თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2018, 17:01
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 2111,
კომენტარები: 9
"პსჟს" კონტრაქტი უარყოფილია, "ჩელსი" და "იუნაიტედი" რაბიოსთან ახლოს
ფეხბურთელის სადარაჯოზეა ასევე "ბარსელონაც".
"იუნაიტედის" და "ჩელსის" სამიზნე ადრიენ რაბიო პარიზელებთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, მან კიდევ ერთი შეთავაზება უარყო.
ფრანგით უამრავი ტოპ-კლუბი ინტერესდებოდა ზაფხულში, სანამ "პსჟმ" ძალიან დიდი ფასი არ დაადო.

პარიზელები იმედოვნებდნენ, რომ რაბიოს კლუბში ძალიან დიდხანს დატოვებდნენ, რადგან ის უმაღლესი დონის ნახევარმცველად ყალიბდება და გუნდის ნახევარდაცვას ძალიან გამოადგება. Sky Sports-ის ვებსაიტის ინფორმაციით, "პსჟს" პრეზიდენტმა ნასერ ელ ხელაიფიმ წელიწადში €9 მილიონი შესთავაზა, ორი მილიონით მეტი ვიდრე წინა წინადადებაზე, თუმცა ამან რაბიოს ვერ აიძულა კონტრაქტზე ხელი მოეწერა.

ახლა "ჩელსიც" და "ეშმაკუნებიც", მაქსიმალურად მოტივირებულები იქნებიან რომ რაბიო გადმოიბირონ. მითუმეტეს "ოლდ ტრაფორდიდან" პოგბას შესაძლო წასვლის შემთხვევაში, ადრიენი ბრწყინვალე ჩანაცვლება იქნება.

წყარო:IcFootballnews.com
ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: N.Vidic
4 ოქტომბერი 2018 17:41
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
სხვა მწვრთნელის პირობებში კი ბატონო, მაგრამ ამ მოცემულობის იუნაიტედში ჩაქრება ძაან. ამის ადგილას ჩელსიში წავიდოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№2
ავტორი: deqstera
4 ოქტომბერი 2018 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ზიდანი მოვიდეს და რაბიოს გადმოსვლის შანსიც ბევრად გაიზრდება რაბიო-პოგბა ცენტრში კი ძალიან მაგარი იქნება მესამე ვინც არუნდა ყავდეთ
0
№3
ავტორი: gaga1987
4 ოქტომბერი 2018 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
dzalian magari shenadzenia.umagresi bichia.
0
№4
ავტორი: ikeoni
4 ოქტომბერი 2018 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Jer sxva ramea mosagvarebeli chven gundshi
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
4 ოქტომბერი 2018 19:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
კიდე ერთი აყუდებული გვაკლია და გადავიდეთ ენ ბი ეი-ში.რა პრინციპით ვარჩევთ ამ ხალხს ვერ ვხვდები სიმაღლით სუხიშვილებში არჩევდნენ ვიცოდი და ჩვენთანაც ალბათ ტანადი და წარმოსადგენი რო იყოს იმ პონტში:))ყველა წამყვანი გრანდის ნახევარდაცვა დაბალი სწრაფი ტექნიკური ნახევარმცველებით არის სავსე და ჩვენთან 190სმ-ს ზემოთ და სტანდარტულევიც კი არ არის სახიფათო ჩვენი პარადოქსია აბა რაა ამის დედაც რა.ისე ტანი ყველას კარგი აქვთ და შარვალ კოსტუმებით გამოვიდნენ უფრო დასტოინი ვიდი ექნება გუნდს.ფორმაზე არ იდარდოთ როგორც ფორმით თამაშობენ ისე კოსტუმითაც იზამენ:)
2
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 ოქტომბერი 2018 20:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სიტუაცია სანამ არ გამოსწორდება ტრანსფერები არაფერს მოუტანს გუნდს, უფრო ძირეული ცვლილებებია საჭირო, ხელმძღვანელობიან მწვრთნელიანად.
0
№7
ავტორი: Phil Jones
4 ოქტომბერი 2018 23:44
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აი ხო ნორმალური ფეხბურთელია, მაგრამ ეს ფეხბურთია ბლ.. და არა კალათბურთის გუნდი, ამოვიდა ყელში 2-2 მეტრიანი ხალხი, ეგერ ბარსელონას მეკარე ცენტრალურ იმცველი და ბუსკეცი ყავს მარტო მაღალი უკვე რამდენი წელია და რა შედეგს დებენ, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ მოურინიოს ეს მართლა უნდოდეს, სადაც მატიჩი-ფელაინი-მაკტომინეია იქ ეს პელედ გამოჩნდება.
0
№8
ავტორი: GIOMU
5 ოქტომბერი 2018 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ამდენი ცენტრი? მატიჩი ფრედი პოგბა ერერა პერეირა მაკტომინეი. გაუშვან ვინმე მაშინ, ვინმე კი არა ზოგადად 7 8 ფეხბურთელი გასაშვები ყავს გუნდს.
0
№9
ავტორი: mishiko1
12 ოქტომბერი 2018 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
მარსელიდან ტოვენი ვიყიდოთ მაგარი ბიჭია ძალიან გამოგვადგება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top