თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2018, 12:33
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1770,
კომენტარები: 5
უეფა "იუნაიტედს" დასჯის
ინცინდენტი ლიგის მატჩზე.
უეფა
ალბათ შეამჩნიეთ და "იუნაიტედის", რიგით მეორე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიას" წინააღმდეგ, რამოდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი აქვს. ინცინდენტს, რომლის გამოც "იუნაიტედმა" მატჩზე მისვლა დაიგვიანა, ორი მხარე ჰყავს, ჟოზე მოურინიო და GMP, ანუ ქალაქ მანჩესტერის პოლიცია.

"წითლების" ავტობუსი სასტუმრო "ლოვრიდან" 18 საათზე გამოვიდა, რაც საკმარისად ადრეული დროა იმისთვის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დროულად მისულიყო ავტობუსი, თუმცა ამ გზას 75 წუთი დასჭირდა. როგორც თავში გითხარით, ჟოზე მოურინიო ხელს მანჩესტერის პოლიციას ადებს. ბოსის ბრალდება შემდეგნაირად ჟღერს, რომ პოლიციის ესკორტი არ გაჰყვა გუნდის ავტობუსს მოედნამდე და ეს გახდა დაგვიანების მიზეზი(როგორც იცით პოლიციის ავტომობილებს თუ ციმციმა და სირენა აქვთ ჩართული, სამოქალაქო მანქანები უთმობენ გზას. სწორედ ამ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას მოურინიო). თავისმხრივ Greater Manchester Police აცხადებს, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობდა, რის გამოც უნდა გაჰყოლოდა ავტობუსს ესკორტი, თუმცა პოლიციის ერთი მოტოციკლი მაინც გაჰყვა მათ. ანალოგიურად მოხდა "ვალენსიას" შემთხვევაშიც.

რთულია რეალური მიზეზის განსაზღვრა თუ, რა იყო დაგვიანების რეალური მიზეზი, თუმცა ფაქტი ისაა, რომ გუნდს უეფა დასჯის. დასჯის მეთოდი კი ფინანსური ჯარიმაა, რომელიც 10,000€ შეადგენს და ამ თანხის გადახდა გუნდს აუცილებლად მოუწევს, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაშიც.

წყარო: www.skysports.com
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 ოქტომბერი 2018 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rac ar unda usaftxo iyos eqskorti mainc unda Chemi azrit
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 ოქტომბერი 2018 13:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზემ გადააბრალა უცებ პოლიციას wink

თავისი ბრალი რო არ იქნებოდა ცხადია მარა გადაბრალება მაინც ჟოზეს სტილია :))
1
№3
ავტორი: OMARIUSI.1.
4 ოქტომბერი 2018 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
Kvelaferi am sir mourinios emarteba problema tipi MOASHORET
0
№4
ავტორი: GIOMU
5 ოქტომბერი 2018 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გუნდს ასეთი სტრესი მიუღია გზაში და როგორ მოიგებდნენ თამაშს. მიკვირს საერთოდ თამაში რომ არ გადადეს.
0
№5
ავტორი: Shota Blues
5 ოქტომბერი 2018 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: ikeoni
Rac ar unda usaftxo iyos eqskorti mainc unda Chemi azrit

ჰო აბა რა, მაინცდამაინც ტერორისტები ხო არ უნდა იყონ ახლო-მახლო რო საჭიროდ ჩათვალონ; ჩხუბი შეიძლება ატეხონ, ფანებმა. შიგ აქვს ამ ხალს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top