმძღვანელობის თავში ჩამახედა რა. რანაირად უნდა თქვა ეს მაგრამ თითქოს გამიზნულად ავნებენ გუნდს, ნუ ასე ჩანს ყოველშემთხვევაში. ისედაც ხო ცხადი იყო რაცაა მოურინიო და ჩვენს კლუბთან რომ აბსოლუტური შეუთავსებლობა აქვს მაგრამ ამას კიდევ დავუმატოთ ის რომ საერთოდ არავინ უყუდეს და რეალურად უნდობლობა გამოუცხადეს ამით. აი ამ ყველაფრის მერე კიდე მწვრთნელად რაღაზე ტოვებ არ მესმის.. გაუშვი რა მაშინ და ნუ გვაწვალებთ ნურც ჩვენ და ნურც კლუბს. მესმის ეს ფულის თემა და კომერცია და ბლა ბლა, საერთოდ არ ვარ მაგის წინააღმდეგი მაგრამ ისიც ხომ ელემენტარულია რომ ბრენდი იყიდება როცა გუნდი შედეგს დებს ხო. თუ ასე ვიხოხიალეთ ცხრილის შუაში და ვისაც არ დაეზარა გადაგვთელა გინდა სახლში გინდა გასვლაზე აღარც ეგ თქვენი კომერცია დარჩება და აღარც ფული შემოვა. დღევანდელი დღით ცხოვრობენ გლეიზერები და მომავალში საერთოდ არ იხედებიან დავიჯერო? რანაირი ბიზნესმენები არიან აბა ეგეთი მიდგომით..
1
№3
ავტორი: JuanMata
4 ოქტომბერი 2018 21:46
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მცველის ყიდვა რომ უნდოდათ ეგ ისედაც ვიცით, 9 ათასი სახელი ფიგურირებდა ჩვენს ტრანსფერებში და ყველამ უარი თქვა გადმოსვლაზე, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამაზე ლაპარაკს, ვითომ სკინიარი თუ დადგებოდა ლინდელოფის მაგივრად, მაქსიმუმ არ გაგვეშვა გოლების 50%, შეტევაში იგივე ნაგავი იქნებოდა რაცაა, კარგი წვალებით და ავტობუსით ავიღებდით ქულას ვესტ ჰემთან და ეს წარმატებაა?

ბაიი და ლინდელოფი რომ უნდოდა ჰო უყიდეს, ახლა ვერ იყენებს ვერც ერთს, არ მითხრათ ახლა რომ რომელიმე ვუდვორდმა პიარისთვის იყიდა.
მასე ყველა ფეხბურთელს ვერავინ ყიდულობს, 3 წელი ეწვალა რეალი დეხეას და ვერ იყიდა, სიტის სამი ფეხბურთელი აახიეს ცხვირწინ, მაგრამ გრძელდება ცხოვრება და მასე ნებისმიერ მწვრთნელზე შეიძლება იგივე თქვა. მოიესისთვის რომ მოეყვანათ ფაბრეგასი, ბეილი და არ მახსოვს კიდევ ვინ უნდოდა, არ გავიდოდა მე-7 ადგილზე.

ვერ ააწყო თამაში, შეიძლება ცუდი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ თამაშის სურათი საერთოდ არაა, ამ ტრანსფერებში სულ თუ არა, 50% მაინც მიუძღვის წვლილი მოურინიოს და 23 კაცს ერთ და ორ სეზონში ვერ შეცვლი, მითუმეტეს როცა ნაყიდი ფეხბურთელებიც უნდა გაუშვა ისევ და კიდევ ახალი მოიყვანო. წაიღეს ტვინი ჟოზეს დაცვით.

ჩელსის მესამე სეზონში რა მოხდა? არ ჰყავდა ჩელსის საიმისო ფეხბურთელები, რომ 4-ეულში მაინც ყოფილიყვნენ?
ლივერპულზე ცუდი დაცვა ვის ჰყავდა პრემიერლიგაშ, თავის მეკარიანა, მაგრამ თამაში ააწყო კლოპმა იმ ფეხბურთელებითაც და როცა საერთო სურათში გამოიკვეთა სუსტი მხარეები, დახარჯეს ფული და იყიდეს ვინც ჭირდებოდა.

მანჩესტერში ვინ უნდა იყიდო, ამ თამაშით 11-ვე პოზიცია შესაცვლელი გვაქვს. (ნუ კარგი 10, დეხეას არ ვეხები.)
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 ოქტომბერი 2018 23:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata

გეთანხმები ყველაფერში, კიდე ერთს დავამატებ, ფეხბურთელები არ უყიდეს და მაგის ბრალია ასეთი სიტუაცია ეს არი აბსურდი, რა მაგუაირი რო ეყიდა ვიფრენდით?! ან თუნდაც შკრინიანი და ალდერვეირელდი, სისულელეა უბრალოდ და მეტი არაფერი, ამ წყალწაღებულ მდგომარეობას კულიბალი და ბოატენგი გამოასწორებდა?! თუნდაც მესი, ნეიმარი, მბაპე, რონალდო მოიყვანე აზრი არ აქვს. ეს ისეთი სიტუაციაა ტრანსფერები ვერ უშველის, არ მჯერა იმის, რომ სანჩესი ასე უცებ გახდა ცუდი მოთამაშე, სტილის და ტაქტიკის გავლენაა ამ ყველაფერში, ვან გაალის პერიოდიდან მოყოლებული ვინც კი არ მოვიდა ყველა მანჩესტერშI გაფუჭდა, სისტემური ცვლილებებია საჭირო, ტრანსფერები უკვე ვეღარაფერს შეცვლის. კი ბატონო თუ ხელმძრVანელობა არავის ყიდვას არ აპირებდა ოურინიოსთვის, საერთოდ რაღას დატოვეს ხო მაშინ, თუმცა ეს სხვა საკითხია და იმაზე ხელის გაშვერა რო აი თურმე მაგუაიერი ბოატენგი და ვიღაცეები ვერ იყიდა და მაგიტოა გუნდი ამ დღეში არი გაბოროტებული კაცის არგუმენტი და მეტი არაფერი.
0
№5
ავტორი: GIOMU
5 ოქტომბერი 2018 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ზოგადად ძალიან ცუდი ტრანსფერები რომ გვაქვს სხვა კლუბებთან შედარებით ფაქტია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top