თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2018, 15:06
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1376,
კომენტარები: 7
ფეხბურთელთა შეფასებები
თამაშის დონე რიცხვებში.
ფეხბურთელთა შეფასებები
გუშინ, 2 ოქტომბერს, "ოლდ ტრაფორდის" მაყურებელმა, სრულიად უსახური თამაშის ხარისხი იხილა მათი საყვარელი გუნდისგან. მოცემულ სტატიაში, გთავაზობთ ფეხბურთელთა რიცხობრივ შეფასებებს.

დეივიდ დე ხეა - 6
ისევ და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო დეივიდი, თუმცა დიდად საქმე არ ჰქონია.

ანტონიო ვალენსია - 3
საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა დაცვით ასპექტში და საკმაოდ ბევრი შეტევა გაიპარა მისი ფლანგიდან.

კრის სმოლინგი - 6
ნორმალურად გამოიყურებოდა დაცვის ხაზში და რამოდენიმეჯერ იაქტიურა სტანდარტებზე, თუმცა მაინც გაიპარა შეცდომები დაცვაში.

ერიკ ბაი - 7
სრულიად შეზღუდა როგორც ბაჩუაი ასევე როდრიგო. წარმატებით დაუბრუნდა თერთმეტეულს.

ლუკ შოუ - 6
კარგად ამწვავებდა შეტევებს, თუმცა მისი ფლანგიდან ბევრი შეტევა მიიღო "იუნაიტედმა".

ნემანია მატიჩი - 5
მისთვისვე უკეთესია, რომ თავი დაანებოს შეტევაში კრეატივის ძიებას და დაცვას დაეხმაროს.

პოლ პოგბა - 5
ბევრჯერ აიღო შეტევის წამოწყება თავის თავზე და ასევე ბევრჯერ დაკარგა ბურთი.

მარუან ფელაინი - 4
ვერ იპოვა ადგილი ვერც შეტევაში და ვერც დაცვაში. სრულიად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან.

მარკუს რაშფორდი - 6
ნათელი წერტილი შეტევაში. გამუდმებით ცდილობდა თამაშის გამწვავებას და ძელსაც მოარტყა ჯარიმის დროს.

ალექსის სანჩესი - 3
რეგრესი გრძელდება და არანაირი იმედი არ ჩანს, რომ კარგ პერფორმანსს შემოგვთავაზებს ჩილელი.

რომელუ ლუკაკუ - 3
ეს შეფასება უკვე ტრადიციაა ბელგიელისთვის და ანალოგიურად ცუდი იყო, როგორც წინა მატჩებში.

ენტონი მარსიალი - 6
კარგად გაამწვავა თამაში და ცოტა დააკლდა პენალტის მოპოვებამდე, თუმცა მშვენიერი ჯარიმა გამოიმუშავა.

წყარო: www.manchestereveningnews.co.uk
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
3 ოქტომბერი 2018 15:15
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სანჩესს ახალი მწვრთნელი სჭირდება. წესით უნდა ათამაშდეს.
0
№2
ავტორი: shotkin
3 ოქტომბერი 2018 15:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ყველას ახალი მწვრტნელი ჭირდება ახალი და კარგი მწვრთნელი, მარსიალსაც რაშფორდსაც სანჩესსაც და პოგბასაც და რავი კიდე ბევრს
0
№3
ავტორი: Smoke - N
3 ოქტომბერი 2018 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
სანჩო პანჩოს მატარებელმა უკვე ჩაიარა დაბერდა :) დროა უკვე გუნდში ნორმალური გადახარისხება დაიწყონ ძმებმა თუ ფეხბურთი და გუნდი აინტერესებთ. ჩმორინოდან დაწყებული ყველა ბებერი და უსაქმურები გასაყრელია.
0
№4
ავტორი: stepno
3 ოქტომბერი 2018 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვერ დავიჯერებ რომ სანჩესს თამაში დაავიწყდაა ამას ვერავინ ვერ დამაჯერებთ. ვერც იმას რომ უცებ ისე დაბერდა რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებს და სახსრები ტკივა :)) ჟოზე ჟოზე და კიდევ ეს დედამოტყ..... "განსაკუთრებული" 90% მაგის ბრალია გუნდში რაც ხდება და სასწრაფოდ უნდა წავიდეეს სასწრაფოდ უნდა გააგდოონ
0
№5
ავტორი: ikeoni
3 ოქტომბერი 2018 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Amat martla axali sisxli chirdebat tore Ese araferi ar gamova:((
0
№6
ავტორი: Zaha777
4 ოქტომბერი 2018 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ფაქტია ეს კაცი არაა მანჩესტერის მწვრთელი და ვერც იქნება იმიტო რო მანიუს ფილოსოფია სხვანაირია, ამ კვერცხი კაცის მანჩესტერი როგორ შეიძლება მოგწონდეს ვისაც ფერგის დროს შეუყვარდა ეს კლუბი(დარწმუნებული ვარ მიზერული რაოდენობის იქნება ისეთი ადამიანი ვინც ბაბუს მერე დაიწყო მანჩესტერის გულშემატკივრიბა და თუ დაიწყო ისევ ფერგის და ძველი მანჩესტერის ისტორიით, ვიდეოებით რომელშიც ლაღი ,კრეატიული,სწრაფი და ულამაზესი ფეხბურთია აღბეჭდილი ...ამიტომ უყვართ მანჩესტერი და სხვაგვარად მანიუს ვერ უბალეშიკებ.ეს ტიპი აზრზე არა სად არის და იმედი მაქვს მალე დაგვტობებს თუნდაც ამის მიზეზად კიდევ ორი ან სამი თამაშის აგდებაზეც არ ვიტყოდი უარს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
4 ოქტომბერი 2018 14:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა ერთნაირად ცუდი იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top